x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433808
როგორ ავირჩიოთ პროფესია და წავმართოთ სამუშაოს პროცესები

image
კარიერის სოციალურ-კოგნიტური თეორია პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ მან უძლიერესი გავლენა მოახდინა პროფესიული არჩევანის კვლევაზე. კარიერის შეფასების პროცესზე (Betz & Borgen, 2000) ის კიდევ რამდენიმე გზით ახდენს გავლენას. დამატებით, არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ კარიერის სოციალურ-კოგნიტური თეორია გავლენას ახდენს კონსულტირების პრაქტიკაზე. კარიერის სოციალურ-კოგნიტური თეორიის ერთ-ერთი დაშვებაა, რომ თვითეფექტურობა და ინტერესები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ინტერესების განვითარება ან გაძლიერება შესაძლებელია მოდელირების, წახალისების ან აქტივობების შესრულების საშუალებით. აქედან გამომდინარე, კლიენტთა ჯგუფებმა, მაგალითად, ქალებმა, რომელთაც კონკრეტულ აქტივობებში ჩართვის მცირე შესაძლებლობა ჰქონდათ პროფესიებისთვის სქესის მინიჭების გამო, ამ თეორიის გამოყენებით შეიძლება დიდი სარგებელი ნახონ. ლენტი, ბრაუნი და ჰაკეტი (2002) აგრეთვე გვთავაზობენ, რომ კარიერის სოციალურ-კოგნიტური თეორია შესაძლოა სასარგებლო იყოს სხვა ისეთ ჯგუფებთან სამუშაოდ, როგორებიცაა ეთნიკური და რასობრივი უმცირესობები, რომელთაც დისკრიმინაციის ან სიღარიბის გამო პროფესიასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართვის ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თეორია წარმატებით გამოუყენებიათ პატიმარ ქალებთან, ჰომოსექსუალებთან და ფსიქიკური დაავადებების მქონე ზრდასრულებთან.

სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, პროფესიასთან დაკავშირებულ ქცევაზე გავლენას ახდენს ქცევა, რწმენები თვითეფექტურობის შესახებ, მოლოდინები შედეგების მიმართ და მიზნები. რაც, თავის მხრივ, მოქმედებს ინტერესების განვითარებაზე: ადამიანი ინტერესდება იმით, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია და რის შემდეგაც ღირებულ შედეგებს მიიღებს. თვითეფექტურობის განვითარებაზე გავლენას ახდენს გენდერი, რასა, ფიზიკური ჯანმრთელობა, შეზღუდვები და გარემო ცვლადები. პროფესიულ არჩევანსა და განვითარებაზე პირდაპირ ზემოქმედებს დისკრიმინაცია, ეკონომიკური ცვლადები(რომლებიც გავლენას ახდენს მიწოდებასა და მოთხოვნაზე) და გადაწყვეტილების მიმღების კულტურა. არაპირდაპირი გავლენები კი მოიცავს შემთხვევით მოვლენებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, განვიხილავ სამ ფუნდამეტურ პრინციპს, რომელტაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ კარიერულ არჩევანტან დაკავშირებული სირთულეების გაადალახვაში. პირველი, რადგან SCCT(კარიერის სოციალურ-კოგნიური თეორია, ( social-cognitive career theory) გვთავაზობს, რომ პროფესიული ინტერესები თვადაპირველად ვითარდება თვითეფექტურობის და შედეგების შესახებ მოლოდინებისგან, რომელიც სავარაუდოა(შეიძლება/არ შეიძლება) იყოს შესაძლებლობების ობიექტური ინდიკატორი, ზოგ კლიენტს უკვე უარყოფილი აქვს ღირებული პროფესიული შესაძლებლობები სწორედ მცდარი თვითშეფასებისა და მოლოდინების გამო. მეორეც, ვინაიდან SCCT მიიჩნევს რომ ბარიერის აღქმები შუამდგომლობს ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს შორის ურთიერთბაში, კლიენტმა შესაძლოა ნაკლებად მოახდინოს ინტერესების გადატანა არჩევანში, თუ ისინი აღიქვამენ ბარიერებს, როგორც გადაულახავს.მესამე, ვინაიდან თვითეფექტურობა და მოლოდინები შედეგების შესახებ ვითარდება კარგი შესრულებით, მცდარი წარმოდგენებისა და შედეგის მოლოდინის მოდიფიცირება მოითხოვს კონსულტანტის დახმარებას, რომ დაეხმაროს კლიენტს შეიძინოს, ახალი, წარმატებული გამოცდილება და ძველთან მიმართებაში მისი უპირატესობა გამოკვეთოს.

განვიხილოთ მაგალითი ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორების როლის გავლენაზე თვითეფექტურობის, შედეგების მიმართ მოლოდინებსა და არჩევანთან დაკავშირებულ ბარიერებზე. მათემატიკური ნიჭის მქონე ქალბატონები ამჟღავნებენ ნაკლებ ინტერესს მათემატიკასა და მეცნიერებასთან დაკავშირებული პროფესიების მიმართ, რადგან მათ სოციაალიზაციის გამოცდილება დაბალი თვითეფექტურობის რწმენებს აღუძრავს ან წარუმატებელი შედეგის მოლოდინს და მათემატიკური შესაძლებლობების მქონე ქალი, თუკი ის შეცდომით ჩამოაფასებს თავის შესაძლებლობებს, არ დაინტერესდება პროფესიებით, რომლებიც საშუალო დონის მატემატიკურ უნარებს მოითხოვენ. ასევე, ის ადამიანები, ვიინც სწორად აფასებენ თავიანთ ეფექტურობას მათემატიკურ დავალებებში და ამასთან დაკავშირებულ კარიერაშიც შედეგსაც დადებითად აღიქვამენ, მაინც არ გადადგამენ ამ ნაბიჯს, თუ ფიქრობენ რომ მნიშვნელოვან ბარიერებს წააწყდებიან ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და წარმატების კუთხით.

პირველი პრინციპის მიხედვით, ზოგმა შესაძლია ნაადრევად გამორიცხოს პოტენციურად ღირებული და დასაფასებელი პროფესიული საქმიანობები მცდარი თვითშეფასების, შედეგის მოლოდინის ან ერთად, ორივეს გამო. ამ შემთხვევაში კლინტს უნდა დავეხმაროთ მოახდინოს გამორიცხული შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და განავითაროს უფრო მეტად ადექვატური წარმოდგენა/აღქმა საკუთარი პროფესიული კომპეტენციებისა და პოტენციური მოსალოდნელი შედეგების. მეორე პრინციპის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანებს კარგად განვითარებული და გამოდიფერენცირებული ინტერესები აქვთ კონკრეტული კარიერის ფარგლებში, იყოყმანებენ ამ კარიერული გზის დაწყებას, თუ აღიქვამენ არსებით, აშკარა ხელისშემშლელ ბარიერებს. ამ შემთხვევაში კარიერული არჩევანის კონსულტაცია მოიცავს კლიენტის დახმარებას, რომ მოახდინოს იმ ბარიერების იდენტიფიცირება, რომელიც არჩევანის განხორციელებაში უშლის ხელს, შეაფასოს ისინი და დაახარისხოს. მესამე პრინციპის მიხედვით, დახმარება გამორიცხული პროფესიული გზების იდენტიფიცირებასა და ბარიერების გადალახვაში მოიცავს კლიენტის დახმარებას, გადააფასოს ძველი გამოცდილება რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მცადრ წარმოდგენებსა და შედეგის აღქმას.

გამორიცხული პროფესიული არჩევანის იდენტიფიცირება

სოციალურ-კოგნიტური პერსპექტივა განკუთვნილია კლიენტთა დასახმარებლად, რომ შეძლონ აირჩიონ საქმიანობა, რომელიც შეეესატყვისება პიროვნების შრომითი მახასიათებლების მნიშვნელოვან ასპექტებს. ასევე, ეხმარება კლიენტს შეადგინოს, დაასტრუქტურიროს პროფესიული შესაძლებლობები იმგვარად, რომ საშუალება მივცეთ მათ იდენტიფიცირება მოახდინონ და ყურადღება მიაქციონ იმ კარიერულ გზებს, რომლებიც უკვე გამორიცხეს თავდაპირველი მცადი წარმოდგენების და მოლოდინების გამო. ასევე, გარდა გაზომვადი და გამოხატული ინტერესებისა(ან სხვა ცნობათა წყარო), კონსულტანტი ამავდროულად იძიებს იმ პროფესიებს, რომელთა მიმართ კლიენტს ნაკლები ინტერესი აქვს და აანალიზებს იმ გამოცდილებასა და რწმენებს, რომლებზეც ეს ინტერესებია დაფუძნებული.

მთავარი ხელშემწყობი პროცესები ინტერესისი ძიებისას მოიცავს შეუსაბამობის შეფასებას თვითეფექტურობასა და დემონსტრირებულ შესაძლებლობებს შორის. ასევე შეუსაბამობას შედეგების შესახებ მოლოდინსა და პროფესიულ ინფორმაციას შორის. არსებითი, აშკარა, რეალური შეუსაბამობები ხდება სამიზნე შემდგომი „გამოკვლევისთვის“.

ლენტი და მისი კოლეგები (2002) გვთავაზობენ კარიერის სოციალურ-კოგნიტური თეორიის ორი ტიპის გამოყენებას. პირველი იწყება ტრადიციული ტესტური მონაცემების შეგროვებით მოთხოვნილებების, ღირებულებების და მიღწევების შესახებ. ამ მონაცემების გამოყენება შესაძლებელია უკვე განვითარებული უნარებისა და იმ სიტუაციების განსაზღვრისთვის, რომლებშიც მათი გამოყენებაა შესაძლებელი ისე, რომ ინდივიდს კმაყოფილება მოუტანოს.

ლენტი და მისი კოლეგები (2002) თეორიის გამოყენების მეორე შესაძლებლობასაც განიხილავენ: ეს არის მოდიფიცირებული, პროფესიული სტრუქტურის ამსახველი პროფესიული ბარათების გამოყენება. თავდაპირველად კლიენტს ბარათების ორ რიგად დალაგებას სთხოვენ: “კითხვის ნიშნის ქვეშ” და “ავირჩევდი”. შემდგომ ორი სვეტი იყოფა კატეგორიებად, რომლებიც ასახავს თვითეფექტურობას (შესაძლოა ამერჩია, საჭირო უნარები რომ მქონოდა) და მოლოდინებს შედეგების მიმართ (შესაძლოა ამერჩია, პროფესია რომ მთავაზობდეს იმას, რაც ჩემთვის ღირებულია). სორტირების ეს პროცესი ეხმარება კონსულტანტს გადაწყვეტილებების საფუძვლადმდებარე ზოგიერთი კოგნიციის აღმოჩენაში. ეს კეთდება სორტირების პროცესში გარკვეული საქმიანობების გამოსარიცხად ან შესანარჩუნებლად და კლიენტის კოგნიციების სიზუსტის შესამოწმებლად.

ეს შემთხვევები განვიხილეთ, იმიტომ, რომ გვეჩვენებინა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა კარიერის სოციალურ-კოგნიტური არჩევანის კონსულტირებისა. მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს საშუალება მივცეთ აირჩიონ ყველაზე ფართო პროფესიული ალტერნატივებიდან.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0