x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო

image


საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. აქციით ისარგებლებენ:


- საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი;


- არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;



- მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;


- რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;


- მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;


ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0