x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგია - განვითარება და მკურნალობა

სიკვდილიანობის მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები მეორე ადგილზეა.

image

კიბო ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია უჯრედების ნორმალური ზრდის მაკონტროლებელი მექანიზმები და იწყება უჯრედების უკონტროლო დაყოფა, რაც იწვევს უჯრედთთა გაზრდილი მასის შექმნას.ბალანსის დარღვევასთან ერთად შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერპლაზია. დასაწყისში იგი შეიძლება გარდაიქმნას კეთილთვისებიან, ხოლო შემდეგ ავთვისებიან სიმსივნედ.

სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, ქალთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა, თუმცა მამოლოგიის განვითარებამ საგრძნობლად გაზარდა კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და განკურნების შესა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მატების ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება.

image

სამწუხაროდ, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 4500 ახალ შემთხვევას აღემატება.

კიბოს განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, რომლებსაც თან სდევს ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის კერების გაჩენა. ასეთი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებსაც არცთუ იშვიათად განაპირობებს საკვერცხეების დაავადება, ხშირი აბორტი, ძუძუთი ბავშვის არასწორი კვება, ჩიყვი და სხვა. ძუძუს კიბოს განვითარების თვალსაზრისით განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ანატომიურ-ემბრიოლოგიურ გადახრებს - ჯირკვლოვანი ქსოვილის დამატებითი წილებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის (სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის) არსებობას.

კიბოს ტიპური სიმპტომებია:

—კანის ფიქსაცია;

—დანაოჭება და ჩაღრმავება სიმსივნური წარმონაქმნის ზემოთ;

—ძუძუსთავის დეფორმაცია და ჩაბრუნება.

ძუძუს კიბოს, უწინარეს ყოვლისა, ახასიათებს სარძევე ჯირკვალში ისეთი სიმსივნური კვანძების წარმოქმნა, რომლებსაც მკვეთრი საზღვრები არ გააჩნია. ამასთან ერთად, ხშირია ჯირკვლის მდებარეობის შეცვლა .

სარძევე ჯირკვლის კიბოს მიმდინარეობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში - ქალის ჰორმონულ სტატუსსა და ასაკზე. ახალგაზრდა ქალებში იგი სწრაფად მიმდინარეობს და ძალიან სწრაფად იძლევა შორეულ მეტასტაზებს, მოხუცებს კი სარძევე ჯირკვლის კიბო შესაძლოა 8-10 წელიც კი მეტასტაზირების გარეშე ჰქონდეთ, რაც ორგანიზმის დაბერებით აიხსნება.

განასხვავებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს რამდენიმე ფორმას: მასტიტის მსგავსს, წითელი ქარის მსგავსს, ჯავშნისებურს და პეჯეტის კიბოს.

მკურნალობა

რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია - 3-4 თვიდან 1 წლამდე, შესაძლოა 5 წლამდეც.

საწყის სტადიაში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მცირე ზომისაა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ აღინიშნება, ტარდება ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ, რადიკალური ძუძუშემანარჩუნებელი მასტექტომია. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 5 სმ-ზე მეტია, კანის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტრაცია, ხოლო იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები შეიმჩნევა, ინიშნება კომბინირებული მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება ქიმიო- და სხივური თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. მაგრამ ყველა პაციენტს მკურნალობა ენიშნება ინდივიდუალურად.

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0