x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
უცხო ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ერთობა გაჭირვებულთა დასახმარებლად

შვეიცარიაში მცხოვრები ქართელის, გიორგი ჯანაშვილის თაოსნობით შეიქმნა უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ფეისბუქის გვერდის ერთობა. ამ ჯგუფის მიზანია საქართელოში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, მშიერი ბავშვების დახმარება.

როგორც ფეისბუქის გვერდის"'ემიგრანტების ერთობის"დამფუძნებელი, გიორგი ჯანაშვილი აღნიშნავს:-"ამ ჯგუფის წვრები არიან ემიგრანტები საბერძნეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიდაან, ესპანეთიდან, რუსეთიდან

სამი კვირაა რაც შეიქმნა ჩვენი ჯგუფი და უკვე შევძელით დავხმარებოდით 10(ათი) უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საქართელოში.ჩვენი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, ყოველი თვის ბოლოს დავდებთ შემოწირულობების შემოსავალ-გასავალის ანგარიშს.გარდა ამისა ჩვენ ყოველ შაბათს ვაკეთებთ ლაივში შვეიცარიელი ემიგრანტებისგან მოწვდილი ნივთების, ნახატების ლაივით აუქციონ-გაყიდვას და ეს თანხაც ხმარდება გაჭირვებულებს.მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყოველ ემიგრანტს, image
ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმიანობაში."

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0