x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სტიგმა და სტერეოტიპები, რა გარდაქმნის სტიგმას სტერეოტიპად

image

სტიგმა ტრადიციულად განისაზღვრება როგორც ნიშანი, მარკა, რომელიც ხაზს უსვამს მფლობელის დეფექტურობას და ნაკლებად ფასეულობას, ღირებულებას „ნორმალურ“ ადამიანთან შედარებით. გოფმანი გვთავაზობს სტიგმის ან სტიგმატიზაციის პირობების დიფერენციაციას შემდეგნაირად: 1. ტომობრივი/გვაროვნული(რასა, სქესი, რელიგია, ეროვნება), 2. ინდივიდუალური ნაკლოვანებები( მენტალური დარღვევა, დამოკიდებულება ნარკოტიკზე, სასმელზე და ა.შ, უმუშევრობა), 3. სხეულის ზიზღი(ფიზიკური დეფექტები და დეფორმაცია). Crocker, major, and steel-ის აზრით, სტიგმატიზირებული პირები ფლობენ(ან ფიქრობენ, რომ ფლობენ) ისეთ თვისებებსა და მახასიათებლებს, რომლებიც გაუფასურებულია კონკრეტულ საზოგადოებაში და საკუთარი თვითაღქმის წყაროდაც მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, სტიგმის მთავარი ნეგატიური გავლენა გამომდინარეობს არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ შედეგებიდან. რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც სტიგმატიზირებულზე, ასევე მასტიგმატიზირებელზე.

დაკვირვებადი ფიზიკური მახასიათებლის გადატანა და მისი განზოგადება პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებზე, სტერეოტიპირების მთავარი ასპექტია. სტერეოტიპები ოდითგანვე გაუმართლებლად მიიჩნეოდა, ვინაიდან ისინი მცდარ ინტერპრეტაციას, გადაჭარბებულ რიგიდულობას, განზოგადებას, ცრურწმენებს და დისკრიმინაციული ქცევის რაციონალიზაციას გულისხმობენ. რაც მთავარია, სტერეოტიპები ხელს უწყობენ აღმქმელს, მარტივად ახსნან სხვების ქცევები ისევ და ისევ საკუთარი მოტივაციიდან გამომდინარე. ამ ყოველივეს ფუნდამენტური ფუნქცია კი აღმქმელის თვითშეფასებისა და უპირატესობის ამაღლება-განმტკიცებაა.

ზემოთ ნახსენები კლასიფიკაციის მიხედვით, აღმქმელის(ვინც ახდენს სხვის სტიგმატიზაციას) პერსპექტივიდან სტერეოტიპი დაკავშირებულია ტომობრივ სტიგმასთან. სტერეოტიპი გულისხმობს გარკვეული რაოდენობის მოგონილ, შეთხზულ მახასიათებლებსა და თვისებებს, რომელიც გარკვეული ტიპის ჯგუფს ან ადამიანს მიესადაგება. სტერეოტიპი სტიგმატიზაციის ფარგლებშია მოქცეული, ვინაიდან აღმქმელიის პასუხი/რეაქცია არ არის მხოლოდ ნეგატიური( გაუფასურებული იდენტობის ზიზღი) არამედ ეს სპეციფიკური მახასიათებლების ერთობლიობა მოგონილია, რომ არსებობდეს იმათ შორის, ვინც მსგავს სტიგმას იზიარებს( სტიგმა იწვევს სოც. იდენტობას).


ინდივიდუალურ ნაკლოვანებებს თუ გავითვალისწინებთ, სტიგმა ასევე მოიცავს სტერეოტიპს. მაგალითად, მენტალური დარღვევის მქონე ადამიანები მიიჩნევიან, როგორც ნეგატიური მახასიათებლების მატარებლებად. ის ადამიანები, ვინც ფსიქოლოგიურ კონსულტირებას მიმართავს, ხალხში აღიქმებიან, როგორც დამცინავი, უხერხული, არასაიმედო და ასოციალური. ამიტომ ნეგატიურად აღქმის შიში აიძულებს მათ არ მიმართნ კონსულტანტს.

ამის საწინააღმდეგოდ, სხეულის ზიზღი (სახის დეფექტები, სიბრმავე, უნაყოფობა) ნაკლებად ასოცირდება კონკრეტული სახის პიროვნულ მახასიათებლებთან. აღმქმელები იზარებენ რწმენებს, რომ სხეულის დეფექტების მქონე პირები მიმზიდველები არ არიან, რომ უსინათლოებს არ შეუძლიათ დანახვა, უნაყოფოთ კი ბავშვის ყოლა, მაგრამ სხვა მხრივ მათ უსაზღვრო შესაძლებლობებს არღარ ითვალისწინებენ. რწმენები ამ განმსაზღვრელი თვისებების შესახებ რა თქმა უნდა ნეგატიურია და მათი მფლობელებიც აღიქმებიან როგორც გაუფასურებული, ღირსებაშელახული პირები. „ნორმალური“ ადამიანები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სტიგმის მატარებელი პიროვნებები უბედურნი არიან და უბედურებასთან დაკავშირებულ სხვა თვისებებსაც მიაწერენ. ფიზიკური სტიგმა ხელს უწყობს შეგუებას და სტიგმატიზირებული ადამიანებიც ამ დამღით აგრძელებენ ცხოვრებას.

რომ შევაჯამოთ, მართალია სტიგმატიზირება და სტერეოტიპები ერთმანეთთან ახლოა, მაგრამ იდენტურები არ არიან. ხანდახან სტიგმატიზირება სტერეოტიპების დაქვემდებარებაში მოდის. ჯონასი და კოლეგები თვლიან, რომ ასეთ ძლიერი ტენდენცია, სტიგმატიზაციის რეაქციები სტერეოტიპის მიმართულებით გადავიდეს, გამოწვეულია ადამიანთა მისწრაფებით, ამგვარად ახსნან ნეგატიური დამოკიდებულებები. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული სტერეოტიპების განვითარება/გამოვლენა ხდება უფრო სოციალურად იდენტიფიცირებულ ჯგუფებში( tribal and blemishes) რათა ახსნან რასისტული გამოვლინებები და უნარშეზღუდულთა თავიდან აცილების ქმედებები.
image

რა გარდაქმნის სტიგმას სტერეოტიპად?

მკვლევარებმა აღმოაჩინეს რიგი კოგნიტური და მოტივაციური ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობენ სტერეოტიპების განვითარებას. მაგალითად, როცა სტიგმა მოიცავს ფიზიკური და სოციალური ფაქტორების განსხვავებას, ეს ფაქტორები ხელს უწყობენ სოციალური კატეგორიზაციის წარმოქმნას. ერთ კატეგორიზაციაში გაერთიანებული პირები ერთმანეთის მსგავსნი არიან და ასე ქმნიან მათი ჯგუფუსთვის დამახასიათებელ პროტოტიპს. ამის გამო მოცემულ ჯგუფსა და სხვა ჯგუფს შორის განსხვავება გაზვიადებულად აღიქმება. სოციალური კატეგორიზაცია გულისხმობს როგორც ინფორმაციის შემცირებას, ასევე გაზრდასაც, განზოგადებას. რაღაც ინფორმაცია კონკრეტული პირის შესახებ იკარგება ხოლმე, მაგრამ რაღაც ინფორმაცია ხდება მთელი ჯგუფისთვის საერთო მახასიათებელი(ხშირად შეცდომით). ასევე სოციალური კატეგორიზაცია გავლენას ახდენს ინფორმაციის გადამუშავებაზე, შენახვასა და აღდგენაზე, ქცევის ინტერპრეტირება-ახსნაზე. ეს ეფექტები განსაკუთრებით ძლიერია, როცა სამიზნე პირი ფლობს გამოკვეთილად განსხვავებულ მახასიათებელს.

მოტივაციურ დონეზე, სტერეოტიპები აღმქმელს საკუთარ თავზე წრამოდგენის ამაღლებაში ეხმარება. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც საკუთარ ღირსებას და უპირატესობას საფრთხე ემუქრება, მაშინვე აქტიურდება სტერეოტიპები და ნეგატიური დამოკიდებულებები სამიზნის მიმართ, რათა აღდგეს საკუთარი აღმატებულობის განცდა. ასევე სტერეოტიპები შეიძლება იყოს მოტივაციური წარმონაქმნები, რომლებიც გამომდინარეობს მოთხოვნილებიდან, შეუნარჩუნოს სტატუს კვო საკუთარ ჯგუფს. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ვინაიდან ადამიანები მოტივირებულნი არიან, აღიქვან სამყარო როგორც სამართლიანი, ისინი ჯგუფების განსხვავებულ სტატუსს მათივე მახასიათებლების განსხვავებულობით ხსნიან, პროცესით, რომელიც განამტკიცებს სტერეოტიპებს. მოტივაციური პერსპექტივიდანვე ვასკვნით, რომ სტერეოტიპები თვითდამკვიდრებადი ფენომენია. ის ასპექტები, რომლებიც ზრდიან ადამიანის თვითშეფასებას, ასევე აუმჯობესებს მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არის ყველზე მისაღები და შეთვისებული გარშემომყოფთათვის.

საინტერესოა რა ფაქტორები უწყობს ხელს სტერეოტიპების გავრცელებაში? ერთ-ერთი არის „ჯგუფურობის“ ფაქტორი. იმდენად, რამდენადაც სტიგმა დაკავშირებულია კონკრეტული ჯგუფის წევრობასთან, სტერეოტიპებიც მალევე იჩენს თავს. ეს არის მოსალოდნელი შემთხვევა, როცა ადამიანთა რაიმე კატეგორიაში ყოფნამ შესაძლოა უამრავი ინფორმაცია მოგვცეს ერთ ადამიანზე. კატეგორიზება აღმოაცენებს მოლოდინებს ჯგუფის ინდივიდუალური წევრის შესახებ.

სტიგმა დამოკიდებულია ჯგუფის შესაძლებლობაზე. იგი თავიდან იქნება აცილებული თუ ადამიანებს მივიღებთ როგორც „ბუნებრივად კეთილნი“.

hamilton and sherman-მა აღნიშნეს, რომ ზოგი ჯგუფი უფრო „ჯგუფური“ და ერთიანია, ვიდრე სხვა ჯგუფები. ერთიანი ჯგუფების უპირატესობა დამოკიდებულია ორგანიზაციულ სტრუქტურაზე(როლების დიფერენციაცია, ძალა და სტატუსის გამიჯვნა), ჯგუფის წევრებს შორის ინტერაქციაზე და საერთო მიზნებზე. საინტერესოა რომ ტომობრივი ჯგუფები არ გამოირჩევა მაღალი ერთიანობით. ჩვენ კი ვიცით, რომ სტერეოტიპები უფრო იოლად ვრცელდება ჯგუფში, რომელიც ერთიანი და ჰომოგენურია. შესაბამისად ეს ჯგუფი ყველაზე მეტად შეძლებს მათ აცილებას.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სტიგმას სტერეოტიპებთან აკავშირებს, არის „როლების დაყოფის“ საკითხი. eagly-ს სოციალური როლის თეორია გვთავაზობს არგუმენტებს გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ის ამბობს, რომ რწმენები გენდერთან დაკავშირებით წამოსულია მამაკაცისა და ქალის როლებიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში: რადგან ქალები ძირითადად საშინაო საქმეებს ასრულებენ, ხოლო კაცები შრომით საქმიანობებს, სტერეოტიპებიც ამგვარად განვითარდა. იგივე პრინციპი მოქმედებს, თუ აფრო-ამერიკელი და ესპანურენოვანი ინდივიდები აღოჩნდებიან დაბალანაზღაურებად ადგილებზე, აღიძვრება რასობრივი სტერეოტიპები ინტელექტთან დაკავშირებით, თუ მოხუცებული პირები გათავისუფლდებიან კარგი სამუშაო ადგილებიდან, ჩამოყალიბდება ხანდაზმულთა სუსტი კოგნიტური შესაძლებლობების შესახებ სტერეოტიპები.

zebrovitz ამბობდა, რომ ინდივიდის ფიზიკური მახასიათებლები არამარტო სტერეოტიპების ფორმირებას, არამედ ამ სტერეოტიპების ბუნების ჩამოყალიბებაზეც ახდენენე გავლენას.შესამჩნევი სტიმულების ხარისხი გამოხატული ინდივიდის მოძრაობაში, ხმის ტემბრში, გარეგნულ იერში, სოციალურად გამოსადეგ ინფორმაციას ქმნიან. ხალხი კი ახდენს ამ მახასიათებლების განზოგადებას, სისტემატიზირებას ინდივიდთა ხასიათში. მაგალითად, შედარებით ნაზი სახის მატარებელ პირებს მიიჩნევენ ბავშვურ, მიამიტ, დამთმობ და მოსიყვარულე ადამიანებად. რადგან ქალებს უფრო ნაზი გარეგნობა აქვთ, მამაკაცებისგან განსხვავებით ისინი უფრო მეტად ექცევიან სტერეოტიპების ქვეშ. გარეგნული მახასიათებლებით ვარჩევთ ავადმყოფ და ჯანმრთელ ადამიანებსაც. ფიზიკური ნაკლი ჩვენთვის აღიქმება როგორც ავადმყოფობა და ამიტომ იგი იწვევს ნეგატიურ რეაქციებსა და შეფასებებს.

მოკლედ, ჯგუფურობამ, როლების დაყოფამ და ფიზიკურმა მახასიათებლებმა სტიგმატიზაციის პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს სტერეოტიპები. ადამიანები ხშირად სხვამენ კითხვებს, რა შეემთხვა იმ პიროვნებას, რომელიც ახლა ფიზიკურად უუნაროა? რატომ გააუპატიურეს ის ქალბატონი? ან რატომ მოიხმარს ვიღაც მესამე პირი ნარკოტიკებს? ადამიანები თავიანთ კითხვებს თავადვე სცემენ პასუხებს, ოღონდ არა ობიექტურს, არამედ იმ რწმენებიდან გამომდინარე, რაც თავად გააჩნიათ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებთან დაკავშირებით. სწორედ ამას უწოდებს weiner ატრიბუციებზე დაფუძნებული ემოციისა და ქცცევის მოდელი( attribution-baased affect and behavior).

სტიგმის მეტნაკლები ნეგატიურობა დამოკიდებულია სტიგმატირებული პირის პასუხისმგებლობაზე. რაც უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს, მით უფრო მეტ სიბრაზესა და ნეგატივს იწვევს გარშემომყოფებში. ნაკლები პასუხისმგებლობა კი დაკავშირებულია სიმპათიასა და დახმარებასთან. weiner-ის თქმით, სტიგმა თავად გულისხმობს მიზეზს. თუკი ადამიანი არის ჰომოსექსუალი, წამალდამოკიდებული ან თუნდაც მსუქანი, ეს მოვლენები უკავშირდება მის შინაგან პასუხისმგებლობას. რაც უფრო შინაგანია პასუხისმგებლობა, მით უფრო კონტროლირებადია იგი, მაგრამ როცა ადამიანს აქვს თანდაყოლილი დეფექტი, მიზეზი არაკონტროლირებადია და შესაბამისად, საზოგადოება მის მიმართ უფრო ლოიალურია.

რომ შევაჯამოთ, სტიგმის ბუნება, იმ ინდივიდების ერთიანობა, ვინც სტიგმატიზირებულ მახასიათებლებს იზიარებენ და ადამიანთა პასუხისმგელბლობის ხარისხი მათ მახასიათებლებზე, ქმნის გარემოს რომ სტიგმა დაკავშირებული იყოს სტერეოტიპებტან.

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0