x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
როგორ დავწვათ კალორიები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე (არც დიეტა, არც ვარჯიში)

ნებისმიერი აქტივობა, ფიზიკური თუ გონებრივი, ზედმეტი კალორიების დაწვაში გვეხმარება და მნიშვნელობა არა აქვს, სავარჯიშოდ ფიტნეს ცენტრში დადიხართ, იოგით ხართ დაკავებული, თუ დივანზე ხართ წამოწოლილი, წიგნით ხელში. მათთვის, ვისაც წონაში დაკლება უნდათ, მაგრამ არ უყვართ ფიზიკური ვარჯიში და დიეტასაც ვერ იცავენ, არსებობს ზედმეტი კალორიების დაწვის ალტერნატიული საშუალებები:


image


სადილის მომზადება: მინუს 100 კკალ


როგორც გაირკვა, სადილის მომზადებისას, ორგანიზმს, დაახლოებით, 100 კკალ-ის დაწვა შეუძლია, თუ გაზქურასთან დგომისას, ან ბოსტნეულის დაჭრის დროს, სხეულის წონას, მონაცვლეობით, ერთი ფეხიდან მეორეზე გადაიტანთ და ფეხის მონაცვლეობასთან სინქრონში, შეეცდებთ მუცლის კუნთების შეკუმშვას და მოდუნებას (ერთ ფეხზე წონის გადატანისას, მუცელი შეკუმშეთ, როდესაც მუცლის კუნთებს მოადუნებთ, – წონა მეორე ფეხსე გადაიტანეთ. და კიდევ, ცალ ფეხზე დგომა საჭირო არ არის – ორივე ფეხზე იდექით, მაგრამ საყრდენად, ერთი ფეხი გამოიყენეთ).



სამოსის რამდენჯერმე ჩაცმა–გახდა (შოპინგი): მინუს 100 კკალ


თუ მაღაზიებში სიარული და სამოსის მიზომება გიყვართ, უნდა იცოდეთ, რომ 40-წუთიანი აქტიური შოპინგი, ზედმეტი 100 კკალ დაწვაში გეხმარებათ. ამის გაკეთება მხოლოდ სავაჭრო ცენტრში კი არა, სახლშიც თავისუფლად შეგიძლიათ.



აბაზანის მიღება: მინუს 100 კკალ


ერთი საათის მანძილზე, ცხელი (დაახლოებით, 40°С) აბაზანის მიღების შემთხვევაში, კიდევ 100 კკალ დაწვის შანსი გეძლევათ. ასე, რომ, აავსეთ წყალი, ჩაყარეთ ნებისმიერი არომატიზირებული მარილი და დატკბით პასიური გახდომით.




3 ფინჯანი მწვანე ჩაი: მინუს 100 კკალ


დღეში 3-ჯერ მწვანე ჩაი – კიდევ 100 კკალორიას მოგაცილებთ. ასეთი ეფექტი იმით მიიღწევა, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ფერმენტები ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ცხიმის დაშლას და ორგანიზმის მიერ სასარგებლო ნივთიერებების სწრაფად ათვისებას უწყობს ხელს.



წიგნის, ჟურნალ-გაზეთების კითხვა: მინუს 100 კკალ


1 საათის მანძილზე კითხვისას, ორგანიზმი 100 კკალ ენერგიას წვავს. გასახდომად, საკმარისი იქნება, საამისოდ დრო გამონახოთ და 1 სთ-ს მანძილზე, უწყვეტ რეჟიმში იკითხოთ. imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image9 პროდუქტი, რომელიც ცხიმს წვავს! ჭარბი წონის მოშორება მარტივად
თუ ჩაი გიყვართ, ეს უნდა იცოდეთ


0
600
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0