x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80872
  • ვიდეო:333171
  • სურათი:438284
ყავა და მისი მომზადების სხვადასხვა წესი

imageკარგი და გემრიელი ყავა რომ მოვამზადოთ, უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:ის უნდა მოვხალოთ ნელ ცეცხლზე, თან ხშრად ვურიოთ.ყავამ უნდა მიიღოს წაბლისფერი ფერი და არა შავი.ზედმეტად მოხალვის შემთხვევაში ყავა დაკარგავს ეთერზეთებს და მიიღებს მომწარო გემოს.მოხალული ყავა იმავე ტაფაზე არ დატოვოთ, გასაცივებლად დაყარეთ სუფთა ფიცარზე.

imageკარგად გაცივებული მოხალული ყავის მარცვლები ჩაყარეთ ჰერმეტულად დახურულ ყავის ჭურჭელში და შეინახეთ მშრალ ადგილას.

დაფქული ყავა შენახვისას ნაწილობრივ კარგავს თავის არომატს, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ უსუალოდ გამოყენების დროს დაფქვავთ, რამდენად უფრო წმინდად დაფქვავთ ყავის მარცვლებს, იმდენად მეტ ნაყენს მიიღებთ.კარგია, თუ ახლადდაფქულ ყავის მარცვლებს მოაყრით შაქრის ფხვნილს, ეს შეუნარჩუნებს მას არომატს.

1.ყავა რძით

image მოხარშეთ ყავა, დაასხით იმდენივე რძე“ერთხელ წამოადუღეთ, ჩაასხით ფინჯნებში და გაიტანეთ სუფრასთან ცხლად.შეიძლება ყავადანშივე შეატკბილოთ ან შაქარი გამოიტანოთ ცალკე ჭურჭლით.

2.შავი ყავა

imageშავი ყავის მოხარშვისას კარგი ნაყენი რომ მიიღოთ მოსახარშად განკუთვნლი ყავა გაყავით ორ ნაწილად, პირველ ნაწილს დაასხით ცხელი წყალი და ადუღეთ 3-4 წუთი, შემდეგ ჩაყარეთ შიგ მეორე ნაწილი ყავა და ურიეთ საწრაფად, ერთი წუთის შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ფინჯნებში და მიიტანეთ სუფრასთან.

3.ყავა- ნაყინითimage

ახლად მოხალული ყავის მარცვლები დაფქვით, მოხარშეთ, დააყენეთ ყავა, გაწურეთ და გააცივეთ.მაღალყელიან ჭიქებში ჩააწყვეტ ნაყინის რგოლები, ზედ დაასხით გაცივებული შავი ყავა და გაიტანეთ სუფრაზე.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0