x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
8 ყველაზე გავრცელებული ღამის კოშმარი და მათი ახსნა
image

ძლიერი სტრესის დროს ყოველთვის ერთსა და იმავე სიზმარს ხედავთ? სიზმარში შიშველი ხართ ხალხში ან მოახლოებული ურჩხულისგან გაქცევას ვერ ახერხებთ? რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შიშის და დარდის დროს ჩვენ ყველა თითქმის მსგავს სიზმრებს ვხედავთ. აი, რას ნიშნავს 8 ყველაზე გავრცელებული ღამის კოშმარი:


1.წარუმატებელი გაქცევა

imageმაიკლ ლენოქსი, ფსიქოლოგი და სიზმრების ინტერპრეტაციის სპეციალისტი, ასეთი ტიპის სიზმრებს “სტრეს-სიზმარი 101"-ის სახელით მოიხსენიებს. თავის მხრივ, ეს სიზმარი ჩვენს შიშს და შინაგან განგაშს განასახიერებს.


სიზმრების მკვლევარის, კელი ბალკლის მტკიცებით, ადამიანს, რომელიც ასეთ სიზმარს ხედავს ხშირად, უნდა ვკითხოთ, ხდება თუ არა, ან ელის თუ არა თავის ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც გარდაუვალია? შესაძლოა, რაღაც კონფლიქტში ასეთი ადამიანი თავს სუსტად და დაუცველად გრძნობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სიზმარში რამეს გაურბიხართ, ეს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ისეთ სიტუაციაზე მიანიშნებდეს, რომელიც სიტყვა “გარდაუვალი"-თ ხასიათდება.


2. შიშველი ხართ

imageლენოქსის აზრით, სიზმარი, როცა ხალხში შიშველი ხართ, ე.წ., თვითმარქვიას სინდრომის “იდეალური სიმბოლური გამოხატვაა". ბევრ ადამიანს აქვს იმის შიში, რომ თავის სფეროში არაკომპეტენტურია, რომ კოლეგები გარიყავენ და ა.შ. ეს “არაპროფესიონალიზმი" რეალურად ადამიანის თავშია, რეალურად კი ასეთი ადამიანები სულაც არ ასრულებენ სამუშაოს ცუდად. თუ სიზმარში ეს ადამიანი ხედავს, რომ ბოსის კაბინეტში, თათბირზე შიშველი ზის, ეს შეიძლება მის ფარულ შიშზე მიანიშნებდეს: “დაინახავენ, როგორი ვარ სინამდვილეში და დამცინებენ." ასე გეუბნებათ თქვენი შიში.


3. მოუმზადებელი ხართ გამოცდისთვის

imageსკოლის დამთავრებიდან ათწლეულების შემდეგაც კი შეიძლება ადამიანს ესიზმროს, რომ დაფასთან იძახებენ, საგამოცდო ბილეთს იღებს და... არაფერი არ იცის! ამ დროს პანიკის გრძნობა ჩნდება და გაქცევა უნდებათ.

ლენოქსის აზრით, მსგავსი სიზმრები სამსახურთან დაკავშირებულ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთანაა კავშირში. სიზმარი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სამსახურში ძალიან დიდ ზეწოლას განიცდით.


4.კბილების დაკარგვა

imageსიზმარში გრძნობთ, როგორ გერყევათ კბილები და შემდეგ გცვივათ. ერთდროულად შიში და ზიზღის გრძნობა გეუფლებათ.

ლენოქსის აზრით, კბილების დაკარგვა დაუცველობაზე მიუთითებს. კბილებს რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათი საშუალებით საკვებს ვღეჭავთ და გულითადად ვიღიმით. კბილების დაკარგვა სიზმარში სიმბოლურად ნიშნავს- საკუთარ თავზე ზრუნვისა და გამოკვების საშუალების დაკარგვას, სიხარულის და ბედნიერების გამოხატვის შეუძლებლობას. ასევე, შესაძლოა ეს სიზმარი სიმბოლურად მიუთითებდეს საკუთარი აზრის გამოხატვის უუნარობაზე,


5.ვარდნა

imageკელი ბალკლის მოსაზრებით, ეს სიზმარი თქვენს არათავდაჯერებულობასა და ურწმუნოებაზე მიუთითებს, როცა მხარდაჭერას ვერ გრძნობთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც მოხდა და იმას, რაც აქამდე საიმედო საყრდენად მიგაჩნდათ, აღარ ენდობით და იმედი გაგიცრუვდათ.

ვარდნა-ეს უკონტროლო ქმედებაა. შესაძლოა, საყრდენის დაკარგვასთან ერთად, თქვენს ცხოვრებაზე კონტროლიც დაკარგეთ და მოვლენათა განვითარება თქვენ აღარ გემორჩილებათ.


6.ახლობლის სიკვდილი

imageთქვენი საყვარელი ახლობელი ადამიანი კვდება-ერთერთი საშინელი სიზმარი. ხშირად ასეთი სიზმრები ძალიან დეტალურია, თქვენ ხედავთ დასაფლავებას, ყვავილებს, მტირალ ხალხს...

სინამდვილეში, სიზმარში სიკვდილი, ეს უბრალოდ ცვლილებების სიმბოლოა-თვლის ლენოქსი.

როცა სიზმარში ვიღაცის სიკვდილს ხედავთ, ეს შესაძლოა ამ ადამიანისადმი თქვენი დამოკიდებულების შეცვლას ნიშნავდეს. არ ნიშნავს, რომ ეს ცვლილება აუცილებლად ნეგატიური იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ცვლილების წინასწარი მოლოდინი გაშფოთებთ.


7.ტრანსპორტზე აგვიანებთ

imageგულამოვარდნილი მირბიხართ და ხედავთ, რომ მატარებელი, ავტობუსი თუ მანქანა უკვე გავიდა, გემმა გაცურა, თვითმფრინავი გაფრინდა...ძლიერი იმედგაცრუება და სასოწარკვეთა გეუფლებათ.

სამსახურთან დაკავშირებით თუ განვიხილავთ, ტრანსპორტზე დაგვიანება დედლაინის ვადის გადაცილებას ნიშნავს.

ადამიანი, რომელიც ასეთ სიზმრებს ხედავს, მიდრეკილია სიტუაციების დრამატიზებისკენ.


8.მანქანის მართვა

imageამ სცენარს სხვადასხვა ვარიანტები აქვს, რომელთაც მხოლოდ ერთი აქვთ საერთო: საჭეს თქვენ მართავთ. ეს-საკუთარ ცხოვრებაზე თქვენი კონტროლის მეტაფორაა. ასეთი სიზმარი სწორედ თქვენ უნდა ამოხსნათ.

თუ მანქანა თქვენი ტარების გარეშეც მიდის-ეს მიანიშნებს, რომ თქვენს ცხოვრებას შესაძლოა ვეღარ აკონტროლებთ.

საცობში დგომა-სტაგნაციის, ერთ წერტილში გაყინვის ნიშანია.

წესების გარეშე მართვა-ზემოთნახსენებ “თვითმარქვიას სინდრომს" უკავშირდება




0
260
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0