x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80786
  • ვიდეო:333097
  • სურათი:438168
შეიძლება თუ არა ბავშვს დავარქვათ გარდაცვლილი ნათესავის სახელი? რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების სურათებს ? შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი ?...

შეიძლება თუ არა ბავშვს დავარქვათ გარდაცვლილი ნათესავის სახელი?


image

– ითვლება, რომ ადამიანის სახელი უძლიერეს ენერგეტიკას ფლობს. მას ძალუძს დიდი გავლენა მოახდინოს ადამიანის ხასითზე და ბედზე.


– არქმევენ რა ბავშვს გარდაცვლილის საპატივცემულოდ მის სახელს, მშობლები ამით პატარას ნათესავის მსგავს ცხოვრებას და ბედს აკისრებენ. ამით ჩვილის კარმას დიდი ნიშანი ედება მისი წინამორბედისგან, რადგან მისი ამქვეყნად ყოფნის კვალი ძალიან ნათლად რჩება მანამდე, სანამ ის ახსოვთ და გლოვობენ მასზე ახლობლები.




– თუმცა, ისიც მიაჩნიათ, რომ თუ გარდაცვლილმა ნათესავმა ბედნიერი და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, მაშინ მისი სახელის დარქმევით მშობლები ამ გზით გამიზნულად უსურვებენ პატარას ასეთივე ბედს.



შეიძლება თუ არა შევინახოთ გარდაცვლილი ნათესავის ჯვარი?



image




– გულსაკიდი ჯვარი _ ადამიანის სულიერი ძალის და კარმის უძლიერესი წყაროა.



– ქრისტიანული წესის მიხედვით ადამიანს მის ჯვართან ერთად ასაფლავაბენ.




– თუ მიზეზთა გამო გულსაკიდი ჯვარი პატრონტან ერთად ვერ მოხვდა კუბოში, მაშინ ის შეიძლება შენახული იქნას სახლში ცალკე კოლოფში ან პაკეტში.




– თუ ჯვარის პატრონი ცუდი ადამიანი იყო, თავი მოიკლა ან მოკვდა ძალადობრივი სიკვდილით, მაშინ ასეთ ჯვარს უმჯობესია დაემშვიდობოთ _ მიიტანოთ ეკლესიაში, მისცეთ ღატაკს ან გადაადნოთ სხვა ნივთისთვის.







შეიძლება თუ არა ატაროთ გარდაცვლილი ნათესავის ჯვარი?




image


– თუ ადამიანმა ღირსეულად განვლო თავისი ცხოვრება, მაშინ შესაძლებელია ეკლესიის მსახურს დაეკითხოთ, შეუძლიათ თუ არა მის ნათესავებს ატარონ გარდაცვლილის გულსაკიდი ჯვარი. შესაძლოა მღვდელმსახულმა ჯვრის კურთხევის რიტუალის ჩატარება შემოგთავაზოთ.



– ასევეა შესაძლებელი დამოუკიდებლად, სახლში ჩადოთ ნაკურთხ წყალში ეს ჯვარი რამოდენიმე დღით ან თვითაც კი.







შეიძლება თუ არა გარდაცვილი ნათესავის საათის ტარება?




image



– საათი- ეს საკმაოდ პირადული ნივთია და შეუძლია დიდი დროის განმავლობაში შეინახოს თავისი პატრონის კვალი



– თუ გარდაცვლილი ადამიანი ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და თავის ნათესავებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაშინ მისი საათის ტარებით არაფერი დაშავდება.



– თუ გარდაცვლილი ადამიანი უღირსი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და და ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ახლობლებთან, მაშინ მისი საათის თავიდან მოშორება სჯობს.


– ნებისმიერ შემთხვევაში, გაიკეთებთ რა ხელზე ამ საათს, თავად იგრძნობთ, გსურთ მისი ტარება თუ არა.





შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის სამკაულების ტარება?



image



– ძვირფას ლითონებს და ქვებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. მათ აქვთ უნარი დაიმახსოვრონ თავისი პირველი პატრონი არა მხოლოდ წლების, არამედ ათწლეულების მანძილზეც კი.




– თუ ნათესავებს სამკაულები დარჩათ კეთილმოსურნე გარდაცვლილი ახლობლისგან, მაშინ მათი ტარებისას უბედურება არ მოხდება. ზოგიერთი ქვა, ისეთი მაგალითად როგორიც არის ოპალი, ძალიან სრაფად ადაპტირდება ახალ ენერგეტიკაზე და ივიწყებს წინა პატრონს.




– და თუ აწ გარდაცვლილი მისდევდა ჯადოქრობას ან სხვა მაგიას ამ სამკაულის დახმარებით, მაშინ მისი მოშორება სჯობია. განაგრძო ნათესავის საქმიანობა, დაუკავშირდე მაგიის სამყაროს, სასურველია მხოლოდ იმ მემკვიდრეთათვის, რომლებსაც გარდაცვლილმა მანამდე გაუზიარა თავისი ცოდნა და საიდუმლოებები.






რა ვუყოთ გარდაცვლილის ოქროს, შეიძლება თუ არა მისი ტარება?




image



–რაც შეეხება ოქროს, ის შეიძლება გაიგივებული იქნას სამკაულებთან.







რა ვუყოთ გარდაცვლილი ნათესავის ხატებს?


image



– ხატი ითვლება საგვარეულო ფასეულობად _ ძველ დროში ხანძრის დროს სახლიდან პირველ რიგში ხატები გამოჰქონდათ.




– გარდაცვლილი ნათესავის ხატები უმჯობესია წამოიღოთ და თქვენს ხატებთან დააბრძანოთ.




რა ვუყოთ გარდაცვლილი ნათესავის ჭურჭელს?


image


– გარდაცვლილის ჭურჭელი უმჯობესია დაურიგდეს გაჭირვებულებს.



– თუ სახლში გარდაცვლილს საგვარეულო ვერცხლი ან სერვიზი აქვს, უმჯობესია ისინი გაირეცხოს, გასუფთავდეს და ისე შეინახოთ სახლში.



შეიძლება თუ არა ვისარგებლოთ გარდაცვლილი ნათესავის ტელეფონით?



image

– ტელეფონი- ეს შედარებით ახალი ნივთია ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ამის თაობაზე არც ეკლესიას, არც ბებიებს და არც ბაბუებს ერთმნიშვნელოვანი აზრი არ გააჩნიათ.



– თუ ტელეფონი ძვირადღირებულია, მაშინ შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი მოხმარება.



– თუ აპარატი უკვე მოძველებულია, მაშინ კვლავ შეგიძლიათ სიკეთე გამოიჩინოთ და ტელეფონი ღარიბს მისცეთ - დაე მათ კეთილად მოიხსენიონ ლოცვებში გარდაცვლილი ადამიანი.


– თუ ტელეფონი მიცვალებულს ჯიბეში ედო თვითმკვლელობის ან ძალადობრივი სიკვდილის დროს, მაშინ უმჯობესია ასეთი ნივთი საერთოდ არ შევინახოთ.





სტატიაში ასევე წაიკითხავთ:






– რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების სურათებს?


სად წავიღოთ გარდაცვლილი ნათესავების ძველი ფოტოსურათები?


შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავების სურათების კედელზე დაკიდება?

როგორ შევინახოთ გარდაცვლილი ნათესავების სურათები?



რა ვუყოთ გარდაცვლილის ტანსაცმელს?



რა ვქნათ, რა ვუყოთ გადაცვლილი ახლობლის ნივთებს?



შეიძლება თუ არა დაიტოვოთ და ატაროთ გარდაცვლილი ადამიანის ნივთები?

შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ნივთები მივცეთ ნათესავებს?



შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ნივთების სახლში შენახვა?



-შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის ფეხსაცმლის ჩაცმა?



–შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი?







იხილეთ ასევე:



1. ვანგას საუკეთესო რჩევები



image


2. დაფნის ფოთლები– ფულის და წარმატების მაგნიტი!

image

3.ფულის დღეები: როცა ფინანსური წარმატება თავისით მოდის თქვენთან!


image








0
662
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0