x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მსხვერპლი, რომელიც 24 წლის გოგონამ დედობისთვის გაიღო
საქართველოს ტიპის, როგორც ხშირად ამბობენ, “კონსერვატორულ ქვეყნებში“ ყველა ქალი ალბათ ცოტ-ცოტა მარიტაა. მეტ-ნაკლებად ყველას რგებია ეს როლი, მათგან თითქოს ზოგი საერთოდ ამ ბეჭდით იბადება.

ვიცი, უამრავი მარიტა გინახავთ ფილმებში, ყოფით ცხოვრებაში, მათზე ბევრი გსმენიათ და წაგიკითხავთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ თითოეული ისტორია ერთნაირად მძიმე და განსაკუთრებულია. გვაიძულებს დავფიქრდეთ, გადავხედოთ ჩვენს ღირებულებებს, მენტალობას, საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს და გაბატონებულ აზრებს. ათასობით მოკლული, ნაცემი, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალის ამბავმა გვიბიძგა გვეძია მიზეზები, დაგვენახა ჩვენი მიზოგენური მიდრეკილებები და გამოგვეთქვა პროტესტი არსებული მკაცრი დოგმების წინააღმდეგ. დღეს ამაზე გაცილებით ბევრს ვსაუბრობთ, მეტს ვხამაურობთ, ვიდრე გუშინ, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული ქცევის ნორმების და საზოგადოებრივი სტერეოტიპზაციის მსხვერპლი ჩვენ გარშემო ისევ უამრავი ქალი ხდება. ქალებზე თავდასხმის ყველაზე გავრცელებულ ფორმად მაინც მათი ფსიქოლოგიური ძალადობა რჩება, რისი მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა 24 წლის სოფო, რომელმაც გადაწყვიტა თავისი გამოცდილება სხვებისთვის პირველად გაეზიარებინა და საჯაროდ მოეთხრო იმ ტკივილის შესახებ, რომლის გადატანაც მეტისმეტად ახალგზრდას და ცხოვრებისთვის ჯერ ისევ შეუმზადებელს მოუწია.


image

ჩვენი საზოგადოება ჯერ ისევ მკაცრად სჯის იმ ქალებს, რომლებიც შვილებს ქორწინების გარეშე აჩენენ.


სოფო 22 წლის იყო, როდესაც მარტო დარჩა, სამი თვის ორსული. ბავშვის მამა პასუხისმგებლობას გაექცა და მოულოდნელად გაქრა მისი ცხოვრებიდან. მშობლებმა მეზობლების შიშით ვერ მიიღეს, მშობიარბის შემდეგ შინ დაბრუნებაზე ერთადერთი პირობით დათანხმდნენ : ბავშვი თავშესაფარში უნდა მიიებარებინა. “ მამამ მითხრა, აქ არ ჩამოხვიდე ფეხმძიმე, მეზობლებთან თავი არ მოგვჭრაო, მერე მთხოვა, ბავშვთა სახლში დატოვე ბავშვი, აქ არ ჩამოიყვანოო“- ყვება ჩვენთან საუბარში.

მას შემდეგ, რაც სოფომ ემილია არაფერზე გაცვალა და ამაში მისი მშობლები საბოლოოდ დარწმუნდნენ, მასთან ყოველგავარი კავშირი გაწყვიტეს. უსახსროდ, უნუგეშოდ და უშემოსავლოდ დარჩენილი ორსული იძულებული გახდა თავშესფარი მონასტრისთვის ეთხოვა. ერთ-ერთმა მონასტერმა ის მართლაც მიიღო, მისცეს ოთახი და საკვები, მაგრამ, როგორც ამბობს, თავი კომფორტულად ვერც იქ იგრძნო. ამბობს, რომ თავს მუდმივად უცხოდ გრძნობდა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა, ამჟამად თავს მცირე სამუშაოებით ირჩენს და ამაბობს, რომ შვილს არავინ ურჩევნია და მისი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება პატარა გოგონას შენარჩუნებისთვის ბრძოლა იყო.

ემილია უკვე ორი წლისაა და დედა ძალიან უყვარს. სოფოსთვის მართალია მძიმეა, რომ დღეს არავინ ჰყავს, აღარც მშობლები და აღარც მეგობრები, მხოლოდ შვილი. მიუხედავად იმისა, რომ დედობა უზარმაზარ მსხვერპლად დაუჯდა, ის არაფერს ნანობს და ამბობს, რომ მისი შვილი ერთადერთია, რომელსაც გულწრფელად, უანგაროდ და ისეთი უყვარს, როგორიც არის.

სოფოს თავგადასავალი ერთ-ერთი მაგალითია იმ მძიმე გზისა, რომელიც აქამდე არაერთ ქალს გაუვლია, თუმცა ბევრს, სამწუხაროდ, არ ეყო გამდებდაობა დაპირისპირებოდა შიშს, სირცხვილს, საყოველთაოდ გავრცელებულ დოგმებს და იმ ყველაფერს, რაც წვრილმანია იმ ბედნიერებასთან შედარებით, რისი მოტანაც ქალისთვის დედობას შეუძლია .

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი საზოგადოება გაცილებით შემწყნარებლური გახდება ადამიანების, ადამიანური შეცდომების და განსაკუთრებით, - მარტოხელა დედების მიმართ, რაც ოჯახებს აღარ აიძულებს საზოგადოებრივი სტერეოტიპების, დაცინვის შიშის და გაბატონებული შეხედულებების გამო თქვან უარი საკუთარ შვილებზე, შვილიშვილებზე და, რაც ყველაზე მტკივნეულია მსგავს ისტორიებში - დაუბადებელი სიცოცხლის მოსპობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებამ, როგორც თვითაღიარებულმა სასამართლომ, არ გაგვამტყუნოს და დამნასავედ არ გვცნოს ჩაუდენელი დანაშაულისთვის.










4
50
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
50
  
2018, 22 აგვისტო, 11:55
ჯერ ტაქტი იქონიეთ, მერე ასე დაუსაბუთებლად სისულელეს არ უნდა ეძახდეთ სხვის შრომას . მე თქვენობით გესუბრებით,არც ეგ დაგავიწყდეთ
2018, 22 აგვისტო, 9:03
ეს სტატია, არა სხვა ზოგი სტატია სისულელედ მეჩვენება და მაგიტომ დავწერე
2018, 22 აგვისტო, 2:25
სად დავწერე სისულელე ?
2018, 4 აგვისტო, 15:42
ზოგჯერ ისეთ სისულელეს წერ ხოლმე, რომ არ მჯერა რომ ამას ნორმალური ადამიანი დაწერს, თუმცა ეს სტატია რაც შენ დადე, ამაზე 100%-ით გეთანხმები, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, რაც ამ სტატიაში წერია, მაგრამ ხალხმა ხელი არ უნდა კრას ასეთ ადამიანს და უნდა დაეხმაროს ყველანაირად, კარგი იქნებოდა მარტოხელა დედებისთვის მთავრობას მინიმუმ 600 ლარი მაინც რომ გამოეყო და ყოველთვე ეძლია, სანმ ბავშვები ბაღში წავლენ და დედა სამსახურს იპოვის.
0 1 4