x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83626
  • ვიდეო:334423
  • სურათი:441600
მასის ფსიქოლოგია ფროიდის მიხედვით

image
ზიგმუნდ ფროიდი მასას აღიქვამდა, როგორც ჰეტეროგენული ელემენტების დროებით გაერთიანებად. ფროიდი, გუსტავ ლე ბონის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მასის ელემენტს აქვს ძალაუფლების განცდა, რომელიც მას საშუალებას აძლევს მოიქცეს იმპულსურად და ჩაიდინოს ის, რის ჩადენასაც ვერ გაბედავდა, როგორც ცალკეული ინდივიდი. მასაში ყოფნა ინდივიდს დაცულობის შეგრძნებას უღვივებს, თუმცა ხშირად იკარგება ცნობიერი პიროვნულობის განცდა.

ფროიდი გამოარჩევს ორი ტიპის მასებს. პირველი ხანმოკლეა და დროებითი საერთო ინტერესით გამოწვეულ გაერთიანებას წარმოადგენს. მეორე უფრო ხანგრძლივი და კარგად ორგანიზებულია, ასეთ მასებს წარმოადგენს ეკლესია ან ჯარი. მიუხედავად ზოგადი განსხვავებებისა, ორივე სახის მასებში მსგავსი მენტალური პროცესები მოქმედებს.

ფროიდს მასის კავშირებიც ინსტინქტის თეორიაზე დაჰყავს და თითოეულ ინდივიდს მიაწერს სიყვარულის იმპულსებს, რომლებიც ობიექტს მოკლებულია.

ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იდენტიფიკაციას, ხშირად არაცნობიერ დონეზე განცდილ მსგავსებას მასის დანარჩენ ინდივიდებთან, რომელსაც ადგენს ეგო. ფსიქოანალიზში მასის ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა ასევე საერთო იდეალი, რომლებიც ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან იდენტიფიკაციას უმარტივებს.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0