x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80862
  • ვიდეო:333164
  • სურათი:438246
როგორ შევუცვალოთ არაყს ფერი

image
სუფრაზე გატანის წინ ხშირად ვცდილობთ მივცეთ არაყს სხვადასხვა ინგრედიენტების არომატი, შევუცვალოთ ფერი.


წინამდებარე სტატია დაგეხმარებათ თქვენი ფანტაზიის მრავალფეროვნების წარმოჩენაში.

1.არაყისთვის ყვითელი ფერის მისაცემად, ის უნდა დააყენოთ ზაფრანაზე.

2.არაყი წითლად შეიღებება ალუბლის, შინდის ან მოცვის წვნით.

3.არაყს მწვანე ფერი მიეცემა, თუ მასში ჩავყრით პიტნის ფოთლებს.ასე უნდა გავაჩეროთ ორ კვირას და შემდეგ გადავწუროთ.

4.არაყი იისფერს მიიღებს, თუ მას დავაყენებთ მზესუმზირას მარცვლებზე.

5.არაყში ნიგვზის ნაჭუჭები რომ ჩავყაროთ, მისი ფერი ყავისფერი გახდება.


2
251
1-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
251
  
2 მარტი, 13:26
კაგი იქნება მართლაც!
2 მარტი, 9:25
ყველაზე გემრიელი არყის ლიქიორის დაყენება:ბოთლში ჩაყარეთ მანდარინის და ფორთოხლის კანი დაჭრილი წვრილად,მოაყარეთ შაქარი და დაასხით ჭაჭა ნახევარმდე,ყოველ დღე შეარყიეთ და ერთი კვირის შემდეგ გაწურეთ ბინტში,მიღებული უკვე ყვითელი ჭაჭის სითხე ჩაასხით მუხის ათ ლიტრიან "ბოჭკაში" და შეავსეთ ჭაჭით,დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთხიდან-ხუთ წლამდე,შემდეგ მიხვდებით რა უგემრიელესი სასმელი გექნებათ,ასე ვამზადებდი 30 წელი,მთელი ჩემი დაქალები გიჟდებოდნენ ამ სასმელზე,ეს რეცეპტი მასწავლა ბებომ 1961-ში რომ ჩავდიოდი არდადაგებზე თბილისიდან გურიაში!!!
0 1 2