x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელმა მუსიკოსმა საკუთარი სიკვდილი ვიდეოზე გადაიღო(ვიდეო)
image

სამხრეთ კაროლინის მაცხოვრებელმა პრენტის რობინსონმა შემთხვევით გადაიღო საკუთარი სიკვდილი, ვიდეოზე დაფიქსირებულია აგრეთვე მკვლელიც.


ინციდენტი მოხდა უინგეიტის უნივერსიტეტის მახლობლად უნიონის ოლქში."ფეისბუქზე" პირდაპირი ტრანსლირების დროს მამაკაცი საუბრობდა საკუთარ გეგმებზე, იმაზე, რომ სურდა ატლანტაში საცხოვრებლად გადასვლა.


პირდაპირი ეთერის დროს ვიდეოში ჩანს, რომ რობინსონს უახლოვდება უცნობი მამაკაცი, მათ რამდენიმე რეპლიკა გადაულაპარაკეს ერთმანეთს, შემდეგ რობისონი რამდენჯერმე უმეორებს, რომ პირდაპირ ეთერშია, ამის შემდეგ უცნობი მამაკაცი უახლოვდება მას და ესვრის.


55 წლის პრენტის რობინსონი ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა დილის 10 საათზე მოხდა ადგილობივი დროით, როგორც ქალაქის შერიფმა დონ გეიმ განაცხადა, რობინსონი ბრუნდებოდა პოლიციის განყოფილებიდან, სადაც მან განაცხადი შეიტანა ტელეფონის დაკარგვის თაობაზე.

image

პოლიციამ უმალ გადაკეტა გარშემო ადგილები, უნივერსიტეტში შეწყდა სწავლა, მკვლელი გაქცეულია, ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მიზეზი და ისიც, იცნობდნენ თუ არა მსხვერპლი და მკვლელი ერთმანეთს.

მალე სოციალურ ქსელში დაიდო ინფორმაცია სავარაუდო მკვლელის ფოტოთი, ბრალდებულს ჰქვია დუგლას კოლსონი.

imageimage

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი პრენტის რობინსონი საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს.(იხილე ვიდეო)





0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0