x
image
რუსუდან ნადირაშვილი
წელს 2 თვეში საქართველოში ტურისტების რიცხვი 25%-ით გაიზარდა
image


მიმდინარე წლის ტურისტული ნაკადის ახალი მონაცემები გასაჯაროვდა. ოფიციალური ცნობით, საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2018 წლის თებერვალში 440 800 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 72 800-ით, 19.8%-ით აღემატება. იმავე პერიოდში ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო ტურისტების შემთხვევაში, ადამიანები რომლების ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან. მათი რაოდენობა 177 845-მდე გაიზარდა +27.1%.


ყველაზე მეტი ვიზიტორი ტრადიციულად მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოვიდა. ზრდის ტემპი კი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ქუვეითიდან +134%, ირანიდან +131%, ჩინეთიდან +83%, ისრაელიდან +73% და ინდოეთიდან +37%. ზრდის ტემპი მაღალი იყო, ცალკეული ევროპის ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთი +49%, ლიტვა +36%, საფრანგეთი +31%, გერმანია +21%.


იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოს 885, 047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129, 967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.2%).



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, იმავე პერიოდში ტურისტების რიცხვი 24.9%-ით 367 300-მდე გაიზარდა. 2018 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 8 მილიონზე მეტ ვიზიტორს და ტურიზმის სფეროდან $3 მლრდ-ზე მეტ შემოსავალს ელის.

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0