x
ღვინო და თანამედროვე პოეზია ბათუმში - ALLWINE.GE ბიბლუსთან ერთად ღონისძიებათა სერიას აგრძელებს
image

3 მარტს, ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ონლაინ მაღაზია და მედია პორტალი allwine.ge წიგნის მაღაზიათა ქსელ ბიბლუსთან ერთად, ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო ღონისძიებათა სერიას აგრძელებს: "ღვინო და ...". ამჯერად ღონისძიება ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება.

შეხვედრის თემა "ღვინო და თანამედროვე პოეზიაა". ღონისძიების სტუმრები რეზი ჟორჟიკაშვილი და ირაკლი ფაღავა იქნებიან.

შეხვედრის მეორე ნაწილში კი საღამოს სასიამოვნო მუსიკით მუსიკალური ბენდი Road Radio გააფორმებს. ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში" დაგეგმილი ივენთის კიდევ ერთი მასპინძელი, იტალიურ კაფე "Piatto"- სთან ერთად, ღვინის კომპანია - "თბილღვინოა", რომელიც სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდება.


დასწრება თავისუფალია, დეგუსტაცია კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0