x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მასწავლებელი ქალი პედოფილი ფაქტზე გამოიჭირეს მისსავე სახლში, რის გამოც გრძელვადიანი სასჯელი ემუქრება

image 22-წლის მასწავლებელი ქალი ჰანტერ დეი მუშაობდა ამერიკულ სკოლაში იუკონეში, ის დაქორწინებული იყო იმავე სკოლის საფეხბურთო ნაკრების მწვრთვნელზე.
image მასწავლებელსა და არასრულწლოვან მოსწავლეს შორის ინსტენსიურმა შეხვედრებმა, საბაბით ბიჭს ესწავლა დამატებით დროში საგნები, რომლებსაც ასწავლიდა მისის დეი სკოლაში გააჩინა ეჭვი ჯერ სკოლაში მერე კი არასრულწლოვანი ბიჭის მშობლებში.
"მშობლებს გაუჩნდათ ეჭვი ნუთუ იმდენად ჩამორჩა ჩვენი შვილი გაკვეთილებს, რომ დამატებით მეცადინეობას საჭიროებსო"–იტყობინება გამოცემა New York Post.
ბიჭის მშობლებმა გადაწყვიტეს ადგილობრივ შერიფთან ერთად შეემოწმებინათ ბიჭის ტელეფონი, სადაც მისის დეის შიშველი სურათები და სასიყვარულო მიმოწერები აღმოჩნდა. ასევე აღმოაჩინეს, რომ იმავე დღეს მასწავლებელს მოსწავლე საკუთარ სახლში ჰყავდა მიწვეული.
შერიფმა გადაწყვიტა გამოეძახა დამხმარე ძალა და პედოფილი მასწავლებელი არასრულწლოვან საყვარელთან შეხვედრის პროცესში აეყვანა.
ჯგუფი, რომელიც შედგებოდა მოსწავლისაგან, მისი მშობლებისაგან და პოლიციელებისაგან მიადგა მასწავლებლის სახლს, ბიჭს უთხრეს და მან მასწავლებელს მიწერა, რომ მის სახლთან ახლოს იმყოფებოდა, მალევე მოვიდა საპასუხო შეტყობინება: "კარი როგორც ყოველთვის ღიაა და შემოდი".
მთელ სახლში განლაგებული იყო სანთლები, სასტუმრო ოთახში კი შუქი ჩამქრალი იყო და სანთლები იყო ანთებული.
თავად მასწავლებელი კი ბიჭს ელოდა მოკლე მაისურსა და მოკლე შორტებში.
"ესაა კლასიკური შემთხვევა, როცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარი ირღვევა და იმის ნაცვლად მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეს ბიძგი მისცეს კარგად სწავლისათვის, ის მას რყვნის. მასწავლებელი ვალდებულია ასწავლოს და დაიცვას ჩვენი შვილები, აქ კი საქმე გვაქვს პედოფილიასთან ".–განაცხადა მხარის შერიფმა კრის უესტმა.
ჰანტერი დააკავეს და მას შტატის კანონების შესაბამისად, გრძელვადიანი სასჯელი ემუქრება.
სასამართლომდე მისი პირობითი გამოშვებისათვის კი საჭირო გახდა 85 000$–ის შეტანა სასამართლოში, რასაც დეივის ქმარი არ აპირებს.
image




2
217
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
2018, 26 მაისი, 21:25
აშშ–ს კანონმდებლობა ყველა შტატში სხვადასხვა სასჯელის ზომით სჯის ასეთებს, ზოგან 5 წელია, ზოგან სამუდამო პატიმრობა.
ამერიკის კანონმდებლობას ჩვენ ვერ შევცვლით, ჩვენი კანონმდებლობისთვის ვერ მიგვიხედია. :)
2018, 26 მაისი, 19:42
[[ესაა კლასიკური შემთხვევა, როცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარი ირღვევა და იმის ნაცვლად მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეს ბიძგი მისცეს კარგად სწავლისათვის, ის მას რყვნის.]]

რატომ რყვნის კაცო? სტიმულს აძლევს რომ უკეთესად ისწავლოს, :D
ან კიდევ იმ მოსწავლემ კარგად ჩააბარა გამოცდა მაგის საგანში და საჩუქარიც მიიღო :D

რა პედოფილია ჩემი, დღევანდელი 14-15 წლის ბიჭები აქეთ გვასწავლიან ყველაფერს
0 1 2