x
image
natia.a
ხერხი, რომელსაც ჟურნალისტები ხალხის მოსატყუებლად იყენებენ - გაითვალისწინეთ!
image

ჩვენს დროში საინფორმაციო საშუალებების მიერ გამუდმებით ხდება ე.წ. ფეიკი სიახლეების გაშუქება. ამ მოვლენისთვის დღეს უკვე სპეცალური ტერმინიც კი არსებობს - პოსტსიმართლე (post-truth), რომელიც ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, გასული წლის სიმბოლოდ იქცა. ზღვარი სიმართლესა და გამონაგონს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში და სულ უფრო ძბელი ხდება ჟურნალისტების მხრივ პროპაგანდისა და მანიპულაციებისგან თავის დაღწევა. სწორედ ამისთვის, კარგი იქნება, თუ გავეცნოით საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულაციის იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც მუშაობს აღნიშნული სისტემა.


1. სუბიექტური შეფასება

image

image



სტატისტიკა და გამოკითხვები ზოგადად ძალიან ძლიერი არგუმენტია, ამიტომ ჟურნალისტებსაც უყვართ მათი დამოწმება. უფრო მეტიც, თავადაც ატარებენ გამოკითხვას და ამის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს. თუმცა სოციოლოგების აზრით, ამგვარი გამოკითხვებიდან მიღებული დასკვნები არ არის სარწმუნო და აი, რატომ:

image

  • ჟურნალისტები არ იყენებენ შერჩევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც დამოკიდებულია მათემატიკურ კანონებზე და გააჩნია რთული გამოთვლის ფორმულა. შერჩევის შედგენაზე სოციოლოგები დიდ დროს ხარჯავენ, ჟურნალისტები კი ამას საერთოდ არ ითვალისწინებენ და ეკითხებიან განურჩევლად ყველას.
  • არასწორად ახდენენ შეკითხვის ფორმულირებას. იმისათვის, რომ გამოკითხვის შედეგები ობიექტურად ჩაითვალოს, საჭიროა მაქსიმალური მიკერძოების გარეშე მოხდეს კითხვის ჩამოყალიბება და სავარაუდო პასუხების ფორმულირება. ჟურნალისტები კი ხშირად იყენებენ ემოციურ ფორმულირებებს და არ ითვალისწინებენ აზრთა სხვადასხვაობის მთელ პალიტრას, რითაც ზღუდავენ გამოკითხულთა პასუხებს ან უბიძგებენ მათ გარკვეული პასუხისკენ.
  • არ იცავენ ანონიმურობას. ადამიანები ხშირად ცდილობენ დამალონ საკუთარი აზრი იმ შემთხვევაში, თუ იგი განსხვავდება უმრავლეობის აზრისგან და პირიქით, განსაკუთრებით აფიშირება მოახდინონ და გააზვიადონ კიდეც მოსაზრება, თუ იგი უმრავლესობის აზრს ემთხვევა. აღნიშნული ეფექტი დაწვრილებით აღწერა გერმანელმა პოლიტოლოგმა ელიზაბეტ ნოელ-ნოიმანმა და მას "დუმილის სპირალი" უწოდა.

3. კონტექსტიდან ამოგლეჯა

image

ცნობილი ადამიანები ინტერვიუს შემდეგ ხშირად უკმაყოფილო რჩებიან საუბრის შედეგით. მიზეზია ის, რომ ჟურნალისტი გადმოსცემს არა საუბრის ძირითად აზრს, არამედ ცალკეულ რეპლიკებს და აძლევს მათ ახალ მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, რომ ყვებით, როგორ შეგიყვარდათ სკოლაში სწავლისას ფეხბურთელი. ჟურნალისტმა კი ამ ინფორმაციის დაწერისას საერთოდ არ ახსენა სკოლა. ამის გამო სხვებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ დღეს ხართ შეყვარებული. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იქმნება ჭორები.

ამ ხერხს ჟურნალისტები ხშირად იყენებენ არგუმენტაციისთვის: იღებენ ავტორიტეტული პიროვნების ცალკეულ ფრაზებს და ახდენენ მათ ინტერპრეტაციას თავის სასარგებლოდ. ადამიანები იჯერებენ ამ ყველაფერს, რადგან სჯერათ ექსპერტებისა თუ ცნობილი ადამიანების აზრის და, რაღა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს იმის შემოწმებას, ზუსტად რა კონტექსტში მოხდა აღნიშნული ფრაზის წარმოთქმა და რა აზრი იდო მასში თავდაპირველად.


4. იარლიყების მიკვრა

image

ამერიკელი ჟურნალისტი უოლტერ ლიპმანი თავის ნაშრომში, სახელწოდებით "საზოგადოებრივი აზრი", წერდა, რომ სტერეოტიპი არის ჩვენი ფსიქიკის დამცავი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ინფორმაციული გადატვირთვა. ეს არის სურვილი იმისა, რომ კონკრეტული მოვლენა ჩავსვათ მარტივ და კარგად ნაცნობ სქემებში, რათა უფრო მარტივად მოვახდინოთ ახალი ინფორმაციის გაგება. მაგრამ ამგვარი სტერეოტიპები ხელს უშლის ადამიანს ჯანსაღ აზროვნებაში და ზღუდავს გარემომცველ რეალობაზე შეხედულებებს.


5. ფილტრაცია


image

მედიიისა და კომუნიკაციის თეორეტიკოსი, მარშალ მაკლუენი ამბობს: "1 მკვდარი ბრიტანელი უდრის 5 მკვდარ ფრანგს, 20 მკვდარ ეგვიპტელს, 500 მკვდარ ინდოელს და 1000 მკვდარ ჩინელს". საკმაოდ ცინიკურად ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ სიმართლეა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იშვიათად ყვებიან მესამე სამყაროს ტრაგედიებზე. სამაგიეროდ, თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, უბედური შემთხვევის გამო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეს შემთხვევა მთელ პრესას მოიცავს. ჟურნალისთა ძალისხმევის შედეგად მთელი მსოფილიო შეიტყობს ამ ფაქტის შესახებ და საერთო ტრაგედიად მიიღებს.

6. გულახდილი გამონაგონები

image

სიახლის სინამდვილეში ეჭვის შეტანა უკვე ისეთი სათაურების შემთხვევაშიც შეიძლება, როგორიცაა: "წყაროები გვამცნობენ" ან "მეცნიერები გვირჩევენ". თუ არ არის მითითებული კონკრეტული ავტორი ან სარწმუნო წყარო, ესე იგი, დიდი ალბათობაა, რომ არგუმენტები გამოგონილია.


ეს ყველაფერი, ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო საშუალებებს ბოიკოტი მოვუწყოთ და საერთოდ არაფერი დავიჯეროთ. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რამდენად აუცილებელია ჯანსაღი და კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება, ფაქტების შემოწმება და ემოციების კონტროლი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 შოკისმომგვრელი ფაქტი იმაზე, თუ როგორ გვატყუებენ სუპერმარკეტებში - გაითვალისწინეთ!image


2. როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე: 10 ფსიქოლოგიური ხერხიimage

3. "დედიკო, ნუთუ ვერ ხედავ როგორი ლამაზი ხარ?" - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!image


4."აქლემები მოდიან!" - სარეკლამო ხერხი, რომელმაც მსოფლიო დაიპყროimage


5. რა მოსდის ევროპულ რეკლამას მუსულმანურ ქვეყნებში: შოკისმომგვრელი ცვლილებები!image

6. როგორ ამზადებენ სინამდვილეში ბურგერებს რეკლამისთვის - აი, ასე ვტყუვდებით!image


7. 5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც Facebook-ით სარგებლობისას ვუშვებთ - ფრთხილად!image


1
801
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
801
  
0 1 1