x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კომეტები - სამყაროს შორეული წარსულის ცოცხალი მოწმეები

კომეტა ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კუდიანი ვარსკვლავი პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, მეტად თავისებური, კოსმოსური სხეულია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა, ლაქისებრი, წაგრძელებული კუდის ფორმა.

image

კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცაღა ისინი ხშირად ვარსკვლავთშორისეთიდან მოგვევლინებიან ხოლმე.

კომეტა მცირე ზომის, სულ რამდენიმე კილომეტრის დიამეტრის მქონე, უსწორმასწორო ფორმის სხეულია და ძირითადად, ყინულისა და მასში ჩაყინული მტვერისა და ქვებისგან შედგება.

image

უკვე 30 წელია, რაც ნასა და ზოგიერთი სხვა კოსმოსური სააგენტოები კომეტებზე ნადირობას აწარმოებენ. ეს არ არის უბრალო შეჯიბრი კოსმოსური რეკორდებისთვის, არამედ სერიოზული კვლევითი პროგრამაა. კომეტები და ასტეროიდები – არიან შორეული წარსულის ცოცხალი მოწმეები, წარსულის, როცა ჩამოყალიბდა მზე და მისი პლანეტარული სისტემა. ამიტომ კომეტების შესწავლას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ჩვენი პლანეტარული სისტემის ბევრ საიდუმლოს.
მაგალითად, ერთ-ერთი თეორია ამტკიცებს, რომ წყალი, დედამიწაზე ჩამოვარდნილმა კომეტებმა შემოიტანეს, წყლის გარეშე კი სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა. სხვა თეორია კი თვლის, რომ თვითონ კომეტებმა შემოიტანეს დედამიწაზე “სიცოცხლის მარცვლები”.

კომეტები გამოირჩევიან პერიოდულობისა და არაპერიოდულობის თვისებებით. ზოგი მათგანი მზის მიზიდულობის ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე და რამდენიმე წელიწადში ერთხელ კვლავ ბრუნდება მზესთან და შესაბამისად, ხილული ხდება ჩვენთვის. მაგრამ ზოგიერთი კომეტა თავს აღწევს მზეს და ერთხელ გამოჩენის შემდეგ, სამუდამოდ გადის მზის მახლობელი სივრციდან.

ჰეილ-ბოპის კომეტა მიიჩნევა XX საუკუნის ყველაზე მნათ კომეტად ის შეუარაღებელი თვალით კარგად იყო ხილული, რეკორდულად, 18 თვის მანძილზე. ჰეილ-ბოპის კომეტა აღმოაჩინეს 1995 წლის 23 ივლისს, მზის დისკოსთან ახლოს. სულ ცოტა ხანში მისი სინათლე იმდენად გაიზარდა რომ ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალისათვის. 1997 წლის გაზაფხულისათვის კი მისი ნათება იმდენად გაიზარდა რომ ბევრად გადააჭარბა მთვარის ნათებას. ჰეილ-ბოპის კომეტის პერიოდულობა 2380 წელს აღწევს. მისი მომდევო დაბრუნება ნავარაუდევია 4377 წელს.

image

0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0