x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80840
  • ვიდეო:333143
  • სურათი:438217
,,ვეფხისტყაოსნის'' უძველესი ხელნაწერები


image



“ვეფხისტყაოსანი'' ის პოემაა, რომელმაც დროს გაუძლო. სხვადასხვა ეპოქაში მას განსხვავებულად ებრძოდნენ, ანადგურებდნენ. მრავალი ძვირფასი ხელნაწერი დაიკარგა, ზოგი კი სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს მიჰქონდათ საზღვარგარეთ. ამის მიუხედავად მან ჩვენამდე მოაღწია, თუმცა არასრულყოფილი სახით.

პოემის ცალკეული ფრაგმენტები მხოლოდ XV საუკუნიდან მოგვეპოვება. ჩვენამდე მოღწეულია “ვეფხისტყაოსნის'' 100-ზე მეტი ხელნაწერი. გადამწერთა ვინაობა უმეტეს შემთხვევაში უცნობია, ცნობილია მხოლოდ რამდენიმე პირი ანდერძებისა და მინაწერების მიხედვით. თითოეულ ხელნაწერს თავისი საინტერესო თავგადასავალი აქვს.



მოგიყვებით რამდენიმე მათგანზე:


image


1.მამუკა თავაქარავილის ნუსხა – ეს არის ვეფხისტყაოსნის უძველესი თარიღიანი ხელნაწერი(1646 წ.). გადამწერი მამუკა თავაქარაშვილი იყო იმერეთის მეფის მდივანი, კალიგრაფი, პოეტი. ის თურმე ტყვედ ყავდა ლევან დადიანს და სწორედ ტყვეობის დროს გადაუწერია პოემა.

ეს ხელნაწერი გამოირჩევა იმით, რომ შეიცავს სხვადასხვა ჩანართებს, ჩანაწერებს, დართული აქვს 39 მინიატურა, რომელიც სპარსული ხელოვნების პრინციპების დაცვითაა შესრულებული. გარდა პოემის სცენებისა, აქ წარმოდგე

ნილია ავტორის, გადამწერის პორტრეტები. ყველაზე წინ კი ლევან დადიანის პორტრეტია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წიგნი მისი დაკვეთითაა გადაწერილი და მოხატული. პირველი ცნობები ამ ხელნაწერის შესახებ ეკუთვნის იონა მეუნარგიას. ამჟამად ხელნაწერი დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. image


2. არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს მეორე ხელნაწერს, რომელიც გიორგი XI-თვის არის გადაწერილი 1680 წელს. მისი გადა მწერია მწერალი და მეფის მდივანი ბეგთაბეგ მარტიროზაშვილი.ხელნაწერი გამოირჩევა მდიდრული გაფორმებით, ჩარჩოებით და ა.შ. წიგნი მთლიანად ტყავის ყდაშია ჩასმული.

ეს არის კარგად შემონახული და ერთ-ერთი საუცხოო ხელნაწერი. მისი ისტორია ნამდვილად საბედისწეროა-ის ჯერ მოსკოვში მოხვდა, სადაც შეიძინა კახეთის სახლთუხუცესმა ქაიხოსრომ, შემდეგ ყაზახიშვილების ოჯახის საკუთრება გამხდარა, ამ ოჯახის შვილები კი სწავლობდნენ იმ სკოლაში, რომლის გამგეც მაშინ ექვთიმე თაყაიშვილი იყო. ექვთიმე დაინტერესდა ამ შესანიშნავი ხელნაწერით, ითხოვა ის, შეისავლა და ბოლოს 100 მანეთად იყიდა კიდეც. ბევრი თავგადასავლის ბოლოს ექვთიმეს წყალობით ხელნაწერი დაუბრუნდა სამშობლოს და დღეს ის ხელნაწერთა ფონდს ამშვენებს.

image




3. ე.წ. ზაზასეული ხელნაწერი- ერთ-ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი ხელნაწერია. ზაზასეული ეწოდება იმიტომ, რომ მისი პირველი მფლობელი იყო სარდალი ზაზა ციციშვილი. ის გადაწერილია XVII ს-ის 60-იან წლებში ზაზას დაკვეთით იოსებ თბილელის მიერ. მას პოემაში ჩაურთავს თავისი სტროფები, სულ 65 სტროფი. ასევე შეიცავს ნანუჩა ციციშვილის ჩანართებს. ტექსტი მოთავსებულია ოქროს ჩარჩოში და აშიები შემკულია ყვავილოვანი გრავიურით.

ეს ხელნაწერი საყურადღებოა იმით, რომ მას დართული აქვს რუსთაველის პორტრეტი, სადაც ის აღმოსავლურ ყაიდაზე ზის და საერო ტანსაცმელშია გამოწყობილი.

ზაზა მდიდარი ფეოდალი იყო, ის გამოდიოდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ და ამიტომ მისი სახლი დაარბიეს, წაართვეს ძვირფასეულობა, ძველი წიგნები, მათ შორის იყო ეს ხელნაწერიც. ხელნაწერი მეფის ოჯახში გადავიდა, ჯერ ლევან ბატონიშვილთან და შემდეგ ის ვახტანგ მეექვსის ხელში გადავიდა.პოემის პირველი ბეჭდური გამოცემის მომზადებისას თურმე სწორედ ეს ხელნაწერი იყო ვახტანგის ძირიტადი დასაყრდენი.

image



სამწუხაროდ, დღესაც ვეფხისტყაოსნის რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი საზღვარგარეთაა დაცული, მაგალითად:ორი-ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპისეულ კოლექციაში, ერთიც პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.





თათია ბუღათრიშვილი.

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0