x
image
კატო ემხვარი
"ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვება
დღეს საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა საშინაო მატჩში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრები 13 ქულის სხვაობით დაამარცხეს. საბოლოო ანგარიში 23:10 დაფიქსირდა.


image

"გუშინ ვამბობდით და დღეს ყველანი დავრწმუნდით, რომ ამჟამად ესპანეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მოთმინება კარგად გამოვიყენეთ, შევქმენით შესაძლებლობებიც, რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. ვმუშაობთ და გვსურს, რომ უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ, მაგრამ ამას დრო ჭირდება. შესრულებაში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, თუმცა ეს მეტოქის კარგ თამაშზეც მეტყველებს და სწორედ მათ არ მოგვცეს ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა." - განაცხადა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.


კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემაც:


"ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯარიმები კარში დაგვერტყა, დავწინაურებულიყავით ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში და მერე გვეთამაშა ლელოზე. მეტოქემ კარგი დაცვა ითამაშა, სწრაფად წევდა ხაზს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ მეტოქის ადვილად, დიდი სხვაობით დამარცხებას, მაგრამ ახლა ეს ის გუნდი აღარაა. გვქონდა თამაშის აჩქარების მცდელობები, რაღაც მომენტებში ეს გამოგვდიოდა, თუმცა იყო შეცდომებიც."


image


"ბორჯღალოსნები" მომავალ შეხვედრას 10 მარტს, კრასნოდარში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.



ვუსურვოთ მათ წარმატებები და გამარჯვება!

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0