x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ტყვეების მისტიკური ბაღი" ანუ პომპეის უკანასკნელი დღე

ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კატასტროფულ ამოფრქვევად ითვლება, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვულკანი ისროდა ფერფლის, ქვების, ლავისა და ორთქლის ნაკადს 30 კილომეტრის სიმაღლეზე. ლავის ამოფრქვევის სიჩქარე წამში 1, 5 მილიონ ტონას უდრიდა. მან წალეკა და მიწის პირისაგან აღგავა ქალაქი პომპეი. ქალაქის მცხოვრებლების დიდი ნაწილი ცოცხლად დაიმარხა მიწაში.




image




თავდაპირველად ქალაქის მცხოვრებლებიდან ცოტამ თუ გაამახვილა ყურადღება ფერფლის და კვამლის ნაკადზე, რომლის ამოტყორცნა ვულკანიდან 79 წლის 24 აგვისტოს დაიწყო. ვეზუვი დიდი ხანია ჩამქრალ ვულკანად იყო მიჩნეული, თუმცა როგორც ჩანს, მის სიღრმეში ჩუმად იღვიძებდა საშინელი დამანგრეველი ძალა. მალე შავმა ღრუბლებმა დაფარა ცა ქალაქის თავზე. ფერფლის ნაფლეთები ილექებოდა სახლების სახურავებზე, ქუჩებში, ხეებზე. ადამიანები წამდაუწუმ ისუფთავებდნენ ტანსაცმელს ფერფლისაგან. მისი ფენის ქვეშ ქალაქის კაშკაშა ფერები გახუნდა, პომპეი მთლიანად დაიმალა ნაცრისფერი საფარველის ქვეშ. განუწყვეტელი მიწისქვეშა ბიძგები მოსვენებას არ აძლევდა ხალხს. ბიძგები იმდენად მძლავრი გახდა, რომ დაიწყო სახლების ნგრევა. იქედან გამოცვენილი ადამიანები ქუჩაში გამოსვლისას თავზე ბალიშებს იფარებდნენ, რადგან ფერფლს ქვების ცვენა მოჰყვა. ადამიანების შიში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.



image





ვულკანიდან ამოსული ცეცხლის და ლავის სიმაღლე უკვე 20 კილომეტრს აღწევდა. ადამიანები ცდილობდნენ თავი ნგრევას გადარჩენილი სახლებისათვის შეეფარებინათ, მაგრამ არც იქ იყო ხსნა: ჰაერი უკვე გაიჟღინთა გოგირდიანი მომწამვლელი ორთქლით და ხალხი უჰაერობით იგუდებოდა. მათ სახლების ნანგრევები თავზე ეცემოდათ, მაგრამ ძვირფასი ნივთების დაკარგვის შიშით საცხოვრებლებს ვერ ტოვებდბენ. გათხრების შედეგად ბევრი ადამიანის ჩონჩხი იქნა ნაპოვნი ტომრებთან ერთად, რომლებიც სავსე იყო ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით.




image




ამოფრქვევა ერთბაშად არ დაწყებულა, ის დროში გაიწელა, ამიტომ ქალაქის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მოსწრო გახიზვნა. აქ დარჩენილი იყვნენ მხოლოდ მონები, რომლებსაც პატრონებმა უბრძანეს ეყარაულათ დატოვებული ქონებისათვის და ის ადამიანები, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდოდათ საკუთარი სახლებისა და სიმდიდრის დატოვება.




image




ვეზუვის ამოფრქვევის მეორე დღე გათენდა, თუმცა
"გათენდა" ნაკლებად შეეფერებოდა იმ ჩამოწოლილ სიბნელეს და კვამლითა და შავი ფერფლით სავსე ცას, რომელიც პომპეის თავზე ჩამოწოლილიყო. გაისმა მძლავრი აფეთქების ხმა. ამოსროლილმა ლავამ მთლიანად გადაუარა ქალაქ პომპეის. ქალაქი დაიმარხა ფერფლის და ლავის სამი მეტრი სიმაღლის ფენაში. პომპეისთან ერთად განადგურდა აგრეთვე ვულკანის შემოგარენში მდებარე სამი ქალაქი: ჰერკულანუმი, სტაბია და ოქტავიანუმი.




image




ვულკანის მეორე მხარეს მდებარე ქალაქი ჰერკულანუმი არ დაფარულა ფერფლის სქელი ფენით ისევე, როგორც პომპეი, მაგრამ ისიც ბოლომდე განადგურდა. ამოფრქვევის შემდეგ ვულკანის გვერდებზე დაგროვდა ფერფლის სქელი გროვა, რომელიც ყოველ წამს შეიძლებოდა დაძრულიყო და ზვავის მსგავსად ჩამოწოლილიყო დაბლობში მდებარე ქალაქზე. ამოფრქვევის შემდეგ დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მთლიანად წამოიღო ფერფლის ეს გროვა და ცხელი მომწამლავი გოგირდიანი ნიაღვარი თავს დაატყდა ქალაქ ჰერკულანუმს. ნიაღვრის სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა, თუმცა ამ დროისათვის ქალაქის მოსახლეობა მთლიანად იყო გახიზნული.




image




ნაპოვნი ჩონჩხების რაოდენობიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (ამ დროისათვის პომპეის მოსახლეობა 20 000 კაცს ითვლიდა)- ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც არ მოისურვა ქალაქის დატოვება საკუთარი ნებით ან იძულებით. იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდა, რომ სტიქიას სახლის ბნელ კუთხეში ან სარდაფში დაემალებოდნენ და ძალიან გვიან მოინდომეს თავის შველა, მერე კი გზა ვერ გაიგნეს ფერფლის სქელ ფენაში, ან ქვების წვიმაში მოხვედრის მსხვერპლნი გახდნენ. სიმხურვალისაგან ფეხებმოკვეთილნი ძირს ეცემოდნენ ღონემიხდილები და მათ ფერფლის სქელი ფენა ფარავდათ. ადამიანების დიდი ნაწილის ჩონჩხები სწორედ ფერფლის ზედა ფენაშია ნაპოვნი.




image




როგორც უკვე ვთქვით, ამოფრქვევის შემდეგ მდუღარე წვიმა დაიწყო, წყალმა, შერეულმა ფერფლთან, წარმოქმნა მასა, რომელმაც ცემენტივით დაადუღაბა დაღუპულთა სხეულები. მან შექმნა ზუსტი ანაბეჭდი შიგ გახვეული ადამიანებისა. დროთა განმავლობაში სხეული გაიხრწნა და შიგნით დარჩა სიცარიელე-ფუტლიარი, სადაც გარდაცვლილის ჩონჩხი იყო. ერთ-ერთმა არქეოლოგმა, იტალიელმა ფიორელიმ მოიფიქრა ეს სიცარიელე თაბაშირის ხსნარით ამოევსოთ. გამყარებული თაბაშირი ზუსტად გვიჩვენებს დაღუპულის სხეულის ფორმას და აბსოლუტური სიზუსტით გადმოგვცემს გარდაცვლილის პოზას და სახის მიმიკასაც კი სიკვდილის მომენტში.




image




ამ ადგილას ოდესღაც მშვენიერი ბაღი იყო. მას დღეს "ტყვეების ბაღი" ეწოდება-ესაა სევდიანი, შემზარავი, მისტიკური "ტყვეების ბაღი". აქ დამთვალიერებლები ნახავენ 13 გაქვავებულ სხეულს, მსხვერპლს იმდროინდელი საშინელი ამოფრქვევისა.


დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი ფილმიდან "პომპეი"


0
499
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0