x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134491
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ენთუზიაზმისა და შიშის ექსპერიმენტები (პოლიტიკური ასპექტები)
image

რეკლამის გავლენის შესწავლა ადამიანებზე საკმაოდ დიდი ხანია, რაც სოციალური მეცნიერებების კვლელვის საგანია.რეკლამა თითქმის ყველა სფეროში შევიდა და ცდილობს საკუთარი როლი ითმაშოს, ზოგჯერ რაიმე პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებელი ისე ხდება ადამიანი, ვერც კი აანალიზებს, რომ სწორედ რეკლამის გავლენის გამო გააკეთა ეს.ასეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკის სფეროში რეკლამას.საარჩევნო კამპანიების წარმატებულობას ხშირად კარგი სარეკლამო რგოლი განაპირობებს.თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად შევარჩევთ რეკლამას.

კარლ ბრეიდერმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, სადაც ცდილობდნენ გაერკვიათ რამდენად დიდი მნიშვვნელობა ჰქონდა ემოციას.დადებითი ემოცია და ენთუზიაზმის გაღვივება უფრო მოქმედებდა თუ უარყოფითი ემოციები და შიშის გაღვიძება.ექსპერიმენტების ერთ ნაწილში ქმნიდნენ პოზიტიური ჩარჩოს რეკლამებს და ცდილობდნენ ენთუზიაზმის აღძვრას ამომრჩევლებში.აკვირდებოდნენ, როგორ იმოქმედებდა ის აუდიტორიაზე.აღმოჩნდა, რომ დადებითი ჩარჩო უბიძგებდა ამომრჩეველს მოცემული პარტიის მიმართ პოზიტიურად განწყობილიყვნენ, თუმცა საბოლოო ქცევის განხორციელებამდე ვერ მიჰყავს ამომრჩეველი, მაგრამ პოზიტიურ ჩარჩოს დამატებული ენთუზიაზმის რეპლიკები, უკვე გავდივართ ქცევაზე.ასევე დადასტურდა, რომ ენთუზიაზმის გამოყენებით ვიღებთ შედარებით ხანგრძლივ შედეგებს.

რაც შეეხება შიშის ექსპერიმენტებს, ამ შემთხვევაში რეკლამებში უარყოფითი ჩარჩოა გამოყენებული, რაც დააფიქრებს მაყურებელს და ინტერესს იწვევს მათში.თუმცა ეს იგივე სიძლიერით და დროში გამძლეობით არ გამოირჩევა.ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აუდიტორიის განწყობები და იმის მიხედვით შევთავაზოთ რეკლამაც.ბევრმა უარყოფითმა ფაქტორებმა პირიქით, შეიძლება ისე დააფრთხოს ამომრჩეველი რომ უბიძგოს სხვა პარტიით დაინტერესებაზე.შიშმა შეიძლება გამოიწვიოს კონსტრუქციული ქმედება ან საერთოდ არ იმოქმედოს.შიშის შექმნამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის მოძიების სურვილის გაჩენა.კამპანიის რეკლამებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ამომრჩევლების დამოკიდებულებაზე, უარყოფითი შეტყობინებებით, მუსიკით, სურათებით, შემაშფოთებელი რეპლიკაციებით და შფოთვის დანერგვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვს.შიში არის ემოცია და მან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც უარყოფა რაიმის ასევე დათანხმებაც.


ეს კვლევევბი იყენებენ ექსპერიმენტებს ემოციის გავლენის შესამოწმებლად პოლიტიკურ რეკლამებში.შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე რეკომენდაცია:თუ გვინდა გრძელვადიანი შედეგის მიღწევა(სარეკლამო კამპანია წლებზე გაწერილი)ვიყენებთ პოზიტიურ ჩარჩოს.პოზიტიურ ჩარჩოს დამატებული ენთუზიაზმი გავდივართ მაღალ ქცევით ჩართულობაზე.მოკლევადიანი თუმცა საკმაოდ ეფექტური შეიძლება გამოდგეს ნეგატიური რეკლამები.ზოგ შემთხვევაში გვხვდება შერეული ჩარჩოს რეკლამები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომელი ემოცია წამოვა წინა პლანზე. კ.ბრეიდერი ასკვნის ასევე, რომ, არაა საკმარისი მხოლოდ ერთი რეკლამა, ან მხოლოდ ერთი ჩარჩო მნიშვნელოვანია მთელი კამპანია.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მერმანიშვილი
ქეთევან მერმანიშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0