x
image
კატო ემხვარი
ზღვამ გამორიყა მკვდარი ძუძუმწოვარი , რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი
image


დღეს ბათუმში ზღვამ გარდაცვლილი ზღვის ღორი გამორიყა, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ თავის "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა.


როგორც გუჩმანიძემ განაცხადა, ზღვის ღორს დაზიანებები ეტყობა, რაც სავარაუდოდ, სათევზაო ბადეში მოყოლის შედეგია. სავარაუდოდვე, ეს გახდა ძუძუმწოვრის გარდაცვალების მიზეზიც.

imageimage


"ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა დავაფიქსირეთ ზღვის ძუძუმწოვრის შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყვა. სამწუხაროდ, ძუძუმწოვარს სათევზაო ბადის ნაჭდევები ემჩნევა - სავარაუდოდ, ზღვის ღორი ბადეშია მოყოლილი, რის შედეგადაც დაზიანდა და დაიღუპა." - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.


image


0
17
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0