x
ცხოვრება ყოველგვარი წყენის გარეშე - უბრალოდ გათავისუფლდი ნეგატივისგან!
image



წყენა არასოდეს მოგიტანთ კარგს, ის ყოველთვის ზედმეტია, შესაბამისად დამთრგუნველი და არასოდეს გაძლევთ ბედნიერების საშუალებას. ამიტომ უბრალოდ უნდა ვეცადოთ ჩვენ გარშემო ადამიანები ისეთებად მივიღოთ, როგორებიც არიან, არ ვეცადოთ შეცვლა. ერთადერთი ადამიანი, რომლის შეცვლის უფლება გვაქვს ეს საკუთარი თავია.



ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია ვისწავლოთ პატარა ბავშვისგან. მათ მცირედიც ისე ძლიერ აბედნიერებთ. არ შეუძლიათ დიდი ხანი გაბრაზება და გაბუტვა, ყველას ექცევიან ისე როგორც იმსახურებენ, გრძნობენ ადამიანის აურას, ყოველთვის გულწრფელები არიან, ვერ იტევენ ბოღმას და ამიტომ იმსახურებენ კიდეც სიყვარულს, ძლიერ სიყვარულს.

ყველა ისე იქცევა, როგორი შეგნებაც აქვს, ყოველ მის ქცევაში ავლენს საკუთარ შინაგან სამყაროს და დამოკიდებულებას თქვენს ან გარემოს მიმართ. არავინ არაა ვალდებული იყოს თქვენთვის მოსაწონი, ყოველი მათგანი ინდივიდუალურია. არავინაა ვალდებული იყოს სამართლიანი ან გამოავლინოს სხვა დადებითი თვისებები. უბრალოდ აღიქვით მოვლენები და ადამიანები რეალურად და ნუ შეიქმნით ილუზიას. შედეგად იმედგაცრუებას აიცილებთ თავიდან. არაუშავს თუ ადამიანი, რომელსაც საუკეთესო მეგობრად აღიქვავდით უცებ გაცივდება და გაუცხოვდება, განაწყენებასაც არ აქვს აზრი. ასე მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. შემდეგ მთელი ცხვოვრება ამაზე დარდი მოგიწევთ. უბრალოდ გაუშვით ის ადამიანი თქვენგან და პრობლემა მოგვარდება. მოექეცით ადამიანებს თბილად, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დისტანცია კარგი რამეა. აპატიეთ თუ რაიმე გაწყენინათ, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ის თუ რა შეიძლება თქვენ დაგიშაოთ. ნუ უსაყვედურებთ. არც მაგას აქვს აზრი, ჩათვალეთ, რომ ის რაც მოხდა სავსებით ნორმალური მოვლენაა და ეს ესეც უნდა მომხდარიყო. არ დაიტვირთოთ ფიქრები ნეგატივზე, გაანთავისუფლე გონება ბოღმისგან, ბრაზისგან და იცხოვრე პოზიტიურ ტალღაზე.


ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეა და არ ღირს წვრილმანებზე დარდი!!

0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გოგიშვილი
თამარ გოგიშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0