x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83651
  • ვიდეო:334442
  • სურათი:441645
მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში, ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა, ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას- "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


გვჯერა თუ არა, დაბადების რიცხვი და წელი არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ბედზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრად დამოკიდებულია გარემოსა და აღზრდაზე, თუმცა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე ერთგული და საიმედო მაცნეები არიან.


გაინტერესებთ, როგორ აეწყობა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები მარტის თვეში?


გთავაზობთ მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპს ვერა ხუბელაშვილისგან.



1. ვერძი.image

ვერძი გაზაფხულს განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდება, რაც არ არის ადვილი, რადგან მისი ნიშანი, 6 მარტს, მერკურის ფაზაში გადადის. პლანეტა მერკური კი პასუხისმგებელია ვერძის კომუნიკაციის და ურთიერთობის შედეგებზე. ცვლილება სურვილს გაგიღვიძებთ პარტნიორთან ურთიერთობის სხვა ხარისხში აყვანაზე. შეხვედრები და ურთიერთობა რეგულარულ სახეს მიიღებს და პარტნიორიც დაინტერესდება წინადადების გაკეთებაზე.


მარტის შუა რიცხვებში გაიზრდება პარტნიორთან რომანტიკული კავშირები, თუმცა, დაგვირგვინდება თუ არა ურთიერთობა ქორწინებით, ამაზე პროგნოზის გაკეთება ადრეა.






2. კურო.image

ციური სხეულები მარტში, კუროს, აძლევენ რეკომენდაციას, რომ გადახედოს რომანტიკულ ცხოვრებას. თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მეორე ნახევარი, ეს გადაჭარბებული პასიურობის, ან პირიქით, ძალიან დაჟინებული ქცევის გამოა.


დაოჯახებულ კუროებსაც დაეძაბებათ ურთიერთობა მეორე ნახევრებთან, თუმა, ეცადეთ ნეიტრალურად შეხედოთ ამ მხარეს და ყველაფერი სწრაფად ნორმალიზდება, ტოლერანტობა და სიყვარული სასწაულებს მოახდენს.






3. ტყუპები.image

ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ დაკარგული ურთიერთობების დაბრუნებას- მოუბოდიშეთ, გაარკვიეთ ურთიერთობები, დაივიწყეთ წყენა. ბედნიერი რომ იყოთ, ზოგჯერ უნდა დაივიწყოთ სიამაყე, სიყვარული ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.


დაოჯახებულ ტყუპებს ურჩევენ ვარსკვლავები, რომ მეტი დრო გაატარონ მეორე ნახევრებთან.







4. კიბო.image

კიბოები მარტში გათავისუფლდებიან პასიურობისგან. დედამიწელი, ყვითელი ძაღლი საშუალებას მოგცემთ, შეცვალოთ ყველა დამოკიდებულება პარტნიორთან რომანტიკული კუთხით, რაც თავიდან აგარიდებთ 20 მარტს მოსალოდნელ ყველა უთანხმოებას.






5. ლომი.image

ლომებს გაეზრდებათ ოჯახური პრობლემები. ყველაფერი რა თქმა უნდა გაივლის, მთავარია თავით არ გადაეშვათ მხოლოდ სამსახურსა და ბიზნესში. გაანაწილეთ დრო ფიქრზე, ოჯახსა და სამსახურზე, ყველაფერს მოასწრებთ. სასიამოვნო საათები მხოლოდ მეორე ნახევრის მკლავებში გექნებათ.







6. ქალწული.image

ეჭვიანი ქალწულებიც კი გაოცდებიან ბედის საჩუქრით. შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაიპყრობს თქვენს გულს და პირიქით. თქვენ აღმოგაჩნდებათ საერთო შეხედულებები და ზეციური ძალებიც გიწინასწარმეტყველებენ ბედნიერებასა და კეთილდღეობას.


ამრიგად, მოულოდნელად, თქვენს ბედისწერას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი რომანტიკული ცხოვრების იდეა და აღმოჩნდეთ ნამდვილ ზღაპარში.







7. სასწორი.image

სასწორებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გყავთ მეორე ნახევრები და არ გსურთ იმის თქმა ბედი რა ცუდათ გექცევათ, ვარსკვლავები გირჩევენ რომ სწორედ ის დროა გადაწყვეტილება მიიღოთ. ძნელია? სულაც არა! უბრალოდ გჭირდებათ მეტი კომუნიკაცია, გრძნობების გამოხატვა და ინიციატივის გამოჩენა. ეს ძალზედ ძნელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაიბადნენ სასწორის ნიშნით, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი ამოცანა. გახსოვდეთ, თქვენს ხელშია თქვენი მომავალი.







8. მორიელი.image

რეტროგრადული იუპიტერი 9 მარტს აღმოჩნდება მორიელის ნიშნის ქვეშ, რაც ასტროლოგიური გავლენის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. დროა, ყველა რომანტიკული საკითხის მოგვარება მოხდეს მყუდრო გარემოში და არა საჯაროდ. იუპიტერის სამწუხარო პოზიციის მიუხედავად, ზეციური ძალები გპირდებიან მარტივ რომანტიკულ ცხოვრებას მარტში. თქვენ და მეორე ნახევარი ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს.






9. მშვილდოსანი.image

მშვილდოსნები, რომელთაც ჯერ არ უპოვიათ მეორე ნახევრები, შეხვდებიან საინტერესო ადამიანს, რომელიც საგრძნობლად იმოქმედებს მათ მიერ აღქმულ სამყაროზე. ის ადამიანი იქნება ჭკვიანი და გამოცდილი და გამოიწვევს თქვენს გულწრფელ ინტერესს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში კომუნიკაციას რომანტიკული კავშირი მოჰყვეს, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება.






10. თხის რქა.image

მარტის დასაწყისში თხის რქებს ურჩევენ იყონ წინდახედულები და ფრთხილები უცნობ ადამიანებთან. თუ დაფიქრდებით და გულის კარნახს დაუჯერებთ, შესაძლოა მეორე ნახევარიც იპოვოთ, რომელიც იქნება გულწრფელი და ერთგული თქვენი სიყვარულის მიმართ, კავშირი კი იქნება ძლიერი, ბედნიერი და წარმატებული.







11. მერწყული.image

მერწყულებს, რომელთაც უკვე ყავთ მეორე ნახევრები, მარტში რომანტიკული დღეები არ ექნებათ. გარემოებები კი დიდ გავლენას მოახდენენ მათ საქმეებზე და ნათესავებთან კომუნიკაციის საშუალებას შეუზღუდავენ. დროა, თქვენს გრაფიკში შეიტანოთ კორექტირება და თავისი ადგილები მიუჩინოთ სამუშაოსა და ოჯახს. არ უგულებელყოთ ძვირფასი ადამიანები.






12. თევზები.image

თევზებო, დროა, მარტში დაივიწყოთ ყველა საქმიანობა და მეტი დრო გაატაროთ საზოგადოებაში, სადაც რომანტიკული ინტრიგები და სასიამოვნო საღამოები გელოდებათ საპირისპირო სქესის წამომადგენელთან.


მათ კი, ვისაც უკვე გყავთ მეორე ნახევრები, ერთობლივი თავგადასავლები გელოდებათ.






იხილეთ აგრეთვე:


2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვისimage





3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირსimage





ორი ყველაზე შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანიimage





კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image





ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)image




0
363
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0