x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა III მსოფლიო ომის დაწყების მაქსიმალური ვადა დაასახელეს

კოლორადოს უნივერსიტეტში კომპიუტერში შეიტანეს ყველა მნიშვნელოვანი კომფლიქტის მონაცემი, დაწყებული XIX საუკუნიდან – დღემდე და ახალი გლობალური შეიარაღებული კომფლიქტის დაწყების პერიოდი დაადგინეს.


image


კოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორმა აარონ კლაუზეტმა შექმნა III მსოფლიო ომის დაწყების კომპიუტერული მოდელი და თავისი შრომის შედეგი, ჟურნალ «Science Advances»-ში (მეცნიერების მიღწევები) გამოაქვეყნა. მან მოდელის შესაქმნელად, ანალიზი გაუკეთა ყველა საერთაშორისო კონფლიქტს, დაწყებული 1823 წ-დან (ფრანგული ინტერვენცია ესპანეთში) – 2003 წ-მდე (ერაყის ომი) და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მაქსიმალური პერიოდი II და III მსოფლიო ომებს შორის, მხოლოდ 205 წელი შეიძლება იყოს და თუ კაცობრიობა ომის გარეშე, ამ ვადაზე მეტ ხანს გაძლებს, გამოვა, რომ მეცნიერის მიერ შექმნილი მოდელი ზუსტი არ არის.

ახდება, თუ არა, ამერილელი პროფესორის წინასწარმრტყველება, მისი ავტორი ნამდვილად ვერ გავიგებს, რადგან დასახელებული ვადის ამოწურვამდე, კიდევ 130 წელი დარჩა.

III მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით პროგნოზი, კიდევ ერთმა მეცნიერმა და ექსპერტმა, კენტუკის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა რობერტ ფარლიმაც გააკეთა. მისი აზრით, მესამე მსოფლიო ომი შესაძლებელია წელსაც დაიწყოს, რადგან სიტუაცია ჩრდ. კორეეას და აშშ-ს შორის ისე დაიძაბა, რომ მისი «უმტკივნეულოდ» განმუხტვა, ადვილი არ იქნება. როგორც ექსპერტი ამბობს, თუ აღნნიშნულ რეგიონში ომი დაიწყება, ის იაპონიას და ჩინეთსაც შეეხება. გარდა ამისა, ფარლი თვლის, რომ III მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება ტაივანზე, უკრაინაში, თურქეთში და სპარსეთის ყურეშიც არის, სადაც ბოლო პერიოდში, საკმაოდ დაძაბულია ვითარება, საუდის არაბეთსა და ირანს შორის. image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageნაკლებად ცნობილი ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან

მესამე რაიხის საიდუმლოებები

«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

ცხოვრება «მგლების ხროვაში»

1
1459
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1459
  
2018, 13 მარტი, 18:41
კომპიუტერი როგორი მძლავრიც არ უნდა იყოს, პროგნოზის გაკეთებაში ანალიტიკოსს მაინც ვერ აჯობებს. რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს მალე დაიწყება, როგორც კი თურქეთი შეეცდება საბერძნეთის მიმართულებით 12 კილომეტრიანი ზოლის დაკავებას და ასადის მთავრობა დაეცემა.
0 1 1