x
მეტი
  • 22.08.2018
  • სტატია:79651
  • ვიდეო:332381
  • სურათი:436944
გახდი ინტერმედიელი - ინტერმედიას პრეზენტაცია საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში

Intermedia.ge-ს წარმომადგენლები ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.



image


შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად დაესვათ ინტერმედიას რედაქტორისათვის შეკითხვები ყველაზე მასშტაბური და პოპულარული სამოქალაქო ჟურნალისტიკის საიტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.


Intermedia.ge-ს რედაქტორმა ანი სპარსიაშვილმა სტუდენტებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია საიტის საქმიანობის შესახებ.



image


შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი და ამავდროულად ინტერმედიას ავტორი მაია ქავთარაძე.

ინტერმედიას ავტორემბა ზაურ მირიანაშვილმა და გიორგი ჩუბინიძემ სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.


სტუდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრო უნივერსიტეტის დეკანი ლევან ჯიქია, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და პროფესორი მანანა ტაბიძე.


image

გახდი ინტერმედიელი !


ინტერმედია ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს სამოქალაქო ჟურნალისტი და წეროს მისთვის საინტერესო თემებზე.






1
168
17-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
168
  
8 აპრილი, 10:44
ნუ ღებულობთ ჰაიჰარად ნათარგმნ მასალებს, თანაც გრამატიკულად გაუმართავს, ასევე შეამოწმეთ შინაარსის სისწორე კომპეტენტურ სპეციალისტებთან, თორემ ეს უარყოფითად მოქმედებს თქვენს ავტორიტეტზე.
0 1 1