x
image
ლურჯი თოლია
გაიცანით მარკ ცუკერბერგის მეუღლე - პრისცილა ჩანი

პრისცილა ჩანი დაიბადა მასაჩუსეტსში 1985 წლის 24 თებერვალს. მის მშობლებს აქვთ ჩინური წარმომავლობა. მას ჰყავს ორი და. პრისცილა არის ბუდისტი.

image

2003 წელს მან დაამთავრა ქვინსის უმაღლესი სკოლა, სადაც არჩეული იქნა "კლასის გენიოსად" მისი თანაკლასელების მიერ. ამავე წელს სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა ბიოლოგიაში ბაკალავრის ხარისხით. 2008-2012 წლებში სწავლობდა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში და გახდა პედიატრი. 2015 წელს კი გაიხსნა მისი პედიატრიული რეზიდენცია.

image

ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლისას მან გაიცნო მარკ ცუკერბერგი. მეგობრობა მალევე სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. პრისცილა აქტიურად უჭერდა მხარს მარკის ინიციატივას facebook-ის შესახებ. 2011 წელს წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. 2012 წელს დაქორწინდა საიდუმლო ცერემონიალით, რომელიც საკუთარ სახლში გამართეს.

image2015 წლის 1 დეკემბერს წყვილს პირველი ქალიშვილი Maxima Chan Zuckerberg შეეძინა. ამ მოვლენით შთაგონებულმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ ფეისბუქის თავისი აქციებიდან 99% საქველმოქმედო ფონდისთვის გადაეცა, რაც 45 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ცუკერბერგის განმარტებით, ეს ფული უნდა მოხმარდეს ადამიანური პოტენციალის განვითარებასა და ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მთელ მსოფლიოში. ამიტომ შეიქმნა ორგანიზაცია "Chan Zuckerberg Initiative", რომელიც სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს.

image

პრისცილა ჩანი სულაც არაა გატაცებული გლამურული ცხოვრებით, ძვირადღირებული სამოსით და ბრილიანტებით. ის აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, რაშიც ფოკუსირებულია განათლებაზე, ჯანდაცვაზე და მეცნიერებაზე. დიდი გავლენა აქვს მეუღლის საქველმოქმედო საქმიანობაზეც. წყვილს ქველმოქმედებაში უკვე 4.6 მილიარდი აქვს დახარჯული.

image2017 წლის 28 აგვისტოს წყვილს მეორე ქალიშვილი August შეეძინათ. აჟამად Palo Alto-ში ცხოვრობენ.

1
228
6-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
228
  
2018, 4 მარტი, 22:18
ჩინელი + ებრაელი? გენიოსი ბავშვები ეყოლებათ :))
0 1 1