x
მარტის თვე ზოდიაქოს ამ სამი ნიშნისთვის განსაკუთრებული იქნება

1. კიბო


image


თავგდასავლებისა და მოგზაურობის თვეა. მარტი მატერიალური თვალსაზრისითაც საუკეთესო იქნება თქვენთვის. კარიერაში წარმატებები გელით, სიახლეები თქვენს ადრინდელ მოლოდინებს გაამართლებს. შესაძლოა, ბიზნეს მოგზაურობაშიც მოგიწიოთ მონაწილეობის მიღება, რაც ერთიანად მოგწყვეტთ თქვენს ყოველდღიურ, ერთფეროვან რუტინას. შანსი გაქვთ, რომ სხვა ქვეყანაში დაიწყოთ მუშაობა. მუშაობის პროცესი კი ძალიან სასიამოვნო იქნება და ეს თქვენს საბანკო ანგარიშებზეც აისახება. საბოლოოდ ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს საერთოდ არ გეშრომოთ. მიეცით მარტის თვეს უფლება ყველა შესაძლებლობა გამოგაყენებინოთ, მუხედავად იმისა თუ რამდენჯერ მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ბოლოს არ ინანებთ.

2. ქალწული


image

მეოცნებე და რომანტიკული ნეპტუნი თქვენს ცხოვრებას სიყვარულით აავსებს. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, მაშინ ბოლომდე ეცდებით აჩვენოთ საყვარელ ადამიანებს რამდენს ნიშნავენ ისინი თქვენთვის. ეს თვე საუკეთესოა იმისთვის, რომ გააოცოთ თქვენი პარტნიორი მოგზაურობით, კარგი საჩუქრით ან უბრალოდ გამოიჩინოთ იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე ჩვეულებრივ იჩენთ ხოლმე. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მაშინ მოემზადეთ ახალი რომანისთვის, რომელიც საკმაოდ შესამჩნევი იქნება.
განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს მიიზიდავთ, რომლებიც არტისტულები და მორწმუნენი არიან და უნდათ, რომ მათი შეხედულებები თქვენც გაგიზიარონ. აუცილებლად შეიძენთ ახალ მეგობრებს. ასე რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს თვე. ნუ იჯდებთ სახლში და დაიმალებით. სამყაროს თქვენი ხილვა სურს!

3. თევზები


image


პლანეტების უმრავლესობა თქვენს "რუკაზე" აღმოსავლეთის მხარესაა განლაგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის ძლიერი პერიოდი გექნებათ. როგორ წესი, თქვენ ყოველთვის გასცემთ რაიმეს, გსურთ სხვებს დაეხმაროთ, მაშინაც კი თუ ხარჯი დიდია. სწორედ ამიტომ, პლანეტები ახლებურად განლაგდნენ, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი თავი ოდნავ მაინც შეიყვაროთ სხვებზე მეტად. ამ თვეში გექნებათ შესაძლებლობა ის აკეთოთ, რაც გინდათ და სადაც გინდათ, მიუხედავად იმისა, თუ რა რეაქციას გამოიწვევს ეს ხალხში. იფიქრეთ ყველაზე სანუკვარ ოცნებებზე და იზრუნეთ, რომ ისინი რეალურად ახდეს. დროა, რომ გარკვეული ზღვრები დაუწესოთ სხვებს და საკუთარ თავზე ორიენტირდეთ.

0
751
1-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0