x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78025
  • ვიდეო:330783
  • სურათი:433994
გარნირი და მისი როლი ჩვენს სამზარეულოში

image

ხორცისა და თევზეულისგან მომზადებულ კერძებს და ამავე სახის საუზმეულს ხშირად თან ერთვის რომელიმე ერთი პროდუქტისგან ან მათი ნარევისგან მომზადებული საჭმელი, რომელიც მომზადებულია ბოსტნეულის, ბურღულის, პარკოსანის ან მაკარონის ნაწარმისგან და სხვ.კერძს, რომელიც სხვა კერძს დაერთვის თან, გარნირი ეწოდება, რაც ფრანგულად ნიშნავს საკმაზს, მორთვას.

კვების რაციონის სწორად წარმართვისათვის გარნირად გამოყენებული უნდა იქნას ბოსტნეული ან უნდა მოხდეს მისი კომბინაცია ახვადასხვა ბურღულთან შეხამებით.

გარნირი შეიძლება იყოს თავისი შედგენილობით მარტივი და რთული.მარტივია გარნირი, რომელიც ერთი რომელიმე პროდუქტისგან შედგებქ, ხოლო თუ ის რამდენიმე პროდუქტის ნარევია-რთულია.

მარტივ გარნირად ხშირად იყენებენ მოხარშულ და შემწვარ კარტოფილს, კარტოფილის პიურეს, კარტოფილის კროკეტს, მოშუშულ კომბოსტოს, მოშუშული კომბოსტოს მწნილს, მოშუშულ კალნაბს, სატაცურს, მწვანე ლობიოს ცხიმით, მოშუშულ ჭარხალს, მწვანე ბარდას ცხიმით, სტაფილოს ცხიმით, შემწვარ ბადრიჯანს, მოშუშულ პომიდორს და სხვ.

შერეული ანუ რთული გარნირის შეხამება შეიძლება ასე:სტაფილო მწვანე ბარდათი, სტაფილო მწვანე ლობიოთი, კალნაბი სტაფილოთი და მწვანე ბარდათი და ა.შ.

ბოსტნეულის ბურღულთან კომბინირება შემდეგნაირად შეგვიძლია:სტაფილო და მწვანე ბარდა ბრინჯთან, დაკეპილი მწვანილეული მაკარონთან ერთად, მოშუშული კომბოსტო ბრინჯთან და ა.შ.

კარტოფილის პიურეს შერევა შესაძლებელია სტაფილოსთან, ჭერამთან, კალნაბთან, ყაბაყთან და ა.შ.

საუკეთესოა გარნირად ნედლი ბოსტნეული, რადგანაც ამ გზით ადამიანის ორგანიზმი მეტი რაოდენობით ღებულობს მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სხვ.

შემწვარ ხორცეულთან და თევზეულთან გარნირად ძალიან კარგია კიტრი და პომიდორი.

ბოსტნეულის გარნირად მომზადებისას ყურადღება უნდა მიექცეს ბოსტნეულის ასორტიმენტის ნაირსახეობას.ბოსტნეული უნდა დაჭრათ პატარა ნაჭრებად და მოამზადოთ ნედლი, მოხარშული, მოშუშული, გახეხილი, შემწვარი და სხვა სახით.ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტის ფერს, გემოვნებითი თვისებების სხვადასხვაობას.კარგი იქნება თუ გარნირს სილამაზისა და ვიტამინებით გასამდიდრებლად დაუმატებთ ნედლ მწვანილეულს.

გარნირი კერძს მატებს კალორიულობას, გემოვნებით თვისებებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, უჯრედისებს და ამასთანავე მას აძლევს მადისაღმძვრელ, სასიამოვნო, ლამაზ შეხედულებას.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0