x
რა არის სტიგმა

image
სტიგმა, ეს არის სოციალური კონსტრუქტი, რომელიც ფორმირდება კულტურისა და ისტორიის შესაბამისად.სტიგმა ბევრად მეტია, ვიდრე ინტერპერსონალური პროცესი, იგი განიხილება უფრო ფართო, სოციოკულტურულ კონტექსტში (მასში ერთიანდება სტერეოტიპები, ღირებულებები, იდეოლოგიები).
გოფმანმა სტიგმა აღწერა, როგორც ლაქა, ნიშანი, როემლიც განასხვავებს, “იარლიყს“ აკრავს სტიგმატიზირებულ პირს და მას ხდის ნაკლებ ღირებულად, განსხვავებით „ნორმალური“ ადამიანებისგან.

სტიგმა, როგორც ცნება, დაკავშირებულია დევიაციასა(ანომალია, ნორმიდან გადასვლა)და მარგინალიზმთან(საზოგადოებისგან გარიყვა). იგი თავისი არსით აგრეთვე ეხმიანება წინარწმენებს, მაგალითად თუ ადამიანი არის სტიგმატიზირებული, იგი ყოველთვის გახდება ნეგატიური წინარწმენების „სამიზნე“.მიუხედავად მსგავსებისა, სტიგმა მათ სინონიმად არ მოიაზრება, იგი მოიცავს თითოეული მათგანის ელემენტებს.

მკვლევრებმა მოახდინეს სტიგმის კატეგორიზება.პირველი გახლდათ გოფმანი, მანგამოყო სამი მდგომარეობა, რომელიც ყველაზე ხშირად აქცევს ადამიანს სტიგმატიზირებულად :

1. „ზიზღი სხეულის მიმართ“- მაგ. ფიზიკური დეფორმაციები; 2. „ნაკლი ინდივიდუალურ მახასიათებელში“ - მაგ.აშლილობები, დამოკიდებულებები, უმუშევრობა. 3. „გვაროვნული იდენტობა“-რასა, სქესი, რელიგია, ეროვნება.

ჯონსმა და კოლეგებმა შეიმუშავეს სხვადასხვა სტიგმის სხვადასხვა განზომილებები: 1.“დაფარულობა“(ჰომოსექსუალი/აშკარა ფიზიკური დეფექტის მქონდე ადამიანი) 2.“ნიშნის მიმდინარეობა“-სკლეროზი/აბსულუტური სიმბრმავე; 3. „დამანგრეველობა“ 4.“ესთეტიკის დონე“ 5.“წყარო“-თანდაყოლილი, შემთხვევითი, განზრახული; 6. „საშიშროება“(გადამდები დაავადება/ჭარბწონიანობა).

„აღმქმელი“(ადამიანი ვინც ახდენს სტიგმატირებას) 3 სახის რექციას ავლენს : 1.კოგნიტური-დანაშაულის მიწერა სტიგმატიზირებულ ჯგუფზე ან ადამიანზე; 2.ემოციური- ინტერაქციის პროცესში უხეშად გამოლაპარაკება; 3.ბიჰევიორალური- საჭირო სიტუაციაში დახმარების გაწევა/არ გაწევა.

სტიგმა იწვევს შფოთვას როგორც „აღმქმელში“(მაგ. მას ეშინია ნარკოდამოკიდებულის, კრიმინალის, განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლის), ასევე სტიგმატიზირებულ ადამიანში(ეუფლება დაუცველობის განცდა).

სტიგმის სამგანზომილებიანი თეორიის გადმოგვცემს განსხავვებას: 1.“აღმქმელსა“(სტიგმის წარმმართველი) და „სამიზნეს“(სტიგმატიზირებული) შორის. 2. პიროვნებასა და ჯგუფზე დაფუძნებულ იდენტობებს შორის; 3.ემოციურ, კოგნიტურსა და ბიჰევიორალურ რეაციას შორის.

სამგანზომილებიანი თეორიის დადებითი მხარეები:

1.იგი ეხმიანება სოციალური ფსიქოლოგიისთვის საინტერესო ფუნდამენტურ პროცესებს სტერეოტიპები, წინარწმენები, სტრესთან გამკლავება. 2. გვთავაზობს კვლევისთვის გამოსადეგ ბევრ ვარიაციას. 3.ხაზს უსვამს კომპლექსურ, ინტერაქციულ და დინამიურ ურთიერთობაზე სტიგმატიზირებულ ჯგუფებსა და სტიგმის მაპროვოცირებლებს შორის.

სამგანზომილებიანი თეორიის უარყოფითი მხარეები:

1.“აღმქმელ“-„სამიზნეს“ შორის სხვაობა მიგვითითებს იმაზე, რომ სტიგმა მხოლოდ ერთი-ერთი ინტერაქციის პროცესია, თუმცა ეს ინტერაქცია ბევრად მეტია და იგი დამოკიდებულია კოლექტივზე, კულტურულ-სოციალურ რეპრეზენტაციებსა და სიტუაციის ხასიათზე.

2.თეორია გამოყოფს განზომილებებს, მაშინ, როცა ეს განზომილებება არ აქვთ დისკრეტული ხასიათი, არამედ ისინი კონტინიუმებს წარმოადგენენ.

0
582
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
582