x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ბიპოლარული აშლილობა - შემთხვევის შესწავლა, სოციალური ისტორია და მკურნალობა
ბიპოლარული აშლილობების ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანია მანიისა და დიდი დეპრესიული ეპიზოდების მონაცვლეობის ტენდენცია, როდესაც გუნება-განწყობილება დაუსრულებლად ირხევა აღფრთოვანების პიკიდან ღრმა სასოწარკვეთამდე. ამ მახასიათებლის მიღმა ბიპოლარული აშლილობა ბევრი რამით ჰგავს დეპრესიულ აშლილობებს. მაგალითად, მანიის ეპიზოდი ერთხელ ან რამდენჯერმე შეიძლება განვითარდეს.
წინამდებარე ინფორმაცია შეეხება ჯორჯ ლოვლერს, 35 წლის მამაკცს, რომელიც სწორედ ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა.



image


იმ დროისთვის, როდესაც ჯორჯ ლოვლერი საავადმყოფოში მიიყვანეს, ის ძალიან სწრაფად საუბრობდა. იგი სიტყვით მიმართავდა სხვა პაციენტებსა და მათ მეურვეებს (მედდებს) და საჯაროდ აცხადებდა, რომ სპრინტში აშშ-ის ოლიმპიური გუნდის მწვრთნელი იყო. ჯორჯი საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს სთავაზობდა, რომ იქნებოდა მათი მწვრთნელიც და ავარჯიშებდა მათ ამ მიმართულებით. მისი მოძრაობები ძალიან სწრაფი და ცვალებადი იყო. იგი დადიოდა საავადმყოფოს დერეფნებში და დეტალურად შეისწავლიდა თითოეულ პალატას. მისთვის დამახასიათებელი იყო უეცარი გააფთრება, სულ მცირე პროვოკაციაზეც კი საშინლად ბრაზდებოდა. როდესაც ერთ-ერთმა მომვლელმა მისი შესასვლელი მედდების განყოფილებისაგან გადაკეტა, ჯორჯი მას დაემუქრა რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან უჩივლებდა. მას 3 ღამის განმავლობაში არ ეძინა. მისი სახე დაფარული იყო დიდი ხნის გაუპარსავი წვერით, თმები კი აბურდული ჰქონდა. თვალები ჩაცვენილი და ჩასისხლიანებული ჰქონდა, თუმცა მათში ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა აღტაცების ძლიერ გრძნობა.
ჯორჯის ცხოვრების ბოლო ორი კვირა დრამატული ცვლილებებით ხასიათდებოდა. ის იყო დაოჯახებული, ჰყავდა 2 პატარა შვილი და მუშაობდა ბავშვთა კოლეჯში ფიზკულტურის მასწავლებლად, იყო როგორც ბიჭების, ისე გოგონების მორბენალთა გუნდების მწვრთნელი.
ბოლო პერიოდში ჯორჯის ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემები არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იგი გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გამოვლინდა კოლეჯში სწავლის დროს, თუმცა ამ შემთხვევისთვის ტრიგერს (აღმძვრელს) არ წარმოადგენდა რომელიმე ცალკეული შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჯორჯი უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში თავდაცვაში თამაშობდა. აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით კარგი შედეგები ჰქონდა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვა სტუდენტებშიც. მაგრამ, გაზაფხულის სემესტრის მიმდინარეობისას ჯორჯმა აღმოაჩინა, რომ იგი ყველაფრის მიმართ კარგავდა ინტერესს. იგი ვეღარ ერთობოდა მეგობრებთან ერთად. მისი მეგობრებიც აღნიშნავდნენ, რომ იგი ყოველთვის დეპრესიულად გამოიყურებოდა. იგი თავს არიდებდა შეყვარებულსაც. თავისი დროის უმეტეს ნაწილს ბინაში ატარებდა და ტელევიზორს უყურებდა, თუმცა არასდროს აკვირდებოდა რა გადიოდა, რადგან კონცენტრაციის უნარი მნიშნველოვნად დაქვეითებული ჰქონდა. ჯორჯმა უარი განაცხადა ფეხბურთის თამაშზეც და დაიწყო საგაზაფხულო ვარჯიშების გაცდენა. როდესაც მწვრთნელმა სალაპარაკოდ დაიბარა ჯორჯმა უთხრა რომ მას არ ჰქონდა საკმარისი ენერგია ფეხბურთის სათამაშოდ და აღარ ადარდებდა არც გუნდი და არც მისი მომავალი სპორტში.
მსგავსი ეპიზოდი ჯორჯის ცხოვრებაში არ იყო მოტივაციის კლების უბრალო შემთხვევა. მწვრთნელმა ის დაიყოლია, რომ წასულიყო მის ფსიქიატრ მეგობართან, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვის განკუთვნილ კლინიკაში მუშაობდა. ჯორჯმა დაიწყო ანტიდეპრესანტების მიღება და ინდივიდუალურ საკონსულტაციო სესიებზ ესიარული. არა უგვიანეს რამდენიმე კვირისა, იგი დაუბრუნდა ფუნქციონირების ნორმალურ დონეს და არაადეკვატური ქცევები შეწყვიტა.
დეპრესიული ეპიზოდის გარდა ჯორჯი ასევე განიცდიდა უსაზღვრო ამბიციისა და ენერგიის მოზღვავების პერიოდებს. როგორც სტუდენტი სემესტრის ბოლოს ის ჩვეულებრივ რამდენიმე დღეს ატარებდა გამოცდებისთვის მასალის დაზეპირებაში. მაშინ როცა მისი მეგობრების უმრავლესობა ამფეტამინს იღებდა, რათა ფხიზლად ყოფილიყვნენ, ჯორჯი ულევ შინაგან ენერეგიას ავლენდა. რეტროქსპექტულად, ეს პერიოდები ჰიპომანიაკალურ ეპიზოდებად იქნა მიჩნეული. ეს არის ენერგიის მოზღვავების პერიოდები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ კვალიფიცირდება ჭეშარიტ მანიაკალურ ეპიზოდად. იმ დროისთვის ეს ეპიზოდები ასე თუ ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. ძილის ნაკლები საჭიროება და ამბიციური მიზნები უნივერსიტეტის კონკურენტულ გარემოში ნამდვილად არ აღიქმებოდა პათოლოგიურ მოვლენებად. სინამდვილეში ეს ქცევები საკმაოდ პროდუქტული და ადაპტური იყო.



image




დეპრესიის ბოლო 2 ეპიზოდი თავისი სიმპტომებით პირველი ეპიზოდის მსგავსი იყო. სულ ბოლო შემთხვევა მის ჰოსპიტალიზაციამდე 8 თვით ადრე მოხდა. ეს იყო სექტემბრის თვეში, შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. ჯორჯი მთელი ზაფხულის განმავლობაში ღელავდა თავის სამსახურსა და გუნდზე. ყველაფერი რაც სამსახურს ეხებოდა გახდა მუდმივი და შრომატევადი. სამსახურზე და მის გუნდზე ფიქრი ენერგიისგან ცლიდა ჯორჯს. მას ჰქონდა ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ის შუა ღამით დგებოდა ხოლმე უმიზეზოდ. მუდმივად დაღლილად გრძნობდა თავს. როგორც ჯორჯის ცოლი და შვილები აღნიშნავდნენ მას თითქოს მსუბუქი შიშის გრძნობა ჰქონდა რაღაცის მიმართ და ყოველთვის ჩაფიქრებული ჩანდა. ყოველივე ამას ერთვოდა მცირე პრობლემები ჯორჯის ცხოვრებაში, რომელთაც სავსებით არ ექნებოდათ "დამანგრეველი ეფექტი" ჯორჯს რომ ეს მოვლენები კატასტროფად არ აღექვა. მისი მდგომარეობა მკვეთრად იცვლებოდა ძლიერი დაძაბულობიდან და მღელვარებიდან დეპრესიამდე. იგი უფრო და უფრო ლეთარგიული ხდებოდა მანამ, სანამ თითქმის მთლიანად ურეაქციო არ გახდა. (ლეთარგია - ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და ა.შ; შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს). ჯორჯის მეტყველება შენელებული იყო და როდესაც ერთ ან ორზე მეტ სიტყვას იტყოდა იგი „ყრუდ“ მონოტონურად საუბრობდა. საწოლიდან ადგომაზე უარს ამბობდა და ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთს ირჩევდა: კერძოდ ძალიან დიდხან ეძინა ან უაზროდ ჭერს აშტერდებოდა. ჯორჯი თვლიდა რომ მის ცხოვრებაში არსებული პრობლემები მთავარი გამომწვევი მიზეზი თავად იყი. იგი ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მისთვის სუიციდი იყო ერთადერთი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან. და იგი ამ გადაწყვეტილებასაც სისრულეში მოიყვანდა თუ მისი ოჯახი მარტო ყოფნის საშუალებას მისცემდა.
ჯორჯსი ცოლი, ჩერილი, დაუკავშირდა ფსიქიატრს, რომელიც ჯორჯს მისი ბოლო ეპიზოდის დროს (2 წლით ადრე) მკურნალობდა და სთხოვა ყველაფრის წესრიგში მოყვანა. ფსიქიატრმა გადაწყვიტა ჯორჯისთვის ლითიუმის კარბონატი გამოეწერა, წამალი, რომელიც გამოიყენება მანიაკალური ეპიზოდების სამკურნლოდ, მაგრამ ასევე ეფექტური ანტიდეპრესანტია ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებისთვისაც ანუ მათთვისაც, ვინც როგორც მანიაკალური ისე დეპრესიული ფაზებით ხასიათდება. ფსიქიატრის მიერ გამოწერილი ლითიუმის კარბონატი ეფექტური აღმოჩნდდა, რამდენადაც 3 კვირის შემდეგ ჯორჯი სამუშაოს დაუბრუნდა, თუმცა მას კვლავ უნდა მიეღო ლითიუმის დამხმარე დოზები, რათა შეემცირებინა გუნება-განწყობის ცვლილების სიხშირე.




აღსანიშნავია, რომ ჯორჯის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი არასდროს ყოფილა მანიაკალური ეპიზოდი. მანიის პირველი სრულფასოვანი ეპიზოდი მოულოდნელად განვითარდა მორბენალთა საგაზაფხულო სეზონის დასასრულს. საკონფერენციო შეხვედრამდე 2 დღით ადრე ჩერილმა შენიშნა, რომ ჯორჯი უცნაურად იქცეოდა. კერძოდ იგი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის. უფრო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და სპორტსმენებისგანაც უფრო მეტს ითხოვდა. როდესაც სახლში იყო გაუთავებლად საუბრობდა გუნდზე, ტრაბახობდა კიდეც მისი გუნდის ცნობადობით საკმაოდ რთულ, ჩახლართულ გეგმებს ადგენდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. ჩერილს აღელვებდა ამგვარი ცვლილებები ჯორჯის ქცევაში, მაგრამ იგი ამ ცვლილებებს იმ წნეხს მიაწერდა, რასაც ჯორჯი სამსახურში განიცდიდა და ჩერილი საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ჯორჯი თავის ნორმლაურ ცხოვრებას დაუბუნდებოდა გაზაფხულის სეზონის დამთავრებისთანავე.
თუმცა აშკარა იყო, რომ ჯორჯი კარგავდა საკუთარ ქცევაზე კონტროლის უნარს და მისი ყოველი ქცევა ხაზს უსვამდა აშლილობის დრამატულობას.
მაგალითად ერთ-ერთი საკონფერენციო შეხვედრის შემდეგ ის სახლში არ დაბრუნებულა, ოფისში დარჩა და მთელი ღამე რეგიონალური შეხვედრისთვის მზადებაში გაატარა. ჩერილი და ჯორჯის კოლეგები არწმუნებდნენ მას რომ მუშაობის ტემპი ოდნავ შეენელებინა, მაგრამ მათ რჩევებს ჯორჯი ყურად არ იღებდა.
ჯორჯის კოლეგები და ჩერილი ჯორჯის ყოველი ქმედების
შემდეგ რწმუნდებოდნენ, რომ მას დახმარება სჭირდებოდა და ერთადერთ გამოსავალს პოლიციასთან დარეკვა წარმოადგენდა. პოლიციამ ჯორჯი ფსიქიატრიულში გადაიყვანა. დაკვირვების მიზნით იგი 3 დღით დატოვეს საავადმყოფოში. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ვერ აანალიზებდა თავისი პრობლემების სიმწვავეს და უარს ამბობდა ოჯახთან და კლინიკის პერსონალთან თანამშრომლობაზე, საჭირო იყო იძულებითი ჰოსპიტალიზაციის პროცედურები. ამის ბრძანება გასცა მოსამართლემ, მას შემდეგ რაც ფსიქიატრმა სასამართლოში განაცხადა რომ ჯორჯი შეიძლებოდა საშიში ყოფილიყო როგორც საკუთარი თავისთვის ისე სხვებისთვის.

სოციალური ისტორია და ეტიოლოგია




ჯორჯის მანიის მსგავსი ქცევები (როგორიცაა მოზღვავებული ენერგია, უძილობა, გადააჭარბებული ღირსების გრძნობა და ა.შ) და ბიპოლარული აშლილობის დამადასტურებელი ოჯახურუ წარსული (ბიძამის რალფს ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა) საკმაოდ კონსისტენტური იყო ჯორჯისთვის ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის დასასმელად.
ჯორჯის ბიძას (დედის ძმა) ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ამ მხრივ. იგი ჯორჯის დედაზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და მთავარი ინციდენტებს ადგილი ჰქონდა მანამ, სანამ ჯორჯი დაიბადებოდა. აქედან გამომდინარე ჯორჯისთვის ბევრი დეტალი გაურკვეველი იყო, თუმცა როგორც მას უებნებოდნენ ბიძა ორჯერ იყო ჰოსპიტალიზებული უმართავი, თავაწყვეტილი, თავშეუკავებელი ქცევების გამო. როგორც საავადმყოფოს ჩანაწერების ანალიზმა დაადასტურა ეს იყო მანიის მსგავსი ეპიზოდები. ჯორჯის ბიძას ასევე „მწვავე შიზოფრენიული რეაქციების“ დიაგნოზი დაუდგინეს. თანამედროვე დიაგნოსტიკური კრიტერიუმი რასაკვირველია მოითხოვს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზსს.
ის ფაქტი, რომ ჯორჯის ბიძას ჰქონდა მანიაკალური ეპიზოდები, კონსისტენტურია იმ ინფორმაციისა, რასაც ლიტერატურაში ვხვდებით გუნება-განწყობილების დარღვევებში გენეტიკური ფაქტორის შესახებ. მართალია გენეტიკური ფაქტორები ბიპოლარული დარღვევის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა აშლილობის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ ამ ფაქტორებს ვერ მივაწერთ. პიროვნების ცხოვრების განმავლობაში მირებული სხვადასხვა გამოცდილება ასევე გავლენას ახდენს როგორც ფსიქოზური სიმპტომების გამოვლენაზე, ისე დაავადების შემდგომ განვითარებაზე (Miklowitz & Johnson, 2009). დიათეზისის სტრესული მოდელის მიხედვით ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები მემკვიდრეობით იღებენ დაავადების მიმართ მიდრეკილ გაურკვეველ ფორმებს, რომელთა შემდეგი გამოვლენა შესაბამის გარემო-პირობებზეა დამოკიდებული. სტრესული მოველნები ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს აშლილობის გჩამოყალიბებაში(Cohen, Hammen, Henry, & Daley, 2004).
ჯორჯის შემთხვევაში, გონივრული იქნება, თუ მივიჩნევთ, რომ მარალკონკურენტული გარემო, რომელიც ასოცირდებოდა კოლეჯის მწვრთნელთან, ერთგვარი ტრიგერის როლს თამაშობდა მანიაკალური სიმპტომების თუ დეპრესიული ეპიზოდების წარმოქმნაში.

დეპრესიული და მანიაკალური ეპიზოდების მონაცვლეობით გამოწვეულმა პრობლემებმა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაც არია. ცოლქმრული პრობლემები შესაძლოა არც ყოფილიყო გამოწვეული გუნება-განწყობის აშლილობის სიმპტომებითა, თუმცა მათ ისედაც რთული მდგომარეობა ფაქტობრივად გამოუვალი გახადეს. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების კვლევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მათ ცოლქმრულ ურთიერთობებს. კვლევები ცხადყოფს, რომ ბიპოლარული დარღვევის მქონე ადამიანები უფრო ხშირად არიან ხოლმე განქორწინებული(van der Voort, Gossens, & van der Bijl, 2007). ოჯახში არსებული ემოციური ატმოსფერო დაკავშირებულია პაციენტის სოციალურ ფუნქციონირებასთან და დაავადების განვიტარებასთან. პაციენტები, რომლებიც ცხოვრობენ სტრესულ ოჯახურ გარემოში, დაავადების განმეორების უფრო დიდი ალბატობა აქვტ, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც ინტეპერსონალურ სტრესის მარალი დონით ხასიათდებიან (Miklowitz, 2007).

მკურნალობა
image

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის ერთერთი გზა არის ლითიუმით მკურნალობა. ლითიუმის თერაპიული ეფექტები პირველად 1949 წელს აღწერა ავსტრალიელმა ფსიქიატრმა ჯონ კეიდმა. კეიდი ზღვის გოჭის შარდის მჟავის ტოქსიკურ ეფექტების შესწავლისას დაინტერესდა თუ რამდენად შეეძლო ლითიუმის იონს მისი ტოქსიკურობის შემცირება. საწყის ეტაპზე ის საერთოდ არ იყო დაინტერესებული ბიჰევიორალური ეფექტებით, მაგრამ შენიშნა რომ ზღვის გოჭები, რომლბთაც ლითიუმის კარბონატი ჰქონდათ მიღებული მეტად ლეთარგიული და ინერტულები იყვნენ გამღიზიანებლის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ფხიზლად იყვნენ. ამ მოულოდნელმა არმოჩენამ კეიდი მიიყვანა ვარაუდამდე, რომ ლითიუმის კარბონატს შეიძლება ჰქონდეს ფსიქოტური პაციენტებისთვის (საოცრად აღელვებული) სასარგებლო ეფექტი. მან ეს წამალი გამოიყენა 10 მანიაკალური ეპიზოდის მქონე ადამიანთან და შედეგებს იწერდა. ქრონიკული პაციენტებიც, კი რომლეთა განკურნების იმედი არ არსებობდა ამ მეთოდის დახმარებით რამდენიმე დღეში იმედისმომცემი შედეგი მიიღეს. უფრო მეტიც, შიზოფრენიის მქონე რამდენიმე პაციენტი უფრო აჩუმი და მორჩილი გახდა. ლითიუმის მიღების შეწყვეტის შემდეგ, პაციენტები თავის ქცევის პატერნს დაუბრუნდნენ.

კვლევების შედეგად სხვა ექიმებმაც დაადგინეს ლითიუმის სასრგებლო ეფექტები. განსაკუთრებით ღირებული ამ მხირვ აღმოჩნდა ის, რომ ლითიუმი შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც დეპრესიის ისე მანიაკალური ეპიზოდის მქონე პაციენტებში. ლითიუმის ეს თვისება შეისწავლეს ორმაგად ბრმა ექსპერიმენატით.(Smith, Cornelius, Warnock, Bell, & Young, 2007).
მედიკამენტური მკურნალობის სხვა ფომებიც აშეიძლება ეფექტური იყოს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. მაგალითად: ტეგრეტოლი და დეპაკოტი, რომლებიც ხშირად ლითიუმის შემცვლელად გამოიყენება. ესა რის მნიშვნელოვანი მიგნება რადგან ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების 40% რეალურ შედეგს ვერ ღებულობს მხოლოდ ლითიუმით მკურნალობისას. ესენი არიან ისეთი ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტები, რომელთაც აქვთ დეპრესიის, მანიის ან ჰიპომანიის ეპიზოდები 12 თვის განმავლობაში.
ჯორჯმა კლინიკაში მკურნალობის მოკლე პერიოდში დადებითი შედეგი მიიღო ლითიუმით მკურნალობისას და გაწერის აშემდეგ მალევე სამსახურს დაუბრუნდა. შესაძლოა რომ ეპიზოდი ჯორჯს მედიკამენტების არარეგულარული მიღების გამო გაუმეორდა. ეს ყველა სახის ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის სერიზული პრობლემაა. ოჯახის ჩართულობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტისთვის. ასევე აუცილებელია სისხლში ლითიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ფსიქოთერაპია ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ფსიქოთერაპია პაციენტებს ეხმარება გაუმკლავდნენ სოციალურ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა თავის მხრივ ტრიგერის როლი შეასრულონ მომდევნო ეპიზოდებისთვის. ეს მოიცავს ოჯახურ კონფლიქტებს და სტრესულ ცხოვრებისეულ მოვლენებას. მკურნალობა შეიძლება მიზნად ისახავდეს პიროვნების კომუნიკაციური უნარებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ინტერპერსონალური ურათიერთობების გაძლიერების მიზნით.





0
153
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0