x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები - სასარგებლო ინფორმაცია კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით
image

კონფლიქტი, რომელიც ესკალაციაშია შესული საკმაოდ შორს შეიძლება წავიდეს და ორივე მხარისთვის მიუღებელი გახდეს. საბოლოოდ მხარეებს შესაძლოა არც კი ახსოვდეთ, რის გამო დაიწყო კონფლიქტი, თუმცა მისი შეწყვეტა გაუჭირდეთ.ზოგ შემთხვევაში მიიღწევა მკვდარი წერტილი, როდესაც არც ერთ მხარეს აღარ შეუძლია ბრძოლის გაგარძელება, თუმცა უკანაც არ იხევენ. მკვდარი წერტილის მიღწევის შემდეგ შედარებით მარტივია დეესკალაციის მიღწევა. დეესკალაცია შესაძლოა მოხდეს რამდენიმე მიზეზის გამო:




1)ერთმა მხარემ შეიძლება სძლიოს მეორეს

2)პირველმა მხარემ შეიძლება გამოიყენოს ცალმხრივი უპირატესობა, რომელიც მეორესთან აქვს.


3)პირველმა მხარემ შეიძლება დაუთმოს მეორეს და გადასცეს მას რასაც ის ითხოვს.

4)პირველმა მხარემ შეიძლება თავი აარიდოს კონფლიქტს და განზე გადგეს.


მკვდარ წერტილში ყოფნისას კონფლიქტის ერთი მხარე ან ვეღარ აგრძელებს ან აღარ სურს ესკალაცია, თუმცა ჯერ არ გააჩნია უნარი ან არ სურს რაიმე მოიმოქმედოს. მიღწეულია კონფლიქტის მაქსიმალური ინტენსივობის წერტილი.კონფლიქტის დროს მკვდარი წერტილი ჰგავს წყალდიდობის უმაღლეს წერტილს.წყალი არ მოიმატებს თუმცა ჯერ ვერც იკლებს.დაღლილი მხარეები ცდილობენ მოლაპარაკებაზე წასვლას, რისთვისაც საჭიროა რომელიმე მხარემ დათმოს და პირველმა გადადგას ნაბიჯი.ეს წარმოქმნის შფოთვას რაც გამოწვეული შეიძლება იყოს მოსალოდნელი დანაკარგით.მაგალითად სახის დაკარგვა, მეორე მხარისთვის შეხვედრის შეთანხმებაც კი კომპრომისზე რომ არაფერი ვთქვათ, პირველმა მხარემ შესაძლოა საკუთარი სისუსტის გამოვლინებად ჩათვალოს.ერთი მხარე ღელავს, რომ თუ ზედმეტად გამოამჟღავნებს დარეგულირებით დაინტერესებას, მეორე მხარე ამას შეაფასებს, როგორც თამაშს წაგებულთან.მხარეები ყველაფერზე მიდიან, ოღონდ კი გვერდი აუარონ კომპრომისით ძლიერი დაინტერესების გამოვლინებას, ასეთი ინტერესის გამოხატვა ნიშნავს შეარყიო საკუთარი რეპუტაცია, როგორც ძლიერი და შეურიგებელი მეტოქისა, რომელსაც ვერაფერს დააძალებ.ასეთ შემთხვევაში ერთი მხარისთვის უკეთესია, დაელოდოს შესაფერის მომენტს მკვდარი წერტილიდან გამოსასვლელად, ვიდრე მეორე ან მესამე მხარეების თვალში დაეცეს.



იმიჯის, ანუ საზოგადო სახის მიმართ მუქარა_ესკალაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა.საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს პირველი მხარის იმიჯს მეორე მხარის თვალში, ან ემუქრებოდეს პირველი მხარის წარმოდგენას საკუთარ თავზე.იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვის ქვეშ დგება იმიჯის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ძალაუფლება, სტატუსი, დამოუკიდებლობა, პატიოსნება_ ესკალაციის საშიშროება განსაკუთრებულად იზრდება.ასეთი მახასიათებლების მიმართ მუქარა, ჩვეულებრივ, ბრაზსაც იწვევს და შიშსაც.ასეთი სახის მუქარები სახელმწიფოსთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდისთვის.სახელმწიფოები ხშირად უზომოდ უფრთხილდებიან რეპუტაციას, რომ აქვთ ძალაც და მისი გამოყენების მზადყოფნაც.ამ რეპუტაციის მხარდასაჭერად არაერთი ომი ყოფილა წამოწყებული. მაგალითად აშშ-ს მონაწილეობა ვიეტნამის ომში.


სწორედ ამგვარი მიზეზების გამოა, რომ მხარეები ერიდებიან სახის დაკარგვას და ჩაფლობა უფრო მეტად ღრმავდება.რასაც საკმაოდ დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია როგორც პიროვნულ დონეზე კონფლიქტისას ასევე ჯგუფების ან სახელმწიფოების დაპირისპირებისას.ამისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.თუმცა მნიშვნელოვანია მესამე მხარის როლიც, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.



ჩაფლობასთან ბრძოლაში შეიძლება დაგვეხმაროს რამდენიმე სტრატეგია:

1)საზღვრების მონიშვნა-კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მიზნის მიღწევის პროცესში საზღვრები დადგინდება იქამდე, ვიდრე თვით მიღწევის პროცესი დაიწყება, ჩაფლობის ალბათობა მცირდება.

2)დანაწევრება-როდესაც მხარეებს დროის გარკვეულ პერიოდებში ახსენებენ სურთ თუ არა გაგრძელება, ამით ხშირ შემთხვევაში შედარებით მარტივად გამოდიან მხარეები.

3)დანაკარგის პირველ პლანზე წამოწევა-რეგულარულად შევახსენოთ მონაწილეებს თავიანთი დანაკარგი.

4)საკუთარი იმიჯის გამო შფოთვის შემცირება.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მერმანიშვილი
ქეთევან მერმანიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0