x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნინო ქათამაძე და თამარ გვერდწითელი მოსკოვში იმღერებენ
image

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 28 მარტს ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი დაიგეგმა, რომელიც გავრცელებული ცნობით „Crocus City Hall“-ში გაიმართება.


„ნანი ბრეგვაძის ხავერდოვანი ხმა წლებთან ერთად მხოლოდ უკეთესი ხდება, ხოლო სიმღერები — გულშიჩამწვდომი", — ნათქვამია საკონცერტო დარბაზის განცხადებაში.


ნანი ბრეგვაძე სიმღერებს დიდი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.


ორგანიზატორების ცნობით, საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ცნობილი შემსრულებლები ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი, ნინო ქათამაძე და ეკა მამალაძე.



შეგახსენებთ, ახლახან, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ორდღიან ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ანსამბლები — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე ჯგუფი „მგზავრები" მონაწილეობდნენ.


ქართული კულტურის პირველი ფესტივალი ГрузияPLAY, სანქტ-პეტერბურგში დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში 17 და 18 თებერვალს ჩატარდა. ფესტივალს სოციალურ ქსელში ხანგრძლივი სარეკლამო კამპანია უძღვოდა, რომელიც საკმაოდ კრეატიულად დაიგეგმა და განხორციელდა.


ორიოდ კვირის წინ, კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ძმას არ უნდა უმღერო, რომელიც გირტყამს, ამიტომაც, მოსკოვში კონცერტების ჩატარების სურვილი არ ჰქონდა.

.

.
0
336
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0