x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის სტრესი - გაიგე, გემუქრება თუ არა პროფესიული "გადაწვა"

image

სტრესი და პროფესიული გადაწვა

სტრესის მრავალნაირი განმარტება არსებობს.ყოველდღიურად ტერმინს "სტრესი" ხმარობენ რამდენიმე ინტერპრეტაციით.თანამედროვე მიდგომით_სტრესს განმარტავენ, როგორც ორგანიზმის არასპეციფიკურ(საერთო)რეაქციას ზემოქმედებაზე, რომელიც არღვევს წონასწორობას.ასევე შესაბამის მდგომარეობას ნერვული სისტემისა და ორგანიზმის საერთოდ.

სტრესის კონცეფციის ფუძემდებლად ითვლება ჰანს სელიე.ცნობილი ავსტრიელი ფიზიოლოგი.სელიემ აჩვენა, რომ რაიმე მატრავმირებელი აგენტი(მაგალითად ტოქსინები, დამწვრობა, ფსიქოლოგიური ტრავმები და ძლიერი ემოციები)ორგანიზმში იწვევს მთელ წყებას არასპეციფიკური რეაქციებისა, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უშუალო გამღიზიანებელთან.ამ დაკვირვებამ მას უბიძგა განემარტა სტრესი, როგორც ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია დაზიანებაზე.იგი ახდენს ორგანიზმის ძალების მობილიზებას ტრამვული ზემოქმედების დასაძლევად.ჩვენი ორგანიზმის მოქმედება სტრესის აღმოცენების პერიოდში ჰგავს ალყაშემორტყმულ ციხეს.მის დასაცავად მობილიზებულია ორგანიზმის ყველა რესურსი.თუმცა ის არ არის ამოუწურავი.ან მტერი დამარცხდება ან ციხე დაეცემა, რადგან ბრძოლა ვერ იქნება უსასრულო.დამარცხების შემთხვევაში წარმოიშობა სტრესის დაავადებები.სტრესის შედეგად აღმოცენებული დაავადრბების ჩამონათვალი იმდენად შთამბეჭდავია, რომ საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ სტრესი ყოველთვის ცუდია.სინამდვილეში სტრესის სახით ბუნებამ მოგვცა მექანიზმი სირთულეების დასაძლევად.შეიძლება ითქვას, რომ სტრესი, ეს არის ცხოვრება, რომელიც ადამიანს სრულფასოვანი ფუნქციონირების და სრულფასოვანი განვითარების საშუალებას აძლევს.სტრესს ჩვეულებრივ აკავშირებენ როგორც გარემო პირობებთან(ახლა სამუშაოზე სტრესული სიტუაციაა) ისე ადამიანის რეაქციასთან არახელსაყრელ გარემოზე(მე ძლიერ სტრესს განვიცდი).

დღეს ორგანიზაციული ფსიქოლოგების უმრავლესობა, რომელნიც ამ საკითხთანაა დაკავშირებული გამოყოფენ გარემო სტრესორების რამდენიმე ფაქტორს:

1) "ხვალინდელი დღის"შიში _როცა მომუშავეს ეშინია რომ არ დაკარგოს სამუშაო.

2) საკუთარ საქმიანობაზე არასაკმარისი ზეგავლენა_საკუთარ საქმიანობაზე ზეგავლენის ხარისხი მკვლევათა აზრით მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სტრესულ მდგომარეობასთან.

3) როლურო გაურკვევლობა და როლური კონფლიქტი_ურთიერთშეუსაბამო მოლოდინები და დამოკიდებულებები იწვევენ როლურ კონფლიქტებს.

4) არახელსაყრელი სამუშაო გრაფიკი_ცვლებში სამუშაო და დაძაბული სამუშაო გრაფიკი იწვევს სტრესს.

შეიძლება აღვნიშნოთ რამდენიმე ქცევითი სიგნალი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ადამიანი გასცდა სტრესორების მიმართ საკუთარი გამძლეობის საზღვრებს.

▪სამუშაო_ხშირად უშვებს შეცდომებს, უჭირს გადაწყვეტილების მიღება, არ ასრულებს სამუშაოს ვადებში, არ ცხადდება შეხვედრებზე და არ ასრულებს სხვა ვალდებულებებს.

▪კოლეგებთან ურთიერთობა_არაეფექტურად აღიქვამს ხუმრობას, აჩვენებს გაუგებარ ან ზედმეტ უნდობლობას კოლეგების მიმართ.

▪პიროვნება_გამოიყურება დაღლილად, არ შეუძლია მოდუნება, არაფრის მიმართ არ იჩენს ინტერესს.

უნდა ითქვას, რომ ქალები უფრო მეტად ექვემდებარებიან პროფესიულ გადაწვას ვიდრე მამაკაცები, რადგან ქალებზე უფრო მეტი სტრესორი მოქმედებს.ასევე ქალებს არ აქვთ სოციალური მხარდაჭერა.

ასევე დადგინდა დადებითი კორელაცია განათლების დონესა და პროფესიულ გადაწვას შორის.

გამოყოფენ პროფესიული გადაწვის სამ ასპექტს:ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევის რედუქციას.

უნდა აღინიშნოს პროფესიული გადაწვის და ტვინის ურთიერთკავშირი.გადაწვა თრგუნავს ჯანსაღ პროფესიულ ზრდას და აუარესებს პიროვნულ და სოციალურ ფუნქციონირებას.მას შეუძლია დათრგუნოს კოგნიტური უნარები და ნეიროენდოკრინული სისტემები.საბოლოო ჯამში ამას მივყავართ თავის ტვინის ფუნქციონირებისა და ანატომიის ცვლილებამდე.გახანგრძლივებული სტრესის პირობებში ენდოკრინული სისტემა წყვეტს კორტიზოლის მაღალი დოზით გამომუშავებას და საბოლოოდ ყალიბდება ჰიპოკორტიკოლიზმი.

ერთ-ერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ იშემიური დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს პროფესიული გადაწვა წარმოადგენს.

შეიძლება თუ არა აღდგენა გადაწვის შემდეგ?_ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზე პასუხიც გამოჩნდა მ.ივენის, ბ.კეის და კ.ლისტონის კვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც გადაწვის დაზიანებები შეიძლება აღდგეს, რაც საკმაოდ იმედის მომცემი შედეგი იყო.

ორგანიზაციის როლი სტრესის შემცირებაში

პირველ რიგში_"საკადრო" გადაწყვრტილებებში შეიძლება კორექტირების შეტანა.

მეორე_შესაძლოა მხარდაჭერის პროგრამების შექმნა დასაქმებულთა ინფორმაციით უზრუნვრლყოფა, კონსულტირება, კორექტირება.რათა ობიექტირად შეაფასონ პოტენციური სტრესული სიტუაციები.

მესამე_შესაძლებელია ორგანიზაციაში მიღებული იქნას ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სტრესთან გამკლავების უნარების გაძლიერებას.ეს შედარებით გავრცელებული მიდგომაა.


0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან მერმანიშვილი
ქეთევან მერმანიშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0