x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ცნობილი ლოგოტიპების უცნობი დეტალები- დამალული მნიშვნელობები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
ყოველთვის საინტერესოა იმის ცოდნა, რომ ჩვენი საყვარელი კომპანიების ლოგოები, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სილამაზე და კრეატიული რეკლამა. ყოველი ხაზი, ფერი, წარწერა თუ სხვა ნებისმიერი დეტალი, თამაშობს მნიშვნელოვან როლს.



გაინტერესებთ რას მალავენ ჩვენთვის ნაცნობი ლოგოტიპების მიღმა?




1. Hyundai (ჰიუნდაი)image


ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ კორეის კონგლომერატის ლოგოტიპი ჰიუნდაი მისი დასახელების პირველი ასოს გამოა ასეთი, თუმცა, ამაოდ. ლოგოტიპზე გამოსახულია H სიმბოლო, რომლის მიღმა იმალება ორი ადამიანი. ერთი კლიენტია, მეორე კი კომპანიის წარმომადგენელი და ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს.








2. Adidas (ადიდასი)image


ყველასთვის კარგად ნაცნობი სპორტული მაღაზიების ქსელი შეიქმნა მისი დამფუძნებელი ადოლფ დასლერის სახელით. ლოგო შეიცვალა არაერთხელ, მაგრამ ყოველთვის დომინირებს სამი ხაზი (შტრიხი), რომელიც სამკუთხა ფორმის მთას აღნიშნავს. ეს არის დაბრკოლებების სიმბოლური იმიჯი, რომელიც ყველა სპორტსმენმა უნდა გადალახოს.







3. Apple (ვაშლი- ეიფლი)image


Apple-ს ლოგოტიპი გამოიგონა დიზაინერმა რობ იანოვმა. "მთელი ჩანთა ვაშლი ვიყიდე და ლოგოტიპის გამოგონებაზე მუშაობის პროცესში ვჭამდი. ექსპერიმენტის ნაწილიც სწორედ აქედან დაიწყო. მოკბეჩილი ნაწილი შემთხვევით გახდა იდეა"- იხსენებს რობი.







4. Amazon (ამაზონი)image


ერთი შეხედვით არაფერს მალავს და უჩვეულოც ნამდვილად არაფერია, თუმცა, გეტყვით რაში მდგომარეობს ბრენდის ფილოსოფია. ყვითელი ისარი, რომელიც Amazon.com- ს აქვს ქვეშ გასმული, ღიმილს ჰგავს, მისი მიზანიც სწორედ ესაა, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. თუ დააკვირდებით და დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ ხაზი ასო ბგერა A და z -ს ქვეშ ესმება, რაც ინგლისური ანბანის თანახმად გვეუბნება, რომ გვერდზე A-დან - z-მდე ყველაფრის შეძენას შეძლებთ.






5. Baskin Robbins (ბასკინ რობინსი)image


ვარდისფერ ნაწილებში "B და R" წარმოადგენს არა ასოებს, არამედ რიცხვს, 31-ს, რომელსაც მათ შორის ამოკითხავთ. სწორედ ამდენი დასახელების და გემოს ნაყინს აწარმოებდა, ისტორიული, ტკბილეულის ბრენდი.






6. Toyota (ტოიოტა)image


იაპონიის საავტმობილო კორპორაციის ლოგოტიპს Toyota-ს ბევრი აიგივებს ქუდიან კაცთან (კოვ ბოი), თუმცა, ის არანაირ ისტორიას არ ინახავს, უბრალოდ, თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ სრულად წერია Toyota.







7. Formula 1 (ფორმულა 1)image


თუ კარგად დააკვირდებით ასო F-სა და წითელ ხაზებს შორის სივრცეს, დაინახავთ ციფრ 1-ს. ლოგოტიპი პირველობის, სიჩქარის განცდას ემსახურება.







8. BMW (ბე ემ ვე)image


BMW- ს ისტორია დაიწყო საავიაციო კომპანიით და ლოგო დღემდე არ კარგავს თავის ფესვებს. ერთი მოსაზრების თანახმად, ლოგოზე მბრუნავი პროპელერის პირებია გამოსახული, სხვა ვერსიის მიხედვით კი ბავარიის დროშის ფრაგმენტი.







9. LG (ელ ჯი)image


სამხრეთ კორეის ელექტრონიკის მწარმოებელი ლოგოს მთავარი სიმბოლოა ადამიანის სახე, რომლის პირზე სტილიზებულია ღიმილი. ბრენდის ოფიციალური აღწერით, ეს შემადგენლობა მიუთითებს კომპანიის სურვილზე, რომ შეინარჩუნოს "ადამიანური" ურთიერთობა ყველა მომხმარებელთან.


imageimage






10. Coca-Cola (კოკა-კოლა)image


ეს არის იშვიათი ფენომენი, მაგრამ ზოგჯერ ფარული მნიშვნელობა შეიძლება იყოს შემთხვევითი დამთხვევა. Coca-Cola- ს ლოგოში O და L ასოებს შორის შეგიძლიათ ნახოთ დანიის დროშა. მწარმოებელმა, ლოგოტიპი შექმნა და გამოიყენა დანიის მასპინძლობისას სარეკლამო კამპანიის დროს.




იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე დიდი და ბრენდული პროექტები, რომლებიც თქვენდა გასაოცად ავტოფარეხიდან, საბარგულიდან და ფარდულიდან დაიწყესimage





ცნობილი სიმბოლოები აქამდე უცნობი და უკვე დაკარგული მნიშვნელობებითimage





სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცისimage






ვინ მოკლა გულის მეფე? საიდუმლო ბანქოზე, რომელიც აქამდე არ იცოდითimage



0
250
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0