x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რეკორდები, რომლებიც 2018 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე დამყარდა
image

ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კვირა საღამოს გაიმართა, გამარჯვებულების დიდი ნაწილის პროგნოზირება სრულიად სამართლიანად ძნელი არ ყოფილა. თუმცა, ოქროს ქანდაკებების განაწილებისას რამდენიმე უპრეცედენტო მომენტი დაფიქსირდა . წლევანდელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე თავად ნომინაციებიც კი რეკორდებს წარმოადგენდნენ და მაშინ როცა ისინი გამარჯვებულებზე გადაანაწილეს, რეკორდების ახალი წყება მივიღეთ.


ჯეიმს აივორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

როდესაც აივორიმ ოსკარი მიიღო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში ფილმისთვის “მომმართე შენი სახელით’’, ის ოსკარის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე სამჯერ იყო ნომინირებული, ეს მისთვის პირველი გამარჯვება გახდა. მის გულისამაჩუყებელ სამადლობელო სიტყვას დამსწრე საზოგადოება ფეხზე მდგარი ოვაციებით შეხვდა


ჯორდან ფილი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი

ფილმის “თავს უშველე’’ რეჟისორი ჯორდან ფილი პირველი შავკანიანი სცენარისტი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის გადაეცა. ის ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე, ხოლო თავად მისი ნამუშევარი საუკეთესო ფილმის წოდებისთვის იბრძოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას ვინც წავიდა და ნახა ფილმი, ვინც ახსენებდა მას კინოსა თუ თეატრში.image

წყლის ფორმა, საუკეთესო ფილმი

4 მარტს გილიერმო დელ ტოროს “წყლის ფორმა ‘’ გახდა პირველი ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან, რომელმაც ოსკარის ტოპ ნომინაციები მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სხვადასხვა ჟანრის ნარევს წარმოადგენს, მათ შორის, რომანტიზმისა და ფენტეზის, მისი სასიყვარულო ისტორია ადამიანსა და თევზის მაგვარ მდინარის ღმერთს შორის საკმარის საფუძველს აძლევს მას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ჭრილში იქნას განხილული- ჟანრული კინო და ფილმი მონსტრზე სულაც, რომ არ ვახსენოთ - და ახალი რეკორდიც დაამყაროს
.

ფანტასტიკური ქალი, უცხოენოვანი ფილმი

ფანტასტიკური ქალი არა მხოლოდ წინააღმდეგობრივი ხასიათისაა თავისი იშვიათი სიუჟეტური ხაზით, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ცხოვრებას აღწერს. ასევე ის გახდა პირველი ფილმი ჩილედან, რომელმაც ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში აიღო.

ჯონ უილიამსი, საუკეთესო ორიგინალური პარტიტურა

ჯონ უილიამსმა, რომელიც ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური პარტიტურისთვის ფილმიდან “ვარსკვლავური ომები, უკანასკნელი ჯედაი’’, საკუთარი რეკორდი დაამხო- დაუთმო რა ნომინაცია ალექსანდერ დეპლატს “წყლის ფორმისთვის’’. ვეტერანი კომპოზიტორი, რომელსაც უკვე 5 ოსკარი აქვს მოგებული, არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტჯერ იყო ნომინირებული და ჯერ კიდევ ცოცხალია. რაც ასევე ნიშნავს, რომ მას ყველაზე მეტი საოსკარო ნომინაცია აქვს წაგებული, გასული კვირის შედეგით მისი წაგებების სერია ჯამში 46 აღწევს.

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0