x
image
natia.a
ხეხილის ჯუჯა ხეები ქოთანში - დაუჯერებელია, მაგრამ უკვე შესაძლებელი!
image

ოთახის პირობებში გაზრდილი ლიმონითა და ფორთოხლით დღეს უკვე ვერავის გააკვირვებს ადამიანი. მაგრამ რა იქნება თუ ოთახში, ქოთანში ულამაზესი ვაშლებით, მსხლებით, ქლიავითა თუ ატმით დახუნძლული პატარა ხეებსაც გავახარებთ?


image


ჯუჯა ხეების გამოყვანის ხელოვნება, იგივე ბონსაი, ჩინეთში გაჩნდა, იაპონიაში დაიხვეწა და დღეს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. თუმცა ამჯერად ვისაუბრებთ არა დეკორატიულ ჯუჯა ხეებზე, არამედ ჯუჯა ხეხილზე.

მებაღეობაში სრულიად ახალი მიმართულებაა ნაყოფის მომცემი ჯუჯა ხეების გამოყვანა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ხეხილის ბაღი გექნებათ პირდაპირ აივანზე ან ტერასაზე ქოთნებში...



image

ეს პაწაწუნა ხეები იზრდება მაქსიმუმ 1, 20 მ-ზე, მაგრამ მათი ნაყოფი არც არომატით და არც გემოთი არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი ხეების ნაყოფს. უფრო მეტიც კლასიკურ ჯიშებთან შედარებით გაცილებით უხვმოსავლიანია და უფრო დიდი ზომის ნაყოფსაც იძლევა.


image


თუმცა ამგვარი ხეები მეტ ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია არანაკლებ 30 ლიტრიანი ქოთანი, ხოლო ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი და ჰაერგამტარი.


image


ქოთანში აუცილებელია დრენაჟის არსებობა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის მოკავება და ფესვების დალპობა.


image


უკვე ჩარგული ხეები უნდა განთავსდეს მზიან ადგილზე, სადაც არ იქნება ორპირი ქარი. ამგვარი ხეები განსაკუთრებით ცუდად იტანენ სიცივეს, ამიტომ პირველივე ყინვების დროს ხე გადატანილი უნდა იქნას დახურულ, თბილ შენობაში. ყოველწლიურად აუცილებელია ხეების გასხვლა ლამაზი გვირგვინის შესაქმნელად.


image


ჯუჯა ხეების მთავარი სუსტი წერტილია სუსტი ფესვთა სისტემა. საკმარისია ოდნავ ძლიერი ქარი, რომ ჯუჯა ხეხილის ხე წააქციოს. ხშირად ამგვარი ხე საკუთარი ნაყოფის წონასაც კი ვერ უძლებს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯუჯა ხეხილი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო დიდი ზომის ნაყოფს იძლევა. ამიტომ აუცილებელია დამატებითი საყრდენი.


image


მიუხედავად ამისა, რეგულარული მორწყვისა და სასუქის (განსაკუთრებით კალიუმისა და აზოტის შეცველის) დამატების პირობებში მშვენიერი ჯუჯა ხეები აუცილებლად გაგახარებთ უხვი და გემრიელი მოსავლით.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ოთახის მცენარეები, რომლებსაც სახლში წარმატება და ჯანმრთელობა შემოაქვთ - გაითვალისწინეთ!image


2. რისგან მზადდება მანანის ბურღული და რატომ არ არის ბევრისთვის რეკომენდირებულიimage


3. როგორ ვაქციოთ აივანი ცალკე ოთახად - იდეები პატარა ბინისთვისimage


4. მარტივი საშუალება, რომელიც ავეჯს დამტვერვისგან დიდი ხნით დაიცავს - გამოსცადეთ!image


5. თუ თქვენი სასაპნე ხშირად ისვრება საპნის ნარჩენებით, ეს ხერხი გამოგადგებათ (+ ვიდეოინსტრუქცია)image

6. თეთრი ბალი უფრო სასარგებლოა თუ წითელი? - ის, რასაც ბევრი არ ითვალისწინებს!image


7. სინამდვილეში რა არის და რა თვისება აქვს ენდროს - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!image

3
1593
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1593
  
2019, 12 მაისი, 12:51
მინდა შევიძინო ჯუჯა ხილის ხეები გარგარი,ბალი ვაშლი მსხალი და ატამი სად შეიძლება შეძენა
2019, 12 მაისი, 11:54
თბილისში სად შევიძენ ჯუჯა ხილის ხეებს ბალს მსხალს გარგარს,ატამს
2018, 16 აპრილი, 1:12
საქართველოში სად შეიძლება მოვიძიო ჯუჯა ხეხელის ნერგები?
0 1 3