x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ინგა გრიგოლია: „ვუყურე „მძევლებს“, კარგი მსახიობები არიან, მაგრამ ფილმი არ მომეწონა“

image


.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე გადაღებულ ქართულ ფილმს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკმაყოფილოა. შესაბამის სტატუსს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
.
„ვუყურე „მძევლებს“ ვუყურე, რომ არ მცოდნოდა ისტორია, ვერ გავიგებდი ვერაფერს და ვიფიქრებდი, ვინ იყვნენ? რა უნდოდათ? რატომ ატეხეს სროლა თვითმფრინავში და ასე შემდეგ. მოკლედ - არ მომეწონა.
.
ფაციფუცში გადაღებული იყო. ვინც ისტორია არ იცის, ნეტა რა აზრს გამოიტანდა? კარგი მსახიობები, მაგრამ ფილმი ვერ. ვისთვისაც ეს ისტორია ფილმია მხოლოდ და არ იცის, მისთვის შეიძლება ძალიანაც საინტერესო იყო. შეიძლება მე მქონდა არნახულად დიდი მოლოდინი, “ - წერს გრიგოლია.
.
„მძევლების“ პრემიერა გასულ წელს საქართველოს კინოთეატრებში შედგა, მისი სატელევიზიო ჩვენება კი გუშინ, ერთერთ ქართულ არხზე გავიდა.
.
სხვა ჯილდოებთან ერთად რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შემსრულებელ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.
.
image
0
491
5-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0