x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ გავთავისუფლდეთ წელის და სახსრების ტკივილისგან უმარტივესი ვარჯიშით
image


ნებისმიერი მდგომარეობა, რომელსაც ტკივილი ახლავს, ანადგურებს ნერვულ დაბოლოებებს და ტვინის უჯრედებს. თუ ტკივილს განიცდით, აუცილებელია მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა მის მოსახსნელად: ეს ნამდვილად დიდი ზიანის მომტანია ჯანმრთელობისთვის... გაითვალისწინეთ, როდესაც ნებისმიერი სახის ტკივილი გაწუხებთ წელსა და სახსრებში, ძალიან ეფექტური და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი გამოსავალი ვარჯიშია!


როგორ გავთავისუფლდეთ ტკივილისგან?

ბავშვის პოზა

image

აყუჩებს ტკივილს მენჯისა და წელის არეში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას.

დადექით მუხლებზე, სჯობს, ეს იატაკზე გააკეთოთ. დაჯექით ფეხის ქუსლებზე, შემდეგ დაიხარეთ და ხელები რაც შეიძლება წინ გაჭიმეთ. ხელის გულები იატაკისკენ უნდა იყოს მიმართული. შუბლით დაეყრდენით იატაკს და ღრმად ისუნთქეთ. 1 წუთი აღნიშნულ პოზაში საკმარისია ტკივილის შესასუსტებლად.



კედელთან


image

ხსნის თავის ტკივილს, დაძაბულობას მხრებისა და კისრის მიდამოში. რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც თავბრუსხვევები აქვს.


დაწექით ზურგზე, ფეხები დააწყეთ კედელზე, ხელები კი – მუცელზე. დახუჭეთ თვალები, ისუნთქეთ თანაბრად და ეცადეთ ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. სულ რაღაც 5 წუთი ამ მდგომარეობაში მოგიხსნით დაძაბულობას, თავის ტკივილი კი უკვალოდ გაქრება!




კატა

image

გამოიყენეთ როდესაც გტკივათ წელი და ნებისმიერი სახის ტკივილი გაწუხებთ ხერხემლის მიდამოში, ხსნის დაძაბულობას კუნთებში.


დადექით ოთხზე, ხელები გაასწორეთ და იატაკს დაეყრდენით ხელის გულებით მხრების სიგანეზე. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, იატაკის პარალელურად უნდა იყოს, კისერი წინ გამოსწიეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაწიეთ ტორსი ქვემოთ, თავი კი ზემოთ ასწიეთ. ამოისუნთქეთ და ტორსი ზემოთ ასწიეთ, თავი ქვემოთ დახარეთ. იმოძრავეთ ნელა, ისუნთქეთ ღრმად. გაიმეორეთ 10-ჯერ. თუ მუხლებზე დატვირთვას იგრძნობთ, რბილი ფარდაგი დაიფინეთ.



მობრუნება და გაჭიმვა

image

ეფექტურად ეხმარება თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.


დაჯექით იატაკზე, გაიმართეთ წელში, ფეხები – პირდაპირ. მოხარეთ მარცხენა ფეხი და გადაატარეთ მარჯვენა ფეხს. მობრუნდით მარცხნივ, დაეყრდენით მარცხენა ხელს წონასწორობის შესანარჩუნებლად. ისუნთქეთ ღრმად, ამ პოზაში 30 წამი გაჩერდით. იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ფეხით.



პეპელა

image

ეფექტურია ტკივილის დროს მენჯის მიდამოში, ასევე ხსნის დაძაბულობას ფეხებსა და მუხლებში .


დაჯექით იატაკზე, წელში გაიმართეთ. ფეხის გულები შეაერთეთ. შეეცადეთ მუხლები რაც შეიძლება ქვემოთ დასწიოთ იატაკისკენ. გაჩერდით ამ პოზაში 2 წუთის მანძილზე.



ყვავილი

image

აღნიშნული ვარჯიშის გამოყენება კაგია, თუ გაწუხებთ ტკივილები წელის ქვედა ნაწილში.


დაწექით იატაკზე Т ასოს ფორმით, ფართოთ გაჭიმეთ ხელები, მოხრილი მუხლები მიიტანეთ მკერდთან. ნელი მოძრაობით მუხლები გვერდით გადახარეთ ისე, რომ მხრები იატაკიდან არ ასწიოთ. გაჩერდით ამ პოზაში 2 წუთი, შემდეგ მეორე მხარეს გადახარეთ.



ზემოთ აწევა

image

ეფექტურად ეხმარება წელის, კუჭის და თირკმელების ტკივილის დროს.


დაწექით ზურგზე, ხელები სხეულის გასწვრივ დააწყეთ. ფეხები მუხლში მოხარეთ, ფეხის გულები იატაკზე. ამოსუნთქვასთან ერთად ნელა ასწიეთ თეძო მაქსიმალურად ზემოთ ისე, რომ ბეჭები იატაკიდან არ ასწიოთ. გაიმეორთ ვარჯიში 10-ჯერ.



მოძრაობა წინ


image

ხსნის მენსტრუალურ ტკივილს, ამასთან, დაძაბულობას სახსრებში.


დაჯექით იატაკზე. მარჯვენა ფეხი გამართეთ, მარცხენა კი მუხლში მოხარეთ და ფეხის გულით მარჯვენა ფეხთან მიატყუპეთ. შემდეგ ნელ-ნელა წინ დაიხარეთ, რამდენადაც შეძლებთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი. გაიმეორეთ იგივე მარჯვენა ფეხით.



სრული მოშვება


image

ხსნის დაღლილობას ფეხებში და ტკივილს წვივებში. სასარგებლოა ამ ვარჯიშის კეთება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემდეგ.


გადააჯვარედინეთ ფეხები, დაიხარეთ წინ ნელა და ხელებით იატაკს შეეხეთ. მოხარეთ მარცხენა მუხლი, მარჯვენა ამ დროს გამართული უნდა იყოს. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.


თქვენი სხეული – დამჯერი ინსტრუმენტია, მას მყისიერი რეაქცია ექნება თქვენს ძალისხმევაზე! სანამ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს მიიღებთ ან სპეციალურ მაზს გამოიყენებთ, გააკეთეთ ეს უმარტივესი ვარჯიშები. მის ეფექტურობაში მალევე დარწმუნდებით.


ასევე დაგაინტერესებთ:


გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ცელულიტისგან? მაშინ შეასრულეთ ეს 5 უმარტივესი ვარჯიში


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ თითებს ასეთ მდგომარეობაში დაიკავებთ


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


ჩინური მედიცინის სასწაული – გაიუმჯობესეთ თირკმელების, ღვიძლისა და სახსრების მდგომარეობა


2
3301
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3301
  
2018, 13 აპრილი, 23:30
საჭირო სტატიაა, თუ სქოლიოზი გაწუხებს და ისედაც :)
2018, 11 აპრილი, 13:30
საინტერესოც და სასარგებლოც–რესპექტი
0 1 2