x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80873
  • ვიდეო:333173
  • სურათი:438265
რატომ ვსაუბრობთ საკუთარ თავზე?

image

ხალხს უბრალოდ უყვარს ლაპარაკი. ჩვენ ერთმანეთთან ვურთიერთობთ მთელი დრის განმავლობაში სხვადასხვა გზით: ტექსტური მესიჯები, იმეილები, სატელეფონო ზარები, პირისპირ ინტერაქციები. ენა- ეს არის ძლიერი საკომუნიკაციო იარაღი, რომელიც ქმნის სხვებთან დაკავშირეის შესაძლებლობას. ჩვენ, ადამიანები, სოციალური ქმნილებეი ვართ და საუბრის მეშვეობით, კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, ვუზიარებთ იდეებს და ვაადვილებთ ურთიერთგაგების პროცესს.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ დიალოგის ტიპები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ, საკვირველად შეთავსებადია ერთმანეთთან მიმართებაში. ჩვენი საუბრის ფორმებს ხშირად ახასიათებთ ერთი და იმავე სტილი.კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე აქტუალური თემა, რასაც ჩენ განვიხილავთ საკუთარი თავია. როგორც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია წერს:
" რატომ ხდება, რომ მსოფლიოში, რომელიც სავსეა იდეების აღმოჩენის განვითარებისა და მათზე დისკუსიის შესაძლებლობით, ადამიანები საუბრობენ საკUტარ თავებზე? პასუხი ძალიან მარტივია- ეს ჩვენ სიამოვნებას გვგვრის."

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საკუთარ თავზე საუბარი აღაგზნებს ტვინის იმ არეს, რომელიც აქტივირდება კვების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებისა და სექსუალური ურთერთიბის დროს.

ვინ საუბრობს მეტს საკუტარი თავის შესახებ და რატომ, ნაკლებად არის ცნობილი.სტერეოტიპები გვაიძულებენ ვიფიქროთ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მეტს საუბრობენ, ვიდრე მამაკაცები.ამასვე ამტკიცებს მეცნიერებაც.ერთ-ერთმა ტესტმა, რომელიც გამიზნული იყო სოციალური ინტერაქციის პატერნების საკვლევად, დაადგინა, რომ ქალები საუბრობენ ოდნავ უფრო გახშირებულად პროფესიული და სოციალური კუხით. ეს ტენდენცია დასტურდება 6 კაციან ჯგუფებში, ხოლო, როცა არეალი ფართოვდება მამაკაცების შემთხვევაში.კაცები მეტად დომინანტურები ხდებიან ამ შემთხვევაში. ასევე მეცნიერები გამოყოფენ ნარცისიზმისკენ მიდრეკილ ადამიანებს, რომლებიც ასევე გახშირებულად საუბრობენ საკუთარ თავზე სხვებთან ინტერაქციის პროცესში.


0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0