x
image
მანჩო 777
სტიქია, რომელიც ადამიანმა უხსოვარი დროიდან მოათვინიერა - საინტერესო ფაქტები ცეცხლის შესახებ
ჩვენ სამყაროში ოთხი უდიდესი სტიქიაა გამეფებული: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. ადამიანთა უმეტესობისათვის სწორედ ცეცხლი წარმოადგენს ბუნების ყველაზე დიდ გამოცანას. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ამ მაგიურ ბუნებრივ მოვლენას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. მისი ეშინოდათ, მას თაყვანს სცემდნენ, ცდილობდნენ მის მოთვინიერებას...მიუხედავად მისტიკური თვისებებისა, რომელსაც ცეცხლს მიაწერდნენ, ამ საოცარ სტიქიასთან დაკავშირებულია რეალური ფაქტები, რომლებიც მეცნიერების მიერაა მოპოვებული.




image



ცეცხლი - საოცარი ბუნებრივი მოვლენაა. მას შეუძლია ადამიანს დიდი დახმარება გაუწიოს, მაგრამ ამავე დროს ხელეწიფება გაანადგუროს თავის გარშემო ყოველივე ცოცხალი.... ადამიანმა უხსოვარი დროიდან მოათვინიერა ცეცხლი, მაგრამ ის თავის თავში მაინც ინახავს ბევრ საიდუმლოს. მოდით, გავეცნოთ მის რამდენიმე თვისებას და გამოყენების ხერხებს, რომელიც ბევრი თქვენგანისათვის უცნობია.




image




1. ცეცხლი სხვა არაფერია, თუ არა სწრაფი ქიმიური რეაქციის შედეგი




image



მსაგავსი სითბური რეაქციის განხორციელება რამდენიმე გზით შეიძლება, მაგრამ მათგან ყველაზე მარტივია საწვავის გამოყენების ხერხით ცეცხლის მიღება. სწორედ საწვავის და ჟანგბადის ურთიერთქმედებით ხორციელდება წვის პროცესი, მაგრამ მთავარია ისიც, რომ საწვავმა უნდა მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. მაგალითად, ქაღალდის დასაწვავად საჭიროა მასთან მივიტანოთ ანთებული ასანთი. როცა ქაღალდი საკმარისად გაცხელდება, ის წვას დაიწყებს და შესაბამისად, განხორციელდება ქიმიური რეაქცია.



2. ცეცხლი-როგორც დალაქი



image



ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან ცეცხლი გამოიყენებოდა, როგორც პარიკმახერის ინსტრუმენტი. დედოფალი სწორედ ცეცხლის საშუალებით იმოკლებდა თმებს. ეს პრინციპი ბევრი თანამედროვე სტილისტისთვისაც არაა უცხო. "ცეცხლით თმის შეჭრა" ახლაც ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. დადგენილია, რომ ცეცხლი ამაგრებს თმებს და იცავს მას მსხვრევისაგან. უძველესი ეგვიპტური ტრადიცია აღადგინა იაპონელმა პარიკმახერმა ხასეგავამ 1976 წელს, გამოიყენა რა მუშაობის დროს «fire cut» და შოკში ჩააგდო თავის კლიენტები, როცა თმების შეჭრა გაზის პატრუქისა და რკინის სავარცხლით დაიწყო. ხასეგავა ამტკიცებს, რომ ცეცხლით თმის ბოლოების დამუშავება ერთადერთი გამოსავალია თმის გაყოფილი ბოლოების მოსაცილებლად, რადგან ცეცხლი პირდაპირ ახდენს თმის ძირების შედუღებას.



image



მაგრამ არსებობს მეორე, გაცილებით ექსტრემალური მეთოდი თმების ცეცხლით შესაჭრელად: ამ დროს მაკრატლის მაგივრად გამოიყენება დასპირტული ჩინური ჯოხები, რომლებითაც იჭერენ და აფიქსირებენ თმის გარკვეულ ნაწილს. შემდეგ ჩხირებს ცეცხლს უკიდებენ და ასე ახდენენ თმის მოჭრას. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ამ დროს თმის სიგრძე 35 სმ - ზე ნაკლები არ უნდა იყოს, თორემ პარიკმახერი უბრალოდ ვერ მოასწრებს ცეცხლის ჩაქრობას და ის მთელ თმას მოედება. წარმოგიდგენიათ, რამოდენა ნდობა უნდა გქონდეთ პარიკმახერისადმი, რომ ამ პროცედურის ჩატარება გაბედოთ. სილამაზე ნამდვილად მსხვერპლს მოითხოვს.


ამ სავარძელში ჩაჯდომას ნამდვილად ვერ გავბედავდი




3. ცეცხლი-დინოზავრების მკვლელი



image



ოფიციალური ვერსიით, გიგანტური მეტეორიტის დედამიწაზე ჩამოვარდნის შემდეგ-ეს იყო 65 მილიონი წლის წინათ, დედამიწის ზედაპირიდან ავარდნილმა მტვერმა ათეული წლების განმავლობაში დაფარა ატმოსფერო, ის არ ატარებდა მზის სხივებს დედამიწისაკენ და სწორედ ეს გახდა მიზეზი დიდი გამყინვარებისა, რამაც, თავის მხრივ, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. მაგრამ მეცნიერებმა ამ ცოტაოდენი ხნის წინ დიდი რაოდენობით ფერფლი აღმოაჩინეს ნიადაგის იმ ფენაში, რომელიც მეტეორიტის ჩამოვარდნის პერიოდს შეესაბამება. სწორედ აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე საშინელი ხანძარი მძვინვარებდა.

უზარმაზარი რაოდენობით თბური ენერგიის გამოყოფა, რომელიც მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია, აგრეთვე ცხელი გაზების წარმოქმნა იყო ამ გლობალური ხანძრის მიზეზი. ეს კატასტროფა შეიძლება შევადაროთ ერთდოულად რამდენიმე ატომური ბომბის აფეთქებას. სწორედ აქედან მოდის ის აზრი, რომ დინოზავრები შიმშილისა და სიცივის კი არა, ხანძრის გამო დაიღუპნენ-ისინი უბრალოდ დაიწვნენ ცეცხლში.



4. მცენარე, რომელსაც ცეცხლი ეკიდება



image



რუსეთის ტერიტორიაზე ხარობს უცნაური ჭაობის მცენარე, თუ ივლისის ცხელ დღეს მის სიახლოვეს ანთებულ ასანთს მივიტანთ, მას იმწამსვე მოეკიდება ცეცხლი- ლურჯი ალი წამით აინთება და შემდეგ მყისიერად ჩაქრება. ამ დროს იწვება მცენარის მიერ გამოყოფილი ეთერზეთები, რომლებიც შეიცავენ აალებად ნივთიერება ანეთოლს, რომელსაც აქვს დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. ეთერზეთები ძალიან ტოქსიკურია და შორი მანძილიდანაც კი შეუძლია კანის ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს.



image



არის შემთხვევები, როცა ეს მრავალწლიანი ბუჩქი თავისთავად აალდება მზის სხივების ზეგავლენით. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროს მცენარე არ ზიანდება და ის აბსოლუტურად საღი რჩება აალების შემდეგაც კი.



5. ალმასების წარმოშობა ცეცხლისაგან



image



როგორც ცნობილია, ალმასი - უბრალო ხის ნახშირია, რომელიც მილიონი წლების განმავლობაში განიცდიდა კრისტალიზაციას. მეცნიერებს მუდამ აწუხებდათ კითხვა- შესაძლებელია თუ არა, რომ შევამციროთ დრო და შედარებით მოკლე ვადაში მივიღოთ ეს ძვირფასი ქვა და აი, ცოტაოდენი ხნის წინათ აღმოჩენილ იქნა, რომ სანთლის წვის დროს მის ალში წარმოიქმნება ალმასის უმცირესი ნაწილაკები, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ნაწილაკებს დიდი დღე არ უწერიათ, ისინი მაშინვე იწვებიან ცეცხლის ალში, გარდაიქმებიან რა ნახშირმჟავა გაზად.



image



ალმასისათვის კრიტიკული ტემპერატურა 800 გრადუსია, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ის კარგავს თავის სტრუქტურას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში შეძლებენ ცეცხლისაგან ალმასის მიღებას, თუმცა დღესდღეობით ეს შეუძლებელია.



6. კეთილშობილი ანუ ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა



image


ყოველწლიურად აღდგომის წინაღამეს ქრისტეს საფლავზე ხდება ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა. ეს ფაქტი ყველა ქრისტიანის თუ არაქრისტიანისთვისაა ცნობილი და სასწაულადაა აღიარებული ქრისტიანობაში. ცეცხლის გარდამოსვლა ყოველთვის იყო მეცნიერებსა და რელიგიის მსახურებს შორის დავისა და კამათის თემა. ცოტაოდენი ხნის წინათ ერთ რუს მეცნიერს მიეცა საშუალება მცირე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა ტაძარში, სადაც ეს პროცესი ხდება. რა თქმა უნდა, ექსპერიმენტი ჩუმად, ოფიციალური ნებართვის გარეშე ჩატარდა: ფიზიკოსის მიერ ტაძარში დამონტაჟებულმა სპეციალურმა აპარატურამ ცეცხლის ანთების დროს დააფიქსირა ელექტრული განმუხტვა, რომლის სიმძლავრე საყოფაცხოვრებო შედუღების აპარატის სიმძლავრის ტოლი იყო, თუმცა ამ განმუხტვის წარმოშობის მიზეზს მეცნიერი ვერ ხსნიდა. "თუ თქვენ მე, როგორც მეცნიერს, შემეკითხებით, მოხდა თუ არა სასწაული, მე გიპასუხებთ: არ ვიცი", -განაცხადა ფიზიკოსმა.



image



ღვთაებრივი გარდამოსვლის გარდა ამ ცეცხლს კიდევ ერთი უცნაური თვისება აქვს: ანთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ის დამწვრობას არ იწვევს. ზოგიერთი მეცნიერი ამას სასწაულს კი არა, ეგრეთწოდებულ "ცივ ცეცხლს" უწოდებს. ასეთი ცეცხლი ფართოდ გამოიყენება პიროტექნიკაში. მაგალითად, ალი, რომელიც წარმოიშობა ეთილის სპირტის, ბორმჟავის, მარილმჟავისა და გოგირდმჟავის ნარევის აალებისას, სწორედ ასეთი თვისების მატარებელია: სანამ მჟავები იწვიან, კანი სავსებით უგრძნობია ალის მიმართ, მაგრამ როცა უკვე წვას დაიწყებს ეთილის სპირტი, მაშინ შესაძლებელია კანი სერიოზულად დაზიანდეს. ასე რომ, მკვლევარები ცდილობენ ყველაფერს მეცნიერული ახსნა მოუძებნონ და ის, თუ ვინ არის მართალი ამ დავაში და მეცნიერულ აზრს ემხრობით თუ რელიგიურს-ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.




1
302
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
302
  
2018, 1 მარტი, 20:38
ესეთ მშვენიერ სტატიას 62 ნახვით ცოტა არ იყოს არ შეშვენის
0 1 1