x
image
ღიმილიანი
საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია ახალგაზრდული სამიტისათვის მონაწილეების შერჩევას იწყებს

დღესდღეობით უამრავი საგანმანათლებლო პროექტი ტარდება საქართველოში.

ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა გაეროს მოდელირება.


image

2018 წლის აპრილში გაიმართება კიდევ ერთი მაშტაბური პროექტი

"Tbilisi Model United Nations 2018".

ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში ჩაერთვებიან

საკომიტეტო სამუშაოებში. გაეცნობიან გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში. პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში.



მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:

გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები, გაიღრმავონ ლიდერული თვისებები, ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები, მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება, გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან.



image



საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია ახალგაზრდული სამიტისათვის

"თბილისის გაეროს მოდელირება 2018"-ის მონაწილეების შერჩევას იწყებს.


ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისათვის და თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წარმატებებს!







0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0