x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დასახელდა 2018 წლის საუკეთესო ევროპული ავტომობილი
image

აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდმა პირველად გაიმარჯვა ავტორიტეტულ კონკურსში Car of the Year.


ევროპის საუკეთესო ავტომობილის ტიტული ერგო კომპაქტურ კროსოვერს- Volvo XC40-ს, როგორც პორტალი Top Gear იუწყება, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ჟენევის მოტორ-შოუზე, აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ შვედური ბრენდის პირველი გამარჯვება ავტორიტეტული კონკურსის, European Car of the Year-ის დაარსების დღიდან მოყოლებული.(1964 წელი)


ხმის მიცემის დროს ჟიურიმ შვედურ ავტომობილს-Volvo XC40-ს 325 ქულა მიანიჭა, მეორე პოზიცია დაიკავა ესპანურმა ჰეტჩბეკმა SEAT Ibiza-მ(242 ქულა), ხოლო მესამეზეა გერმანული BMW 5-სერია .(226 ქულა)პირველ ხუთეულში მოხვდა გერმანიაში აწყობილი კორეული Kia Stinger(204 ქულა) და ფრანგული Citroen C3 Aircross.




Volvo XC40-შვედურმა კომპანიამ პირველად 2017 წლის სექტემბერში წარადგინა, ეს გახლავთ შვედური ბრენდის ყველაზე მცირე მოცულობის კროსოვერი, რომელიც დამზადებულია ახალ, CMA (Compact Modular Architecture) პლატფორმაზე.


შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული იყო ფრანგული კროსვერი Peugeot 3008, მთლიანად, კონკურსის 54 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა იტალიურმა კომპანია-Fiat-მა(10-ჯერ)



imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები

0
202
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0