x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83626
  • ვიდეო:334425
  • სურათი:441598
დაგეგმილი შემთხვევითობა და მისი როლი კარიერის განვითარების პროცესში

პროფესიული კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელს, პროფესიის არჩევაში ან შეცვლაში და არჩეულ პროფესიაში კარიერული წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში.
კარიერის დაგეგმვა ეხმარება პიროვნებას, გააკეთოს არჩევანი განათლების, ტრენინგისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით. პროცესი ეფუძნება თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ მდგომარეობას, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე, ფიზიკურ შესაძლებლობებს, ინტერესებს, მოტივაციას, სხვადასხვა ფასეულობას და ა.შ. ის ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობით სამუშაოს მაძიებელი იძენს შრომის ბაზარზე საჭირო ცოდნას.
პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი ეხმარება სამუშაოს მაძიებელს, ამა თუ იმ პროფესიასთან მიმართებაში საკუთარი სასტარტო პოზიციის გააზრებაში, მომავალი მიზნების განსაზღვრაში და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების მოპოვებაში.image

კარიერის მენეჯმენტის პროცესი რომ მაქსიმალურად პროდუქტული იყოს მნიშვნელოვანია კონსულტაციის პროცესში ყურადღება გამახვილდეს არა მარტო იმ კონტროლირებად სიტუაციებზე, რომლებშიც ინდივიდი სასურველ შედეგს მიაღწევს, არამედ იმ მოვლენებზეც, რომლებშიც იგი შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს.
რამდენადაც ტრადიციული მიდგომები აღარაა შედეგიანი, იმისთვის რომ კლიენტები მოემზადნონ ნებისმიერ კარიერულ გამოწვევასთან შესახვედრად, ამ თვალსაზრისით კარიერის კონსულტაციის პროცესში ყველაზე ფართოდ გამოყენებად მიდგომას წარმოადგენს კატლინ მიტჩელის დაგეგმილი შემთხვევითობის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის მომზადებას იმისთვის, რომ მან განიხილოს დაუგეგმავი მოვლენებიც. ეს პროცესი მას საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს მომავალთან დაკავშირებულ შფოთვასა და იმ პრობლემებს, რომლებსაც შეიძლება შეხვდეს. ამ პროცესის მიზანია კლიენტმა გაიაზროს გადაწყვტილების მიღების საჭიროება, იმ შემთხვევაში თუ ის მოულოდნელ მოვლენას შეეჩეხება და რაც მთავარია შეძლოს მსგავსი დაუგეგმავი მოვლენებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება. სწორედ ამას ეწოდება დაგეგმილი შემთხვევითობა.
imageკატლინ მიტჩელი დაგეგმილი შემთხვევითობის მოდელში 4 ძირითად ეტაპს გამოყოფს, რომელთა საფუძველზეც ინდივიდს შეუძლია დაუგეგმავი მოვლენებიდან გარკვეული სარგებლის ნახვა.
I ეტაპი - გულისხმობს კლიენტის ისტორიაში არსებული შემთხვევითი მოვლენების განხილვას.
II ეტაპი - ამ ეტაპზე კონსულტანტის მთავარი მიზანია დაეხმაროს კლიენტს დაინახოს სწავლის ახალი შესაძლებლობები და აღმოაჩინოს სიახლეები. შეიძლება ითქვას რომ კონსულტანტის დახმარებით კლიენტმა უნდა მოახდინოს მისი ცნობისმოყვარეობის ტრანსფორმირება სხვადასხვა მიმართულებებით.
III ეტაპი - ეს ეტაპი გულისხმობს კლიენტისთვის იმის სწავლებას თუ როგორ „შექმნას“, როგორ აღმოჩნდეს სასურველ შემთხვევით სიტუაციებში. ამისთვის აუცილებელია იგი ჩაერთოს მრავალ სხვადასხვა აქტივობაში და გაიფართოვოს თავისი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.
IV ეტაპი - კონსულტანტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ასწავლოს კლიენტს როგორ დაძლიოს ის ბარიერები, რომლებიც მას ქცევის განხორციელებაში უშლის ხელს.



0
18
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0