x
კოგნიტური დისონანსი
კოგნიტური დისონანსი არის თეორია, რომლის მიხედვითაც, არათავსებადი კოგნიტური ელემენტების მიერ შექმნილი დაძაბულობა ადამიანს უბიძგებს, მოახდინოს ასეთი დაძაბულობის შემცირება. კოგნიტური დისოსნანსის თეორია სოციალური ფსიქოლოგიის სფეროს განეკუთვნება და მისი ავტორი ლეონ ფესტინჯერია(1957).მისივე განმარტებით, კოგნიტური დისონანსი კონფლიქტის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენების, გრძნობების და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შემდეგ.დისონანსს მოტივაციური ძალა აქვს.ის უსიამოვნო გრძნობის შემცირებაზე მიმართული ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს ადამიანს.დისონანსის შემცირების მოტივაცია იზრდება კოგნიტური შეუსაბამობით შექმნილი დისონანსის ზომის შესაბამისად:რაც უფრო ძლიერია დისონანსი, მით უფრო დიდია მისი შემცირების მოტივაცია.

ასობით ექსპერიმენტმა და დაკვირვებებმა აჩვენეს კოგნიტური დისონანსის ძალა, მას შეუძლია დამოკიდებულებებისა და ქცევების შეცვლა.ბიბლიური დროის ბრძენებმა იცოდნენ ეს პრინციპი.ისინი რაბინებს ავალებდნენ, რომ ადამიანებისგან არ მოეთხოვათ რწმენის დადასტურება მანამ, სანამ ისინი არ ილოცებდნენ.მხოლოდ ლოცვის შემდეგ ითხოვდნენ მათგან რწმენის აღიარებას.ძლიერი დისონანსის პირობებში მომხდარი ფაქტის შემდეგ ინდივიდი საკუთარი ქცევის გამართლების მიმართულებით მოქმედებს და თვითდარწმუნებას იწყებს.ეს ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ დამოკიდებულებების შეცვლის ერთ-ერთი გზა, პირველ რიგში, ქცევის შეცვლაა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, მეგობრის რჩევის საწინააღმდეგოდ, საყიდლად შეარჩიეთ გარკვეული ტიპის მანქანა.რატომ უნდა გაგიჩნდეთ ეჭვი თქვენი არჩევანის სისწორის თაობაზე?–მიიჩნევენ, როცა ადამიანმა იცის, რომ მისი დამოკიდებულება და ქცევა არ თანხვდება ერთმანეთ(სხვა სიტყვებით, დისონანსშია ერთმანეთთან)ანუ ქცევა არ შეესაბამება დამოკიდებულებას, ჩნდება უარყოფის, თავის არიდების მდგომარეობა და ადამიანი მის შემსუბუქებას, შემცირებას ცდილობს.დისონანსის შემცირების ტენდენცია ამ მდგომარეობის უსიამოვნების განცდით აქტივირდება.მანქანის მარკის შერჩევის შემთხვევაში, თავდაცვითი პოზიცია–ანუ თქვენი არჩევანისთვის გადაჭარბებული ღირებულების მინიჭება-საშუალებას გაძლევთ, აირიდოთ ეს უსიამოვნო განცდა და თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.(დისონანსმა შეიძლება გიბიძგოთ, რომ მეგობარზე ცუდადაც კი იფიქროთ).

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია დისონასის შემცირება:


1)შეცვალოს ქცევა და გახადოს იგი კოგნიციების შესაბამისი.

ამ შემთხვევაში დისონანსის განცდა უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რომ სახეცვლილი ქცევა დიდხანს შენარჩრუნდეს.

2)შეცვალოს კოგნიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქცევას.

მაგალითად:ადამიანი ეწევა, მაგრამ ამავდროულად იცის, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის;ჩნდება დისონანსი, რომლისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია image
3 გზით:

1.ქცევის შეცვლა, ე.ი. სიგარეტისთვის თავის დანებება.

2.კოგნიციის შეცვლა-ამ შემთხვევაში თავის დარწმუნება, რომ სიგარეტის მავნებლობათან დაკავშირებული დასკვნები გადაჭარბებულია და არ შეესაბამება სიმართლეს;

3.მოწევის მანებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ახალი ინფორმაციის იგნორირება.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მერმანიშვილი
ქეთევან მერმანიშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0