x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83646
  • ვიდეო:334436
  • სურათი:441634
სასარგებლო რჩევები ახალბედა დიასახლისებს

image1.მოსახარში ან შესაწვავი ხორცი არ უნდა დაამარილოთ დიდი ხნით ადრე.

2.გამწვანებული ან ყლორტებამოსული კარტოფილი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდირებულია ასეთ კარტოფილს ამოჭრათ ასეთი ადგილებ და ისე გამოიყენოთ საკვების მოსამზადებლად.

3.თუ წვნიანი ზედმეტად მარილიანი გამოგივიდათ, მდგომარეობის გამოსწორება შეგიძლიათ შემდეგნაირად:1ჩ/ჭ ბრინჯი, ვერმიშელი, ფქვილი ან თეთრი პურის გული სუფთა, თეთრი დოლბანდის ანმიტკლის პარკში ჩადეთ, მოუკარით თავი და ჩაუშვით წვნიანში, ადუღეთ რამდენიმე წუთს.ბრინჯი ან სხვა ჩამოთვლილი პროდუქტი შეიწოვს მარილს და წვნიანს სიმლაშე მოცილდება.

4.ბრინჯის ან სხვა ბურრულეულის მოხარშვისას კოვზით სწრაფად რევა ანელებს დუღილს, ამიტომ ნელა უნდა ურიოტ, ხოლო კისელს–სწრაფად.

5.ვიტამინებით გასამდიდრებლად კერძებს, დამზადების შემდეგ, დაამატეტ დაჭრილი ან დანაყილი მწვანილი.

6.ბულიონი რომ მღვრიე არ გამოვიდეს, ხარშვის დროს ხშირად მოხადეთ ქაფი.

7.კვერცხის ხარშვის დრო წყლის ადუღების მომენტიდან ითვლება.

8.მოხარშულ კვერცხს რომ ნაჭუჭი ადვილად მოაშოროთ, მოხარშვის შემდეგ უმალ ჩადეთ ცივ წყალსი.

9.ბოსტნეული უმჯობესია ემალის ჭურჭელში მოხარშოთ, მაგრამ ასეთი ჭურჭელი არ გამოიყენოთ ფაფების მოსამზადებლად.უმჯობესია ფაფა მოხარშოთ თუჯის ქვაბში.

10.ჭარხალმა რომ თავისი ფერი შეინარჩუნოს, ხარშვისას წყალში ცოტაოდენი შაქარი ჩაყარეთ, არ შეიძლება მარილის ჩაყრა.

11.სალათის შენახვა შეიძლება მხოლოდ ემალის, კერამიკის ან მინის ჭურჭელში.

12.სასალათეს წაუსვით ნიორი და სალათა უფრო არომატული იქნება.

13.სალათისთვის განკუთვნილი ბოსტნეული კარგად გააცივეთ.არ აურიოთ ერთმანეთში ცივი და ცხელი, თორემ სალათი მალე გაფუჭდება.

14.ზეთი სალათს მარილისა და პილპილის მოყრის შემდეგ მოასხით.

15.ცოტაოდენი ლიმონის წვენი სალათს შეუნარჩუნებს ვიტამინებს.

16.მაკარონი და ვერმიშელი ცუდად იხარშება რძეში, ამიტომ რძემდე ისინი მოხარშეთ წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ რძიან ქვაბში.

17.ზეთიანი ბოთლები კარგად ირეცხება სოდიანი წყლით.

18.სუპმა რომ ვიოტამინები შეინარჩუნოს, ხარშეთ ნელ ცეცხლზე.

19.თუ ცომში მეტი სოდა მოგივათ, ღვეზელი გამუქდება და თან არასასიამოვნო სუნი ექნება.

20.1 კგ.უმი, უძვლო ხორციდან გამოდის 600 გრამი მოხარშული და 650 გრამი შემწვარი ხორცი.

21.სუპი უფრო გემრიელი იქნება, თუ სტაფილოს, ხახვს, ჭარხალს ოდნავ მოხრაკავთ კარაქში.

22.მოხარშული კარტოფილი უფრო გემრიელი იქნება, თუ წყალში ჩავდებტ 2-3 კბილ ნიორს და გამხმარ კამას.

23.ცომი რომ ხელებზე არ მიგეკრათ წინასწარ წაისვიტ ცოტაც ზეთი.

24.თუ კექსის ახალი ფორმა შეიძინეთ, გამოყენებამდე გააჩერეთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე.

25.მზა სუპში არ ჩატოვოთ დაფნის ფურცელი.

26.პიურე არ გააზავოთ ცივი რძით, იგი გამუქდება.

27.ცხიმის შხეფები რომ ტაფიდან არ გადმოვიდეს მას ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ.

28.თუ ლიმონს 5 წუთით გააჩერებთ ცხელ წყალში მისგან მეტ წვენს გამოადენთ.

29.ჭარხალი იხარშება ერთ საათზე მეტ ხანს, კომბოსტო-30-50 წთ.კარტოფილი 25-30 წთ.სტაფილო-20-30 წთ.

30.პიურესთვის განკუთვნილი კარტოფილი ცხლად უნდსა გაატაროთ სახეხში.



0
57
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0