x
image
მანჩო 777
გიტარის ფორმის ტყე და მასთან დაკავშირებული სიყვარულის სევდიანი ისტორია
არგენტინის ნაყოფიერ მიწებზე გაშენებული გიტარის ფორმის ტყე ითვლის დაახლოებით 7000 კვიპაროსს და ევკალიპტს. ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის ხეების მასივი მშვენივრად ჩანს არამარტო თვითმფრინავიდან, არამედ თანამგზავრიდანაც კი. ამაღელვებელია არამარტო ამ ტყის ფორმა და ზომები, არამედ მისი გაშენების ისტორიაც.




image




გიტარის ფორმის ტყე გაააშენა არგენტინელმა ფერმერმა პედრო მარტინ ურეტამ, რომელიც ამჟამად 74 წლისაა. მან და მისმა ოთხმა შვილმა საკუთარი ხელით დარგეს ხეები რამდენიმე ათეული წლის წინ. იდეის ავტორი იყო პედროს ცოლი გრასიელა, რომელმაც ერთხელ თვითმფრინავით მგზავრობის დროს ერთ ადგილას შეამჩნია ფერმა, რომლის გარშემო ტყეს ვედროს ფორმა ჰქონდა. გრასიელამ ინატრა, რომ თვითონაც ჰქონოდა ასეთი ლამაზი ფერმა და მის გარშემო კი გიტარის ფორმის ტყე, რადგან ეს ინსტრუმენტი ბავშვობიდან უყვარდა და მშვენივრად უკრავდა მასზე.




image




გრასიელამ ქმარს სთხოვა დახმარებოდა იდეის განხორციელებაში. მეუღლეებმა ერთად შეადგინეს ნახაზი, რომლის მიხედვითაც ფერმას და მის გარშემო გაშენებულ ტყეს გიტარის ფორმა ექნებოდა. მაგრამ უბედურ ქალს ამ ოცნების განხორციელება არ ეწერა. ერთ საღამოს გრასიელა ცუდად გახდა და გრძნობა დაკარგა. მეუღლემ ის სასწრაფოდ გააქანა საავადმყოფოში, იქ გამოირკვა, რომ ქალს ანევრიზმა გაუსკდა და ტვინში სისხლის ჩაქცევა დაემართა. მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმედ მყოფი ქალი 3 დღეში გარდაიცვალა. ეს მოხდა 1977 წელს.



image



პედრომ ძალიან განიცადა გრასიელას სიკვდილი, რადგან მეუღლეებს დიდი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად, ეს მისი აუხდენელი ოცნების განხორციელება იყო.

მამაკაცი გულმოდგინედ შეუდგა შრომას, თავის პატარა შვილებთან ერთად ის ყოველდღე რგავდა ხეებს გრასიელას მიერ შექმნილი ნახაზის მიხედვით. სულ პედრომ და მისმა პატარებმა 7000 ძირი ხე დარგეს: ევკალიპტები და კვიპაროსები. აი, ასე გამოიყურება ეს მშვენიერი ტყე დღეს.



image



თავად პედრო აღიარებს, რომ არასოდეს არ უნახავს თავისი ქმნილება ზემოდან, რადგან ბავშვობაში ის ავიაკატასტროფაში მოყვა და მას შემდეგ ფრენის შიში დასჩემდა. სამაგიეროდ სხვა მგზავრები ტკბებიან ციდან დანახული ამ სილამაზით, სტიუარდესები კი მგზავრებს უყვებიან სევდიანი სიყვარულის ამბავს და დაღუპული მეუღლის სახელზე გაშენებული მშვენიერი ტყის შექმნის ისტორიას.




და ბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, რათა ვირტუალურად მაინც იხილოთ ეს სილამაზე და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეუძლია სიყვარულს!


0
272
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0