x
image
ხატია გელბრეიტი
რა დგას ,, შავი პანტერა’’-ს წარმატების მიღმა

image

მარტის პირველი რიცხვებია და უკვე ვარაუდობენ, რომ “ შავი პანტერა’’ შესაძლებელია 2018 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყოს ამერიკის მასშტაბით. მან 430 მილიონი დოლარი ეკრანზე გამოსვლიდან სულ რაღაც 2 კვირაში გამოიმუშავა, სადაცაა 600 მილიონ დოლარს მიაღწევს ჩრდილოეთ ამერიკის დონეზე, ხოლო მთელს მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს . ამდენი რეკორდი სულ მცირე დროში და მაინც ფილმის უდიდესი მიღწევა ამ რეკორდებს არ უკავშირდება. “ შავი პანტერა’’ ფილმის შექმნის პროცესის, ისევე როგორც ფილმის გამოშვების კალენდრისა და ჩრდილოეთ ამერიკის საგამოფენო ბიზნესის გადახალისების რეალურ შანსს იძლევა. აი რაშია საქმე :

მაღალბიუჯეტიან, აფრიკულ მოტივებზე დაფუძნებულ ფილმებს ფული მოაქვთimage

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ შავი პანტერა’’ 200 მილიონი დოლარი დაჯდა, როგორც Marvel-ისა და D.C-ის კომიქსების უმრავლესობა.ამრიგად ის წლის 5 ყველაზე ძვირადღირებული ფილმიდან ერთ-ერთი იქნება. წარსულში ფინანსური წონა განსაზღვრავდა დიდბიუჯეტიანი ფილმების “სირთულეს’’. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათი შემოსავალი ლიმიტით ხასიათდებოდა. “ შავი პანტერა’’-ს წინამორბედი, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი შავკანიანი სამსახიობო შემადგენლობით .. პირდაპირ კომპტონიდან’’ იყო (ამერიკაში გამომუშავებული 180 მილიონით). ორმა ფილმმა გამოიმუშავა ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარი, სადაც მთავარ როლებში შავკანიანი მსახიობები მონაწილეობდნენ : “ ბევერლი ჰილზის პოლიციელები’’ და “ ადამიანები შავებში’’, რის შემდეგაც 25 წელზე მეტი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში წარმატების ფაქტორი საზღვარგარეთ არსებული მუდმივი ინტერესი გახდა.

გარკვეულ დონეზე, შიში, რომ ფილმი არათეთრკანიანი და ქალი მსახიობებით წარუმატებელი იქნებოდა, თავად იქცა თვითასრულებად წინასწარმეტყველებად. რესურსები არ ნაწილდებოდა ღირსეულ რეჟისორებზე და მსახიობებზე, ასე რომ ამ თეორიის უარყოფა არაფერს შეეძლო.

დღევანდელი მდგომარეობით კი, “ შავი პანტერა’’ გახდება წლის ერთ-ერთი არათუ ყველაზე შემოსავლიანი, არამედ ყველაზე მომგებიანი კინოსურათიც. “ თავს უშველე’’ 2017 წლის ფილმებს შორის გამოირჩეოდა, მაგრამ ჯორდან ფილის ( “თავს უშველე’’-ს რეჟისორი) ნამუშევარი სულ რაღაც 5 მლნ დოლარი დაჯდა. ამის მსგავსად, “ დამალული ფიგურები’’-ს და “ პირდაპირ კოტონიდან’’-ის წარმატებები გაცილებად ნაკლებად რისკიანი ინვესტიციები იყო. ხოლო “ შავი პანტერა’’ თამაშის წესებს ცვლის.

სულაც არაა აუცილებელი, საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავლები აჭარბებდეს შიდაimage

უხეშად რომ ვთქვათ, კინოკომპანიებს სჯერათ, რომ ყოველი საშუალოზე მაღალბიუჯეტიანი ფილმის შემოსავლების 60 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან უნდა შემოდიოდეს, ხოლო 40 პროცენტზე ნაკლები შიდა გაყიდვებიდან. მაღალბიუჯეტიან ფილმებში უმცირესობების და ქალების მონაწილეობის მთავარ არგუმენტად არასაკმარისი საერთაშორისო ინტერესი მოჰყავდათ.

ახლა, როცა “ შავი პანტერა’’-მ გაიმეორა “ ქალი საოცრება’’-ს გაკვეთილი, მან დაამტკიცა, რომ შიდა გაყიდვებს შედარებით ნაკლები უცხოური ინტერესის ანაზღაურება შეუძლია. “ ქალი საოცრება’’-ს მიერ გამომუშავებული თანხა საზღვარგარეთ მთლიანი შემოსავლის ნახევარზე ნაკლები იყო. 409 მლნ დოლარით საერთაშორისო დონეზე ის 2017 წლის ფილმებს შორის 11-ე ადგილს იკავებდა, მაშინ როცა 412, 5 მლნ დოლარით მესამე იყო შიდა ბაზარზე.

ტრადიციული პროპორციები ძალაში რომ ყოფილიყო, მას დაახლოებით 250 მლნ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გამოემუშავებინა, ხოლო 660 მსოფლიო მასშტაბით. წარმოების და მარკეტინგული ხარჯების 440 მლნ-ით “ ქალი საოცრება’’ მოკრძალებული შემოსავლის მომტანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ პროპორციებით, მიუხედავად საერთაშორისო ასპარეზზე საშუალო ზომის შემოსავლისა, მან შემქმნელებს დიდი მოგება მოუტანა.

ამ ტემპით “ შავი პანტერა’’-მ გლობალური მასშტაბით მილიარდი დოლარი უკან უნდა ჩამოიტოვოს. ( ფილმი იაპონიაში სულ ახლახანს ჩაეშვა, ჩინეთი ამ კვირიდან ჩაერთო თამაშში, ასე რომ რიცხვები საერთაშორისო დონეზე ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმა 500 მლნ ან მეტი სავსებით მოსალოდნელია). ამავდროულად, შიდა ბაზარიც იმედიანად გამოიყურება.

ეს ტენდენცია მხოლოდ ამ ორი ფილმით არ შემოიფარგლება. “ ვარსკვლავური ომები’’-ს ის სამივე ნაწილი, რომლებშიც მეტი ქალი და უმცირესობის წარმომადგენლები თამაშობდნენ, საშუალოზე მაღალი შიდა გაყიდვებით ხასიათდებოდა.

დიახ, “ შავ’’ ფილმებს შეუძლიათ იყონ მოთხოვნადიimage

ფილმის ეკრანზე გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში ჩატარებულმა აუდიტორიის კვლევამ აჩვენა, რომ “ შავი პანტერა’’-ს მაყურებელთა 37 პროცენტი წარმოადგენდა აფრო-ამერიკელებს. დანარჩენი 63 პროცენტს კი თეთრკანიანები, ლათინოსები და აზიელები შეადგენდნენ.

რა თქმა უნდა, შიდა გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა ფილმის წარდგენამ “ ინოვაციური’’ სტატუსით. თუმცა, როცა ის ახერხებს 600 მლნ დოლარის გამომუშავებას, აქედან კი 380 არაშავკანიანი მაყურებლის მიერ ნაყიდი ბილეთებიდანაა მიღებული, ფილმი კი აშკარად “შავია’’, ეს ინდუსტრიის მოლოდინებს უგულებელყოფს.

პრეზიდენტის დღე* ახალი ხსოვნის დღეა* ( დღესასწაულები ამერიკაში)image

პოტენციურად, 2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები თებერვალში გამოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ “ დედპული’’, რომლის გამოსვლა პრეზიდენტის დღეს დაამთხვიეს, იღბლიანი შემთხვევითობა არ ყოფილა . შეიძლება ითქვას ის წინასწარმეტყველება გამოდგა. როცა ფილმები რეკორდებს ამყარებენ, ჩვეულებისამებრ ეს ზრდის ტემპით ხდება.თუმცა, “ დედპული ‘’ 50 პროცენტით ჩამორჩებოდა “შავი პანტერა’’-ს შემოსავალს გახსნის კვირაში . ასევე სავარაუდოა, რომ “შავი პანტერა’’ გადაასწრებს გასული წლის ბლოქბასტერს “ ურჩხული და მზეთუნახავი’.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0