x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ველისციხის თეატრი 130 წლისაა - მსახიობებმა ქალაქ გურჯაანში "დარისპანის გასაჭირი" დადგეს
უწინ სცენის მოყვარულნი ზამთრის პერიოდში წარმოდგენებს მართავდნენ რომელიმე დიდი მემამულის შენობაში, ხოლო ზაფხულში-ღია ცის ქვეშ შემოფარგლულ რომელიმე კერძო ეზოში.

სცენის მაგივრობას სწევდა მაღლობზე გაკეთებული იატაკი, შემოფარგლული ფიცრითა და ჭილოფით. აქედან მიეცა დასაბამი ველისციხის თეატრის აღმავლობას.image


ძნელია იმ სპექტაკლების ჩამოთვლა, რომლებიც 130 წლის განმავლობაში დაიდგა. თეატრს იმდენად გამოცდილი დასი ჰყავდა, რომ დგამდა დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშებს.

“დარისპანის გასაჭირი“


"სპექტაკლი “ნიკალა“ შევარჩიეთ, ფიროსმანისადმი უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის გამო. მისი ნახატი დღესაც არის შემორჩენილი მარნის კედელზე ერთ-ერთი ველისციხელი მოსახლის ოჯახში.

ველისციხის თეატრში ამჟამად მსახიობის შტატი არ გაგვაჩნია, რადგან დაფინანსება არ არის.

დასის შევსება ხდება მხოლოდ თეატრის მოყვარული ახალგაზრდებით.

ბატონმა ლაშა გოგნიაშვილმა გაგვიწია უანგარო დახმარება, ჩვენს თეატრში განახორციელა ორი სპექტაკლი, სადაც თავის სტუდენტებთან და ჩვენს მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა.

“დარისპანის გასაჭირი“ამას გარდა ადგილობრივი ძალებითა და სკოლის მოსწავლეების დახმარებით ვდგამთ სპექტაკლებს.

წელიწადში ერთი ან ორი სპექტაკლის წარმოდგენას თუ ვახერხებთ. " -გვიზიარებს

გულისტკივილს ველისციხის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ბატონი ომარი კაკაბაძე.

“დარისპანის გასაჭირი“


"ველისციხის თეატრი მიმდინარე წლის მაისში ემზადება 130 წლის იუბილისთვის. გვჯერა და გვწამს, რომ ხელისუფლება და თანასოფლელები დაგვიდგებიან მხარში, რათა ღირსეულად ავღნიშნოთ ეს თარიღი." - ომარ კაკაბაძე



წარმატებებს ვუსურვებთ ველისციხის თეატრს, სამხატვრო ხელმძღვანელსა და მსახიობებს!



0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0